Sunday, February 17, 2013

Everything is connected

    რამდენიმე დღის წინ დედამ  25 წლის გოგოს ამბავი მოყვა, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა. საშინელმა შიშმა შემიპყრო, რომ წარმოვიდგინე,  ნებისმიერ დროს შეიძლება, ასე უცებ ავდგე და მოვკვდე.
  
   ასეთ შიშის მომენტებში ვხვდები, რომ არსებობს ძალა, რომელიც ყველაფერზე ძლიერია. თუ გინდათ ღმერთი უწოდეთ, ალაჰი ან ნებისმიერი რამ – ეს ძალა ერთია, იმის მიუხედავად, რას დაარქმევენ მას სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები.

    მე მგონია, რომ ღმერთი ცალკე არსება არ არის, ის თითოეულ ჩვენგანშია. თუ ვიფიქრებთ ატომურ ბომბებზე და ძალაუფლებაზე, ჩვენში არსებული ღმერთი პატარავდება და ინავლება. კარგი საქმეები კი აძლიერებს მის არსებობას. ალბათ სიყვარულიც ეგაა, ბედნიერებაც, ჩვენ უბრალოდ ბევრ სახელს ვარქმევთ, ვინაიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად ვგრძნობთ მას. 

   ხშირად ვფიქრობ, რამდენად სწორია ის, რასაც ვაკეთებთ ადამიანები დედამიწაზე. ამ  სამყაროს აღსასრული ისევ ჩვენზეა დამოკიდებული. რაც უფრო ბევრი საბრძოლო იარაღი იქმნება,  რაც უფრო მეტი ომი და დაპირისპირებაა მსოფლიოში, მით უფრო ვუახლოვდებით ლოგიკურ დასასრულს. იმიტომ, რომ ბოლოს უკვე აღარაფერი დარჩება ომისა და განადგურებული ქალაქების მეტი და ის ძალა მიხვდება, რომ დედამიწას აღარაფერი ესაქმება გალაქტიკაში.
  თუ მეტს ვიფიქრებთ ხელოვნებაზე, შეიქმნება უფრო მეტი მუსიკა, დაიწერება კარგი წიგნები, მით უფრო გადაიწევს ეს აღსასრული.  ყველაფერი ჩვენს ხელთაა და ამიტომ მეშინია, რამდენად სწორად ვიქცევით, ვწერთ თუ არა საკმარისად ბევრ სიმღერას?  გვინდა თუ არა, რომ კიდევ დიდხანს ვიარსებოთ?

   მინდა, რომ კიდევ დიდხან ეხეთქებოდეს ლურჯი ტალღები ნაპირებს, შრიალებდნენ ტყეები, უბერავდეს ქარი და ჭიკჭიკებდნენ ჩიტები.. როცა ეს ხმები,  ეს მოძრაობა გაჩერდება, ყველაფერი დამთავრდება და ჭაში წყალი დაშრება.

    მინდა ადამიანებმა გაიაზრონ, რომ ყველაფერი ერთი ადამიანიდან იწყება; რომ მთავარია იდეა, მთავარია ვიფიქროთ იმაზე, რა გვინდა მოხდეს და არა იმაზე, რა არ გვინდა.

  იმედია, ძალიან პათეტიკური არ ვარ. ღამის 2 საათზე დაწერილი პოსტები, როგორც წესი, არ არის ხოლმე პათეტიკური : )

 

  პ.ს პოსტის სათაურის ინსპირაცია არის Cloud Atlas. როგორ მინდოდა ამ შესანიშნავ ფილმზე ცალკე პოსტი დამეწერა, მაგრამ არ დავწერე და ალბათ ყოველთვის ვინანებ ამას.

4 comments:

  1. თუ მთავრდები მთავრდება ის ყველაფერი რაც ჩამოთვალე! ინდივიდისთვის სიკვდილი სამყაროს სიკვდილია. არ ვიცი სიკვდილის მერე ცხოვრების გჯერა თუ არა მაგრამ ამას არც აქვს მნიშვნელობა ისე მაინც არაფერი იქნება როგორც არის. ასე რომ დილემის წინაშე ვდგავართ: ვიყოთ ხიბლში იმით რაც გვაქვს თუ ვიზრუნოთ იმაზე რაც გვაქვს რათა "მომავალი" იყოს ხიბლში.

    ReplyDelete
    Replies
    1. ინდივიდისთვის კი, არის სამყაროს სიკვდილი, მაგრამ ამ სამყაროში სხვებიც ხომ რჩებიან. ამ შემთხვევაში უფრო გლობალურ პრობლემებზე მქონდა საუბარი, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ის კონკრეტული ადამიანი მნიშვნელოვანია სამყაროსთვის და შეუძლია სიკეთე ან ზიანი მოუტანოს მას. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, ადამიანმა ქუჩაში ნაგავი არ უნდა დაყაროს იმ მიზეზით, რომ ეს ერთი პატარა ნივთი დიდს ვერაფერს დაუშავებს ეკოლოგიას. უნდა მიხვდეს, რომ ბევრ, ასე მოაზროვნე ადამიანს, შეუძლია დიდ ნაგვის ურნად აქციოს ერთი ქუჩა. იგივენაირად, ერთი პატარა სასარგებლო საქმე, დიდად იქცევა, თუ რამდენიმე ადამიანი გააკეთებს ამას :)

      Delete
  2. ნუ ეს მორალი გასაგებია :) მე ჩავთვალე რომ ფილმით იყო პოსტი ინსპირირებული და ამიტომ დავწერე ის რაც დავწერე :)

    ReplyDelete
  3. mmm zogjer mec mipyrobs eg shishi da mag daskvnamde mivdivar xolme adamians wirdeba dzala gmertis saxit ..

    ReplyDelete