Thursday, February 21, 2013

Well, the night does funny things inside a man

  ახლა თითქმის პირველი საათია, რაც იმას ნიშნავს, რომ მე უფრო გულახდილი ვარ, ვიდრე ერთი საათის წინ.  ვინმეს ექნება უკვე ნათქვამი, რომ ღამით დაწერილი პოსტები ბევრად უფრო გულახდილია, ვიდრე დღისით. 


 
    წეღან, ფეისბუქზე უსაქმოდ ჯდომისას, მომინდა გადამეხედა, რაზე ვფიქრობდი და რას ვაკეთებდი 1 წლის წინ ამ დროს, თებერვალში. რა კარგი რამეა თაიმლაინი, თითქმის დროში მოგზაურობის ტოლფასია. გადახვალ წინა წლის თებერვალზე და გაგახსენდება, რომ შარშან ამ დროს ტეკილას პერიოდი გქონდა; თებერვალში არა და იანვარში, ვთვლიდი რომ 2012 მოგზაურობის წელი უნდა ყოფილიყო [რაც საშინელი სიცრუე აღმოჩნდა], შარშან ამავე პერიოდში აღმოვაჩინე რომ ხორვატია მშვენიერი ქვეყანა ყოფილა და ზოგადად, მოგზაურობაზე უფრო მეტი ფიქრი დავიწყე : )

    ღამის გულახდილობაზე რომ გავაგრძელო, მინდა მოვყვე ჩემი შიშების შესახებ. იცით, ამ სამყარომ სულაც არ იცის, მე როგორი ჭკვიანი გოგო ვარ. მგონი მოვიდა დრო, ყველას გავაგებინო ამის შესახებ. ჯერ თავად უნდა მოვერიო ჩემს მეორე ნაწილს, რომელიც მუდმივად ჩამჩურჩულებს ყურში, რომ მე არც ერთი საქმე არ მიმყავს ბოლომდე, არაფერი არ გამომდის კარგად და მუდმივად რაღაც მაკლდება. მალე მოვერევი ჩემს შინაგან დემენტორებს და ყველა იმ სისულელეს გავაკეთებ და ვიტყვი, რის გაკეთებისგანაც აქამდე თავს ვიკავებდი. თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ შეცდომის დაშვების მეშინოდა მუდმივად, ამიტომ პრევენციის მიზნით, არაფერს ვაკეთებდი. ასეთ უმოძრაობას ჯობია ბევრი შეცდომა დავუშვა და ბევრი ვისწავლო. ის, ვინც ამბობდა, რომ ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს და სულელი თავისაზე, საშინლად ცდებოდა. სხვის შეცდომებზე ნასწავლი ვერასდროს შეედრება იმ გამოცდილებას, რასაც საკუთარი შეცდომებიდან იღებ. იმიტომ, რომ კარგად გახსოვს ის ზიანი, რაც ამ შეცდომამ მოგაყენა და არასდროს გაიმეორებ.

   ჰო, კიდევ მინდოდა თქვენთვის მეთქვა – მე ეს სიმღერა დავისწავლე ჟესტების ენაზე, მართალია ნატალივით ჰაეროვნად არ გამომდის, მაგრამ ჯონის უხეშ მოძრაობებზე  მოქნილი კი ვარ  : ) ვფიქრობ, ერთხელაც ვიდეო ხომ არ გადავიღო და ნუ, ფეისბუქზე მაინც დავდო.

 ესეც ფოტო–იდეა. რა კარგი იქნებოდა, ასეთი აბრები რომ გვხვდებოდეს თბილისშიც :)


7 comments:

  1. სახლიდან წადი და ყველაფერი შეიცვლება, თან ზაფხული მოდის და უფრო ადვილია

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, მაგით ძალიან ბევრი რამე შეიცვლება და ვაპირებ, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა :)

      Delete
  2. natalia, კარგი გოგო ხარ, და უკვე დროა რომ ბევრმა გაიგოს. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია <3 წითელი რეზიდენტის დღიურის პირველი წელიც უკვე დახურულია. დამთავრებული საქმეები და დაშვებული შეცდომები გ(ვ)ელოდება წინ! :* <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ერთად დაშვებულ შეცდომებს სულ სხვა ხიბლი აქვს, დარწმუნებული ვარ : ))

      Delete
  3. iiiiiiih saxlidan casvla :D ho. damavicyda gushin aghmenishna rom mshvenivrad chavdzveri am postis simgherebshi. gansakutrebit que passa contigo iyo perfect

    ReplyDelete
    Replies
    1. სახლიდან წასვლა რა, ცალკე ცხოვრება ანუ :))

      Delete
  4. ძნელია ახალგაზრდა ქალი იყო და საქართველოში ცხოვრობდე, თან ჭკვიანი და მშვიდი გარეგნულად და სული გიდუღდეს – ასე გხედავ მე :|
    ჰოდა, საქმეების ბოლომდე მიყვანა ადვილი არ არის, მე ბევრჯერ არ გამომდის და თუ ხშირად გამომდის, ერთი უჭკვიანესი ვინმე რომ არ მეხმარებოდეს "ზევიდან", დიდი ხანია ჰოლდენ კოლფილდიც ვერ დამიჭერდა ჭვავის ყანაში, if you know what I mean ;)

    ყველაფერს თავისი დრო აქვს, ჩემო ნატალია... :*

    ReplyDelete