თმის შეჭრა დიდი ხანია მინდა, მაგრამ, სანამ შევიჭრიდე, წინასწარ ყოველთვის ბევრს ვფიქრობ. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი ვარცხნილობა მექნება. მირჩევნია ბუნებრივად გაზრდილი თმით ვიარო, ვიდრე გულდაწყვეტილი ველოდო, თუ როდის გაიზრდება ახლადშეჭრილი თმა, რომელიც არ მომწონს. ადრე სოფიც წერდა ამაზე, და ისე მესმოდა მისი - ვარცხნილობა თითქოს შენს განწყობას, უფრო მეტიც, პიროვნულ ხასიათს განსაზღვრავს.
ენ ჰეთევეიზე გეუბნებოდით - მისი რამდენიმე ფოტო მაქვს კომპიუტერში და სრულიად შემთხვევით შემომხვდა, როცა სულ სხვა სურათებს ვარჩევდი მობილურში გადასატანად, სტილისტისთვის რომ წამეღო. მის თმას რომ შევხედე, ყველაფერი სხვა დამავიწყდა. მივხვდი, რომ ჩემი ვარცხნილობა ვიპოვე. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოკლე იყო; მე კი ბავშვობიდან გრძელი თმა მიყვარს..
მოკლედ, ორი დღის წინ თმა შევიჭერი და თავს ენ ჰეთევეიდ ვგრძნობ :)) ეხლა მიკვირს, აქამდე როგორ ვიყავი, როგორ დავდიოდი იმ თმით? თუმცა ვიცი, როგორც - საშინლად არ მომწონდა ჩემი თავი, მიზეზს კი ვერ ვხვდებოდი. 22 წელი დამჭირდა იმის გასაგებად, რომ გრძელი თმა არ ყოფილა ჩემი.
ახალი ნატალია კი მომწონს, ძალიან :)
fotoebi daidos: tmis amputaciamde da shemdeg.. :)
ReplyDeleteვასასი, ’შემდეგ’ ფოტოები არ მაქვს ჯერ :)) როცა მექნება, ფეისბუქზე დავდებ ;)
ReplyDeleteსურათები დაიდოს! კიარადა მეც უნდა შევიჭრა თმა, შარშან რო შევიჭერი ძალიან მომეწონა და ეხლა გამეზარდა უკვე :უსერ:
ReplyDeleteუი რა კარგი იდეაა პარიკმახერთან სურათებით სიარული!! მეც ეგრე ვიზამ, მაგარი იდეაა.
ReplyDeleteჩემი დამოკიდებულება თმის შეჭრისადმი იცი. მაგრამ ამ ბოლო დროს დრიუ ბერიმორის [ http://photos.upi.com/sbs/2610/8e91edc4363c99b6ed87230b54043bb9/Drew-Barrymore-attends-Everybodys-Fine-premiere-held-in-New-York_7.jpg ] გავლენით, მომინდა მოკლედ შეჭრა და ქერად გადაღებვაზეც გავიფიქრე (წამით), მაგრამ ვიცი, მერე გული უნდა დამწყდეს და პოსტები ყველა ენაზე უნდა მივუძღვნა, ამიტომ თავს ვანებებ ჯერჯერობით.
ReplyDeleteმიხარია, რომ მოგწონს, რახან უკვე მოგწონს, ესე იგი არ ინანებ, მე შეჭრის პროცესში უკვე გული მიცახცახებდა და სარკეში უკვე იმედგაცრუებული განწყობით შევხედე ჩემს თავს.
mogixdeboda. dade foto,ra
ReplyDeleteმიუხედავად ჩემი ასეთ საკითხებში ბუნებრივი უცხოობისა, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რარიგ მიყვარს ენი ;)
ReplyDeleteui
ReplyDeletesainteresoa
iqneb foto dado, rom vnaxot rogor gaqvs :))
hoda
ReplyDeletemec wavige enis suratebi da ise shevicheri tma, ogond adre, axla ukve gamezarda mec da isev vfiqrob igives ganmeorebas, neta ertsa daimvae varcxnilobaze xom ar vambobt, sainteresoa :))))
მე მივედი ამ ბოლო დროს, ლოს აბრაზოს როტოს-ში რომ აქვს პენელოპას თმა იმ ფოტოებით. მინდოდა შეჭრა, მაგრამ ისევ ვერ შეველიე ამხელა თმას. ჰოდა რა მეშველება არვიცი. ალბათ ვერასდროს ვერ შევიჭრი
ReplyDeleteასე მოკლე თმით არასოდეს მინახავს ენი, არც ფოტოებზე და არც ფილმებში.
ReplyDeleteმე მამსგავსებს ყველა ენს, არვიცი რამდენად ვგავარ, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ბევრი მამსგავსებს.
ReplyDelete