აქამდე არ მიხსენებია, რომ ვარსკვლავური ომების თაყვანისმცემელთა სიაში ჩავეწერე. ამ შემთხვევაში სიტყვა "თაყვანისმცემელი" მეტისმეტი სიზუსტით აღწერს ჩემს მდგომარეობას, ვინაიდან მე სწორედაც რომ თაყვანს ვცემ ამ ფილმს და მის გმირებს. დღეში რამდენჯერმე, ლოცვასავით ვიმეორებ – I am father, მთელ ტანში ჭიანჭველები დამირბის, როცა იოდას ბრძოლას ვუყურებ და ენეკინზე ვარ შეყვარებული, ობი ვან კენობის კი ვაღმერთებ; R2-D2–ს როცა ვხედავ, პატარა ბავშვივით ვეფერები.
მოკლედ ასეა, ალბათ სტარ ვარსზე კიდევ ბევრს დავწერ მომავალში, ახლა კი მთავარ თემაზე გადავალ.
ტამბლერზე ნანახ ნახატებს გუგლიც მივახმარე და მივიღე ისტორია, სახელწოდებით "ლორდ ვეიდერი, როგორც მოსიყვარულე მამა".
დაათვალიერეთ და დატკბით :)
..და მათი თავგადასავლები იწყება : )
მზრუნველი მამა ♡ |
Proud Dad |
ეგოისტი ლიუკი ;)) |
და ბოლოს, family portrait ♡
პ.ს ნახატები ეკუთვნის ჯეფრი ბრაუნს.
არ მინახავს ეს ფილმი. ნახატები კი ძალიან მომეწონა.
ReplyDeleteამ ბოლო დროს, მარჯანე სატრაპის "პერსეპოლისის" წაკითხვის შემდეგ, მიმიზიდა კომიქსებმა და გრაფიკულმა რომანებმა.