Monday, January 13, 2014

Beginners

Beginners 1

I was a white girl in a crowd of white girls in the park
You didn't see me I was falling apart
I was a television version of a person with a broken heart
You didn't see me I was falling apart...

   დღევანდელ დღეს ძალიან რთულია იცხოვრო მარტივად, დილით დგებოდე და მხოლოდ იმას დარდობდე, გარეთ როგორი ამინდი დაგხვდება.
  ხანდახან, სასიყვარულო რომანტიკაც ძალიან სასაცილოდ მეჩვენება და ვცდილობ ჩავახშო ყველა ამგვარი, სულელური აღმაფრენები. ჩემს თავს ვუმტკიცებ,  რომ დღევანდელობიდან ძალიან ამოვარდნილია საყვარელი ადამიანის დანახვაზე გული აგიფანცქალდეს, მერე ხელი ჩაკიდო, უდარდელად გაუყვე ქუჩას და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ამოყო თავი. 
   
 ხანდახან ეჭვები მღრღნის, უნებურად, თავისით.
  
     მერე მახსენდება, რომ მაშინ, როცა აუცილებლობას წარმოადგენდა ყოფილიყავი თავდაჯერებული, ყველაზე და ყველაფერზე გქონოდა საკუთარი, მტკიცე აზრი და დაბეჯითებით დაგეცვა შენი პოზიცია (და მხოლოდ ასეთ შემთხვევებში თუ შეგამჩნევდა ვინმე), მე ვიყავი ყველაფერში მერყევი, ამიტომ საერთოდ არ ვაფიქსირებდი ხმამაღლა ჩემს შეხედულებას და ვემსგავსებოდი ნაცრისფერ მოჩვენებებს, რომლებიც ძალიან ბევრნი დასრიალებენ გარშემო.
  მაშინ გამოჩნდა ადამიანი, რომლისთვისაც ვიყავი ფერადი ნაცრისფერების ბრბოში.

    ახლა შემიძლია, ჩემი მოკრძალებული, მაგრამ მტკიცე აზრები, ჩემთვის შევინახო, მაგრამ აღარ მგონია, რომ მოჩვენებების სამყაროში რუხი ლანდი ვარ.

 I'm so surprised you want to dance with me now
I was just getting used to living life without you around..

4 comments:

  1. Enjoy the moment, Natalia!!! Don't let it fade away.

    ReplyDelete
  2. რა კარგია, როცა დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილება მთლიანად გვიპყრობს. :) ამ დროს ხდება ხოლმე, როცა საკუთარ თავს გვერდიდან ვუყურებთ ირონიით. რაც ესოდენ კარგად აღწერა ავტორმა :)

    enjoy the odds of it ! ...

    ReplyDelete