Friday, May 22, 2009

ბბბ

ჩემი ’ფავორიტი’ საგანი - გინეკოლოგია დავიწყე. მიუხედავად იმისა რომ ეს არის სფერო, რაც ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, მოლოდინი არ გამართლდა და აღმოჩნდა რომ მე მაინც ჩათრეული აღმოვჩნდი და გინეკოლოგიამაც კი დამაინტერესა! თან, ვერაზე გვაქვს, და სასიამოვნოა დილით ლუბლიანას ქუჩის ნაცვლად მელიქიშვილზე სიარული :))

დღეს ლექტორმა ე.წ ’გამოფხეკვაზე’ შეგვიყვანა. აქამდე საკმაოდ ბევრ პროცედურაზე, მათ შორის ოპერაციებზეც ვყოფილვარ, მაგრამ დღეს პირველად ვიგრძენი თავი ცუდად, იმდენად უსიამოვნო სანახავი იყო. რა თქმა უნდა დეტალებს აქ არ განვიხილავ.

რაც შეეხება ჩემს reminder-ებს :))

გერმანულში და ესპანურში არ ვმეცადინეობ, არც დიეტას ვიცავ, აი ფეხით კი ბევრს დავდივარ და კიდევ გირებით ვვარჯიშობ.

ამ ეტაპზე რაც ძალიან მაწუხებს - კომპთან ძალიან დიდ დროს ვატარებ. ამიტომ ახლა ავდგები, წავალ და შევჭამ.

პ.ს სულ სხვა პოსტს ვწერდი, წავშალე და ეს აბდაუბდა დავწერე.

1 comment:

  1. მაინტერესებს ეს გინეკოლოგიური საკითხები..
    მაგრამ ჩემგან არასოდეს გამოვა ექიმი..
    და არც გინეკოლოგი..
    ოოო...
    შემაპარე ერთხელ გამოფხეკვაზე...

    :ომერაინტერესებიმაქვს:

    :)

    ReplyDelete