Tuesday, December 31, 2013
Ghost of 2013
მე შეიძლებოდა, ვმჯდარიყავი ბრიუგეში, პატარა მოედანზე. ღია კაფეში მეწრუპა ცხელი გლინტვეინი და მომეწერა წერილები, თუ როგორი ბედნიერი ვარ.
შეიძლებოდა, პრაღაში ვყოფილიყავი და უგემრიელესი, ცხელი შოკოლადის თანხლებით შემექნა პოსტები.
კიდევ ათასი ქალაქი არსებობს, სადაც ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ახალ წელს იქ შევხვდებოდი.
მაგრამ, მე აქ ვარ, თბილისში, სადაც ასაფეთქებლების გამაყრუებელი ხმა ყოველწამს მიფრთხიალებს გულს.
დღეს საღამოს, როდესაც ქუჩაში ჩემს ნინოს ("ო" გამოითქმის გაგრძელებულად) ველოდი, გული მსოფლიოში ყველაზე ბედნიერად მიცემდა და არ მჭირდებოდა არც პრაღაში ყოფნა, არც გლინტვეინი ან ცხელ-ცხელი შოკოლადი იყო საჭირო, რომ ხმამაღლა მეთქვა - მე ბედნიერი ვარ! ბედნიერი სწორედ აქ და ახლა.
ქალაქები და თავგადასავლები მერე იქნება, ახლა კი, ამ პოსტის წერისას, როცა ვიხსენებ განვლილ წელს, თავისდაუნებურად მეღიმება და თვალები მიციმციმებს. წელს ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა და გახდა სავსე. სავსე ემოციებით, თავგადასავლებით, დეტალური ბედნიერებებით, ადამიანებით და ადამიანით.
არ ვიცი, რას ველი ახალი წლისგან. მინდა რომ არ გავჩერდე და განვაგრძო ახალი ქალაქების აღმოჩენა და შეყვარება, წავიკითხო უფრო ბევრი წიგნი, აღვფრთოვანდე კიდევ უფრო მეტი სიმღერით.. მინდა რომ ისეთი ადამიანი ვიყო, რომელიც კოსმოსში კარგ ენერგიებს გაუშვებს და მერე იგივენაირად დაუბრუნდება.
მინდა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
რა კარგი ამბავია! მასთან ერთად მოტოციკლზე ჯდომა და ნაყინის მირთმევა რომის ქუჩებში :) გრაგნილივითაა, გაიშლება და თავგადასავლებიც გაგრძელდება. :)
ReplyDelete