ბევრი ვიფიქრე, თუ რა არის მთავარი ადამიანის ცხოვრებაში.
კარიერა, ფული, სიყვარული?
საბოლოოდ დავასკვენი, რომ არც ერთი კონკრეტულად. მთავარია, იყო ბედნიერი და არ აქვს მნიშვნელობა, სად, როგორ და რა ფორმით იქნები.
როგორ გავხდე ბედნიერი?
ამ პოსტში მოვყვები ერთ–ერთ მძლავრ და დიდ მიზეზზე [და მიზანზე], რომელიც გამაბედნიერებს მე და დარწმუნებული ვარ, სხვებსაც.
მოგზაურობა მინდა, იცით როგორი? წინასწარ რომ არ იცი, სად წახვალ და რას ნახავ. ჩახვალ და მერე გადაწყვეტ, საით გასწევ. ამიტომ, ამ პოსტში ხმამაღლა უნდა ვთქვა ის ადგილები, სადაც მინდა წავიდე ოდესმე. ოდესმე იმიტომ, რომ ამ წელში ვერ მოვასწრებ, უბრალოდ დრო არ მეყოფა, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.
მე ვთვლი, რომ არავის არ აქვს უფლება ერთ ქვეყანაში იჯდეს, როცა ჯერ მარტო დედამიწაზე არის ძალიან ბევრი საინტერესო და სუნთქვისშემკვრელი ადგილი. როცა შეგიძლია ერთი ზურგჩანთით და ბათინკებით იხეტიალო და ჩაისუნთქო სხვადასხვა ქვეყნის ჰაერი, გადაგხდეს თავგადასავლები და გაიცნო შემთხვევითი ადამიანები, რომლებსაც შეიძლება მეორედ აღარც შეხვდე, მაგრამ თავის კვალი დატოვონ შენს ცხოვრებაში.
ეგრევე გული არ გიჩქარდებათ, როცა წარმოიდგენთ, როგორი მაგარია, როცა კვეთ რომელიმე ქვეყნის საზღვარს და არ იცი, წინ რა გელის? როცა შეგიძლია ყველაფერი გააკეთო, შენი სცენარი დაწერო, შენივე 'ფილმისთვის'.
უბრალოდ ადგე და პირველივე შემხვედრს ჩაეხუტო, შუა ქუჩაში იცეკვო გადარეულივით ან ხმამაღლა იყვირო? თავისუფლების საოცარი შეგრძნება არ გეუფლებათ ეგრევე?
სავარაუდოდ რამდენიმე გასვლა იქნება საჭირო, ერთ წასვლაზე ყველაფერს ვერ მოვინახულებ ცხადია; მაშინ მომიწევს დიდი ხნით დავტოვო საქართველო და ბევრი ფული ვიქონიო, ან გზადაგზა გამოვიმუშავო. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, მოგზაურობა უნდა დავიწყო ერთხელ და მერე გამოცდილება თავისით მოვა და შესაბამისად გადაწყვეტ, რა და როგორ გააკეთო.
რამდენი ხანია ვოცნებობ იცით ამაზე? აი, ესპანეთზე რომ ვწერდი 2–3 წლის წინ, გამსაკუთრებით იმ დროიდან. მაშინ ესპანეთზე მქონდა აქცენტი, ახლა შეიცვალა, მაგრამ მთავარი იგივე დარჩა – მოგზაურობა მინდა! ეს არის ხმამაღლა გაცხადებული სურვილი, რომელიც უნდა ასრულდეს, აუცილებლად უნდა ასრულდეს.
რა უნდა გავაკეთო დასაწყისისთვის:
1. ავიღო პასპორტი
2. ვიყიდო კარგი ზურგჩანთა და გამძლე ბათინკები.
3. შევაგროვო ფული.
ამ ეტაპზე მაქვს შერჩეული რამდენიმე ადგილი, რომელიც განსაკუთრებით მინდა, რომ ვნახო. ჯერ ევროპით დავიწყებ და მერე გადავალ სამხრეთ ამერიკაში [სამხრეთ ამერიკა ცალკე თემაა საერთოდ, რუკაზე რამდენჯერ დავმჯდარვარ და ქვეყნიდან ქვეყანაში გადავსულვარ].
ამ პოსტში მოგიყვებით მათ შორის რამდენიმეზე. დანარჩენი მოსანახულებელი ადგილები იქნება შემდეგ პოსტებში : )
ნორვეგია
ზოგადად, ნორვეგია განასაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჩემში, ფიორდებით და ხასხასა სიმწვანით. მაგრამ განსაკუთრებით მინდა ვნახო ეს სასწაული ადგილი, სუნთქვისშემკვრელი და ზღაპრული, რომელსაც ჰქვია პრეკესტოლენი. ეს არის მასიური კლდე, საიდანაც იშლება ხეობის საოცარი ხედი.
აქ შიშისგან აკანკალებული უნდა მივფორთხდე კლდის კიდემდე და გადავიღო ფეხების ფოტო : )
აი, ასეთი მშვიდი და ლამაზი ადგილებია ნორვეგიაში, ტბები და ფერადი სახლები –
ხორვატია
ხორვატია არის სამოთხის ნაგლეჯი, რომელიც ოდესღაც შემთხვევით მოხვდა დედამიწაზე. სასწაულად კამკამა ლურჯი ზღვით, როგორიც სხვაგან არსად არ არის, და პატარა, ლამაზი ქალაქებით. ქალაქებზე შევჩერდეთ. დუბროვნიკი – წითელკრამიტიანი სახლებით, ვიწრო ქუჩებით და საოცარი სანაპიროებით.
მე თუ მკითხავთ, ხორვატია მთლიანად უნდა შემოიაროს კაცმა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ დუბროვნიკზე და ამ ადგილზე ვისაუბრებ – პილტვიცის ტბები [იმედია სწორად გამოვთქვამ, ჩემი ინტერპრეტაციაა].
ესეც ხორვატიის ერთ–ერთი სანაპიროს რენდომ ფოტო, რომელსაც სიზმარში ხშირად ვხედავ ხოლმე.
ავსტრია
ტბების მიმართ მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება. არასდროს არ მინახავს არც ერთი ტბა [ბაზალეთს თუ არ ჩავთვლით], მაგრამ მაქვს special feeling, ქრაში, თუ რაც გინდათ, ის დაარქვით. ავსტრიაში ბევრი რამეა სანახავი, მაგრამ ეს ტბა, რომელსაც შემთხვევით წავაწყდი ერთ–ერთ ბლოგზე [თუ სწორად მახსოვს], განსაკუთრებულ ადგილთა სიაში ჩაეწერა ჩემთან.
ეწოდება Grüner See ანუ მწვანე ტბა, განსაკუთრებული მწვანე ფერის გამო.
ასევე მინდა ვნახო პატარა, ზღაპრული სოფელი, რომელსაც ჰქვია Hallstatt და მდებარეობს ტბის პირას.
ირლანდია
ირლანდიაში ჯერჯერობით კონკრეტული ადგილი არ მაქვს შერჩეული, მომავლისთვის გადავწყვეტ, ან შემთხვევით ავარჩევ რუკაზე : )
ჩეხეთი
აქ ძალიან ბანალური ადგილის – პრაღის ნახვა მინდა, ლუდის დალევა და კანჭის ჭამა : )
ესპანეთი
ესპანეთზე იმდენი მაქვს ნაფიქრი და ნაოცნებარი, სადაც გინდა მოვხვდე, ოღონდ მოვხვდე : )
მალაგას ვნახავდი, თეთრი სახლებით, სადღაც შორს სანაპირო რომ მოჩანს.
ბელგია
ბრიუგე ამ ფილმიდან შემიყვარდა და აუცილებლად მოსანახულებელ ქალაქად იქცა.
ევროპიდან გადავიდეთ დიდებულ სამხრეთ ამერიკაში.
ვენესუელა
ვენესუელაში უნდა ვნახო მთა რორაიმა! ეს არის ყველაზე სასწაული მთა, სულისშემძვრელი, მკვლელი და გულის გამაჩერებელი.
არც კი ვიცი, შეიძლება თუ არა ასვლა ჩეულებრივი მოკვდავთათავის, მაგრამ შორიდანაც რომ მოვკრა თვალი, საკმარისია იმისათვის, რომ სულ მცირე ტაქიკარდია გამოიწვიოს : )
პერუ
პერუში მაჩუ პიკჩუ მელოდება, უნდა ავიდე და ასე უდარდელად გავიშხლართო მწვანე მოლზე : ))
და მერე იქიდან მოგწერთ – 7ობაა, ანათებს მზე. მაგრად ვარ, დავრბივარ.
პ.ს მუსიკალური მხარდაჭერისთვის მადლობა ლიაპის ტრუბეცკოის და ლაუდსპიკერს.
ra kargi xar...
ReplyDelete