ბეიოღლუზე უნდა გავიარო და ჭიქა ჩაი დავლიო [ფინჯანი არ დავწერე შეგნებულად].
მერე ჩუქურჯუმაში გავივლი და უმანკოების მუზეუმს ვნახავ : )
საბერძნეთი საოცრად ლამაზი ქვეყანაა, ისტორიული ადგილებით და მშვენიერი სანაპიროებით. მაგრამ მე განსაკუთრებულად სიკლადისი მიზიდავს [თუ არასწორად ვწერ, შემისწორეთ]. ეს არის კუნძულთა ჯგუფი ეგეოსის ზღვაში. ალბათ, ამ კუნძულებიდან სანტორინიზე უფრო გსმენიათ. ეს ადგილიც ერთ–ერთი პატარა სამოთხეა დედამიწაზე. ფერადი სახლებით და ზურმუხტისფერი ზღვით.
აისი : ) |
საბერძნეთიდან ცივი გადახტომა ისლანდიაში. ისლანდიაში არის ასეთი ჩანჩქერი, დეტიფოსი, რომელიც არის, უბრალოდ მშვენიერი. ტალახისფერი, მაგრამ მშვენიერი.
ასევე არის გულფოსი, დეტიფოსზე უფრო მშვენიერი.
და სკოუგაფოსი, წინა ორზე უკეთესი.
არის გეიზერები, რომლებიც ძალიან ლამაზ სანახობას ქმნიან.
მთავარი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად მინდა წავიდე ისლანდიაში არის ჰორნვიკი. ნისლიანი, მწვანე ჰორნვიკი.
აი ერთ ღამეს აქ თუ დავიძინებ კარავში, ვიტყვი რომ ცხოვრება შედგა.
შემდეგ ნაწილში ალპების გარშემო ვიტრიალებ : )
Nat, mere dacere tutoriali, rogor avixdinot es ocnebebi :D
ReplyDeleteკი, აუცილებლად დავწერ : ))
Deleteან თავიდანვე დაწერე, როგორ ვიშოვოთ ამდენი ფული და დალშე ვიზამთ რამეს :დ
ReplyDeleteა ნატალია, ისლანდია ხო? :/
ReplyDeleteაუცილებლად შედგება ასეთი ცხოვრება!
სასწაული ქვეყანაა ისლანდია, მონუსხული ვარ :/
Deleteსტამბული მართლა ძალიან კარგია...
ReplyDelete