Saturday, January 25, 2014

In the Bell Jar

   ჩემს ერთ ფეისბუქ ფრენდს ჰქონდა ფოტო დაშეარებული, "ქალი ვიცი მე კუხნაში" - დაახლოებით ამ კონტექსტის. იქ კომენტარის დატოვებას აზრი არ ჰქონდა, ისედაც ნახევრად ხუმრობით იყო დაწერილი და საჭიროდ არ ჩავთვალე, სერიოზული მსჯელობა დამეწყო.

   მაგრამ ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა მეთქვა ის 1-2 სიტყვა, რომელზე წერასაც დიდი ხანია ვაპირებ და ხან დრო არ მყოფნიდა, ხან - ნებისყოფა.

   ჰოდა, ძვირფასო Y ქრომოსომიანებო, თქვენ თუ გაინტერესებთ, ასეთი მაგრები თუ ვართ ქალები, რატომ ვერ ვასახელებთ  უცებ 10 მეცნიერ ქალს, მე ამისთვის ძალიან მარტივი პასუხი მაქვს:

    იმიტომ, რომ მე-20 საუკუნემდე, სანამ ფემინისტური მოძრაობა დაიწყებოდა და ქალები, ჯერ მხოლოდ, ხმის მიცემის უფლებას მოიპოვებდნენ, მათ არ ჰქონდათ საშულება, გასულიყვნენ სახლიდან გარეთ, ისინი კორსეტების და ათასგვარი ზიზილ-პიპილოების სიმძიმის ქვეშ იტანჯებოდნენ და მხოლოდ იმას ელოდნენ, როდის გამოჩნდებოდა შესაფერისი საქმრო. საუკუნეები და ეპოქები იცვლებოდა,  ამ დროს კი, Y ქრომოსომიანები, ან ხმლებს ატოლებდნენ ერთმანეთს, ან თუ შესაძლებლობა ჰქონდათ, მეცნიერული თამაშებით ერთობოდნენ, თუ მოუნდებოდათ, წერდნენ კიდეც - პოემებს, რომანებს. ხანდახან ხატავდნენ, ხან სამეფოებს მართავდნენ. უფრო ადრე კი - ნადირობდნენ, ადამიანებს ჯვარზე აკრავდნენ, ომებს აგებდნენ, ან იგებდნენ (მერე გამარჯვებულები შედიოდნენ ქალაქებში და ქალებს აუპატიურებდნენ).

   ქალებისთვის კი, ამ ხნის განმავლობაში, ძირითადად, იცვლებოდა კაბის სიგრძე-სიგანე, მასზე ოქრომკედით მორთული ფიგურების ფორმა, სამკაულებზე ძვირფასი თვლების რაოდენობა და თმის ვარცხნილობა.

   იყვნენ ისეთი ქალებიც, რომელთა სახელი ისტორიაში გაჟღერდა. შესაძლოა, ისინი არ იყვნენ მაინცდამაინც ხელოვნების ან სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, მაგრამ ძალაუფლება ჰქონდათ და სულ მცირე, საკუთარ ქვეყნებზე დიდი გავლენა მოახდინეს.  მათ მოახერხეს და კაცების ფართო ზურგები გაარღვიეს, რომ მოხვედრილიყვნენ წრეში, სადაც მათ ყველა დაინახავდა. არ მოვუყვები მათი სახელების ჩამოთვლას, თუ გონებას დაძაბავთ, რამდენიმე სახელი აუცილებლად ამოგიტივტივდებათ.

   რატომ მოხდა რომ, ყველა სფეროში, მაინცდამაინც მე-20 საუკუნეში გაჩდნენ ასე, სოკოებივით, ქალები?  იმიტომ ხომ არა, რომ ამისათვის ბრძოლა დაიწყეს?
 
  მითუმეტეს ახლა და აქ, საქართველოში, ნამდვილად არ აქვს არავის უფლება, რომელიმე ქალზე, თუნდაც ხუმრობით, რაიმე დამცინავი თქვას. ყველა თავის ფრონტზე იბრძვის - ვიღაც სამზარეულოში, ქმარს რომ გემრიელი სადილი დაახვედროს, ვიღაც პოლიტიკაში და ვიღაც, თუნდაც,  მაღაზიაში, დახლს მიღმა..

 ქალები ყველგან არიან და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ სფეროს, სადაც მათ წარმატებისთვის არ მიეღწიოთ.

We already Did It

3 comments:

  1. იმდენად გამაღიზიანებელია მსგავსი აზრები ხოლმე, კამათის სურვილი არ მიჩნდება ასეთ მოსაუბრეებთან.
    კარგი ქენი,რომ არ შეეკამათე :)

    ReplyDelete
  2. გაუნათლებელ ადამიანებს რა გამოლევს და ამაში აკადემიურ განათლებას არ ვგულისხმობ, ისეთებს, უბრალოდ გონება რომ არ გააჩნიათ და აზროვნება არ შეუძლიათ.

    ერთი კაცი მანახა, რომელსაც მენსტრუაცია ექნება ყოველთვე, მერე ორსულად იქნება 9 თვე, იმშობიარებს, ბავშვს მოუვლის, ძუძუს მოაწოვებს და კიდევ მეცნიერებაში რამე წვლილს შეიტანს. ბიოლოგიურად ცა და დედამიწასავით განსხვავებულები ვართ, ღმ-ერთო, შემოულაწუნე ასეთ არსებებს, რა იქნება!!!
    :-/

    ReplyDelete