ამ ბოლო დროს რატომ მჭირდება ფიქრი, თუ რა დავწერო? ადრე უფრო მარტივად იყო - უცებ მოვიდოდა მუზა და თავისით ხდებოდა ყველაფერი.. და მე ის პოსტები უფრო მიყვარს, ვიდრე ტვინის დაძაბვის შედეგად დაწერილი. აი, მაგალითად წინა წლის ბოლო პოსტი - თავიდან კი გონებას მოვუხმე, მაგრამ წერა რომ დავიწყე, ყველაფერი იოლად გამოვიდა და რაც მინდოდა, ის დავწერე. ჰანნა კი მეუბნება, რა იყო ის მშრალი პოსტი, ნუთუ 2009 წელს ორი მოვლენის მეტი არაფერი მოხდა, დაწერე უფრო ვრცელიო.. მაგრამ არ დავწერ, ვიცი, დაძაბული პოსტი გამომივა. არადა, ალბათ უფრო მეტი მოხდა გასულ წელს, ბლოგერობის და ჩოგბურთის გარდა, თუმცა, whatever.
ამასობაში კი 2010 წელი მოვიდა - ძალიან ჩვეულებრივად და უხმაუროდ [ჩემთვის]. თუმცა, ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერე, ჩემი საახალწლო განწყობა იგვიანებს :D ამიტომ, ვერ ჩამოვწერ ჩემს გეგმებს ამ წლისთვის; აი როგორ ვარ იცით - უცებ 31 აგვისტოს, ან 30 მაისს რომ გთხოვონ, მომავალი წლის გეგმები მითხარიო და დაიბნევი :D
მაინც საინტერესოა, პოსტების არქივში უკვე 2 წლის ნუსხა იქნება :))
მგონი, მართლა აძალებ თავს წერას, ნატალია.
ReplyDeleteმოდი, რამდენიმე ხანს ნუ დაწერ, სანამ არ მოგენატრება და თავისით არ დაგეწერინება.
ასე მგონია, ასეთი პოსტების მერე შენც ცუდ ხასიათზე დგები, როცა ხვდები, რომ ისეთი პოსტი "ვერ" გამოვიდა, როგორიც გინდოდა.
ჩემი საახალლო განწყიობაც იგვიანებს :შ
ReplyDeleteრა აუცილებელია ყოველდღე წერო? როცა მოვა მაშინ წერე:) მე მუდამ ასე ვაკეთებ :)
ReplyDeleteნატ, მე კი გირჩევ, რომ წერო. როცა არ გეწერება, რაიმე საინტერესო ვიდეო ან სურათი მაინც დადე. მე ასე ვიქცევი ყოველთვის, როცა არ მეწერინება. ტვინგაყინულობის პერიოდი ყველას გვქონია. არავინაა მოცარტი, რომ მოსდიოდეს და მოსდიოდეს თემები მელოდიებივით :D ჰოდა ასე :)
ReplyDeleteმე მქონდა ძაან დიდ ხანს კრიზისი,საერთოდ ვერ ვწერდი..
ReplyDeleteახლა მეორე უკიდურესობა მჭირს,ყოველ დღე ვწერ :დ
შუალედურის ძიებაში ვარ :უსერ:
მგონი ყველა ბლოგერს უდგება ასეთი პერიოდი,ახლა შენ რომ გაქვს. ასე რომ,გაივლის:*
კაკრას ჩემი ბოლო პოსტის პოსტის წერის ხალისსა და მუზას ეხება : ))
ReplyDeleteსოფი, მეც ვფიქრობ რომ ჯერჯერობით არაფერი აღარ უნდა დავწერო, როგორც არ უნდა მინდოდეს.. ასე რომ, ტაიმ აუტს ვიღებ : )
ReplyDelete