Meet me
In the evening
For a kiss
In Taksim Square.
Dreamy
Summer evening
Make it sleazy,
My dear friend.
ამ სიმღერას არ ვუსმენდი სტამბულში, არც იქ მიმავალ ან იქიდან მომავალ გზაზე მომისმენია, მაგრამ როგორც კი ჩავრთავ, მაშინვე ის ხვატი მახსენდება, ტაქსიმზე რომ იდგა მოსაღამოვებულზე, აგვისტოს ერთ დღეს.
ალბათ, არ ვიქნები გამორჩეული, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ თითქმის ცხადად მაქვს წარმოდგენილი, როგორ წავალ კიდევ ერთხელ სტამბულში, დავლევ 1 ჭიქას და ვაკოცებ ტაქსიმზე.
ასე მგონია, რომ ყველას რაღაც გვაერთიანებს, ვინც კი ამ ქალაქში ყოფილა - ყველას დაგვრჩა რაღაც გასაკეთებელი, რის გამოც უკან აუცილებლად ბრუნდებიან.
[მახსოვს, როგორ ბობოქრობდა რამდენიმე ადამიანი იმ პერიოდში ფეისბუქზე,
ყელში ამოსულ სტამბულზე და იქ მყოფ ქართველებზე, რომელთა გამოისობოთაც
გახდა სტამბული აუტანელი. მე ასეთ ადამიანებს ბოროტებს ვეძახი და არ ვყოყმანობ ამის ხმამაღლა თქმისთვის.]
სტამბულამდე ბათუმი იყო. ამ ქალაქმა ბევრი ბედნიერი წუთი მაჩუქა, მთელი ცხოვრება რომ მეყოფა.
გამაცნო კარგი ადამიანები და მათთან ერთად დავაგროვე მოგონებები.
იქ ყოფნისას ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვიღაც ან რაღაც, ყველა ჩემს ფიქრს
კითხულობს და ზრუნავს, რომ ეს ფიქრები მაშინვე და დადებითად ამიხდეს.
ბოლო დღეებია, მთელი გულით და სულით მინდოდა, ბათუმში ვყოფილიყავი. დიახ, თოვლიან და უშუქო ბათუმში, პარალიზებულ ქალაქში, რომელიც ყველამ მიივიწყა. ვერც მივდიოდი და არც ვიცოდი, რით დავხმარებოდი მათ, უღონოდ ვიჯექი და მეგობრებისგან დაშეარებულ დათოვლილ ქუჩებს შევყურებდი.
So, meet me in Taksim tonight, a drink and a kiss, what in the world could be more civilized?
იმედია მეც მალე მოვინახულებ სტამბულს.
ReplyDeleteაუცილებლად უნდა მოინახულო როდრიგო :) და შთაბეჭდილებებზე დაწერე აუცილებლად :)
Deleteმიყვარს ორივე :)
ReplyDelete"ასე მგონია, რომ ყველას რაღაც გვაერთიანებს, ვინც კი ამ ქალაქში ყოფილა - ყველას დაგვრჩა რაღაც გასაკეთებელი, რის გამოც უკან აუცილებლად ბრუნდებიან." - ზუსტად !
როგორ მესიამოვნა ეს პოსტი, შენწვარი სიმინდის და წაბლის სუნი ვიგრძენი. მე მიყვარს ამ ქალაქზე შეყვარებული ადამიანები, არასდროს მბეზრდება უკან დაბრუნება, ყოველთვის არის რაღაც ახალი. ძალიან მომინდა ტაქსიმზე გასეირნება, ცოტა რომ ცივა და ქაღალდის კოლოფში ჩაყრილი ცხელი წაბლით ითბობ ხელებს, თან აკნატუნებ ამ წაბლს და გემრიელ ჩაის დასალევ ადგილს ეძებ თვალებით <3
ReplyDeleteშემწვარი წაბლები! როგორ მახსოვს მეც სურნელი, მაგრამ არ გამისინჯავს :)
Deleteმეც ბოლო დღე გამახსენდა ჩვენი იქ ყოფნის, აეროპორტში წასვლამდე დარჩენილი რამდენიმე საათი და ყველაფრის შესუნთქვა, შესრუტვა, შეგრძნობა და დამახსოვრება.
ReplyDeleteძალიან კარგი პოსტი იყო!
დიდი მადლობა თინიტა <3 :)
Deleteჰაჰა მე ვარ ერთერთი ბოროტი ადამიანი, რომელსაც არ უყვარს (მსუბუქად რომ გამოვხატო) თურქეთი და არაფერი უნდა მაგ ქვეყნის საერთოდ!!! :D იმიტომ, რომ შეგვიჭამეს ყველაფერი და ახლა ამდენ ტურისტს იზიდავენ, ქართველები სულ მანდ ტოვებენ ფულს, რაც შრომით უშოვიათ და მოკლედ, ნატალია შენ მაინც მაგარი გოგო ხარ და რაც არ უნდა დაწერო, ლამაზად იკითხება, თუნდაც სტამბულზე და მე ამ დროს მაროკოს წარმოვიდგენ თურქეთის მაგივრად :D
ReplyDeleteპ.ს. ნევროტიკი ჟული დელპივით ვლაპარაკობ, ხალხო!!! :D
Deletenevrotiki Julie Delpy <3 <3 <3
ReplyDelete:-D ♥♥♥♥♥
Delete