საღამოს, როცა დედებს პატარა ბავშვები ყოველდღიური სეირნობებიდან სახლებში აყავთ, უფროსები სამსახურიდან დაბრუნებული არიან და გვერდით ბინიდან მესმის, როგორ ეძახის ხმამაღლა ქმარი ცოლს "მიყვარხარ", განსაკუთრებით მინდება, რომ ფრთები გამომესხას და უამრავ განათებულ ფანჯარაში შეხედვა შევძლო; დავინახო მათი საღამოს რუტინა - ვახშმობა, ტელევიზორის წინ ჯდომა, წიგნის კითხვა.. ეს უბრალო, ადამიანური მომენტები ისეთივე ამაღელვებელია ჩემთვის, როგორც ამელისთვის ლობიოს ტომარაში თითების ჩაცურება.
ხანდახან უცნაური კითხვები მიჩნდება, ისეთი, რასაც ვერასდროს გავიგებ. მაგალითად, რაზე ფიქრობდა პოლ ტიბეტსი 1945 წლის 6 აგვისტოს გამთენიისას, როცა კუნძულ ტინიანიდან აფრინდა.
რატომ ხდება, რომ მაშინ, როცა მინდა ყველაზე დიდი ვიყო, ყოველთვის პურის ნამცეცის ოდენა ვხდები და რამდენიც არ უნდა ვიხტუნო და ხელები ვიქნიო, მაინც ვერავინ მამჩნევს.
I am good, I am grounded
Davy says that I look taller
I can’t get my head around it
I keep feeling smaller and smaller..
ჩემო ძირფასო მეგობარო, შენ, რომელიც სადღაც ზიხარ და კითხულობ ამ წერილს, დარწმუნებული ვარ, ხვდები, რაზე გწერ მე.
ვიცი, რომ ჩემი ბოლო წერილი უკვე გაყვითლდა და შენც იმედი გადაგეწურა.
მინდა იცოდე, რომ სელინჯერი კიდევ უფრო შემიყვარდა; რომ აქ ამინდებს გაზაფხულის სუნი ასდის და მე ჯერჯერობით, მაინც არ ვარ ბედნიერი.
chemi ameli <3 <3 gaigebs dzvirfasi megobari, aba ras ikneba ;)*
ReplyDelete