Saturday, October 27, 2012

My sweet prince

  27 ოქტომბერი. შაბათი დილა.
 სამსახურში ვზივარ, აპარატიდან ჩამოსხმულ უგემურ კაპუჩინოს ვსვამ, შოკოლადით. ვუსმენ პლაცებოს. დღეს 4 საათს ვმუშაობ მხოლოდ, 2-ზე დავასრულებ. ჯერ არ დამიწყია და უკვე წუთებს ვითვლი, როდის დავამთავრებ, რომ გავიქცე.
   თუ დაკვირვებიხართ, რომ პლაცებო გარკვეულ მომენტებში განსაკუთრებულად, ჟარგონულად რომ ვთქვათ, ასწორებს? მაგალითად მაშინ, როცა გარეთ წვრილად ცრის, ნაცრისფერი დილაა, სამსახურში ზიხარ და წუთებს ითვლი სამუშაო დღის დასრულებამდე.
  კიდევ ერთ შემთხვევაში გაასწორა, მაგრამ იმ საღამოზე აქ არ დავწერ.

   ვინ არის ჩემი ტკბილი პრინცი? ჩემი ტკბილი პრინცი არის ისეთი, როგორიც სიტყვების ”ჩემი ტკბილი პრინცი” გაგონებისას გამიელვებს თავში.
  დეტალები, დეტალები გამიელვებს თავში. თქვენ რის ფეტიში გჭირთ? ან, უფრო ზუსტად რომ ავხსნა, რა გიზიდავთ განსაკუთრებით და რას აქცევთ ყურადღებას თქვენ ტკბილ პრინცებში?
 ჰო, ზოგადად ასე სტანდარტები არასდროს ამართლებს ცხოვრებაში და კაცმა არ იცის, რა მოგეწონება ადამიანს გადამწყვეტ მომენტში, მაგრამ რაღაცები არის, რაც ეგრევე თვალში გხვდება და უფრო მნიშვნელოვანია.
   შეგიძლიათ ადგეთ და მომწეროთ კომენტარებში თქვენს დეტალებზე. ძველი დრო მომენატრა, პოსტებზე ბევრი კომენტარი რომ იწერებოდა, ღამით რომ დავწერდი პოსტს და დილით ერთი სული მქონდა, მენახა, ვინ რა დამიწერა პასუხად.

 ამასობაში შევცვალოთ სიმღერა.


   დეტალებზე ვაპირებდი წერას, მაგრამ გადავიფიქრე. მოკლედ, ამ პოსტში იმ საღამოზე, როცა პლაცებო ძალიან გამისწორდა და ტკბილი პრინცის დეტალებზე არაფერს დავწერ.

    მარტო ტობიასს გაჩვენებთ, ჩემი და ჩემი თანამშრომლის ბოლოდროინდელი გატაცებაა, მის დანახვაზე სულ ”ააჰჰჰ, უჰჰჰ” გვემართება და დანანებით ვამბობთ, რომ იდეალურია. დანანებით იმიტომ, რომ ჩვენთვის მიუწვდომელია.


  თურმე ადრე ჯინსების გამყიდველად მუშაობდა, იქ შენიშნეს და მიიწვიეს მოდელად. ამის გაგონებისას ჩვენ ისევ დანანებით ვუთხარით ერთმანეთს, რომ საქართველოშიც გვინდა მსგავსი ბიჭები ჯინსების მაღაზიებში, სხვა თუ არაფერი, თვალს მაინც დავატკბობდით.



 მოკლედ, შაბათი დილის ამბები ასეთია. ამასაობაში, თითქმის 12 საათი შესრულდა.



 აჰჰ, ტობიას, რატომ ხარ ასეთი იდეალური?

7 comments:

  1. მართლაც რომ ააააჰ უუუუჰ <3

    ReplyDelete
  2. : )) ხო, ასეთი იდეალური ბიჭი თანაარსებობს სადღაც, აქვე :/

    ReplyDelete
  3. 27 ოქტომბერის დილაა, შაბათი
    ნება-ნება გავიღვიძე, ფანჯარაში თოვლიანი ხეები ჩანდა
    ოთახში თბილა და საბნიდან გამოძრომა არ გეზარება, მიხარია, რომ შაბათია და შემიძლია გარეთ არ გავიდე დღეს
    სამზარეულოში გავდივარ და ყავას ვისხამ, ფანჯარა ვიღაცას ცოტათი შეღებული დაუტოვებია და თოვლის ხმა შემოდის. მთელ სახლში სიმყუდროვეა გამეფებული.
    ინტერნეტს რთავ და მეგობარ ბლოგებს ათვალიერებ ახალი პოსტის მოლოდინში და გიხარია, რომ რაღაც გხვდება. მყუდრო დღეებში ბლოგების კითხვა განსაკუთრებით სასიამოვნოა.
    პლაცებოს ხსენებაზე ეგრევე ეს სიმღერა ამომიტივტივდება და მიხარია, რომ იუტუბი მიხსნის http://www.youtube.com/watch?v=GN36RrVoii8
    ვფიქრობ ვინ ან რა მახსენდება "ჩემი ტკბილი პრინცის" ხსენებაზე
    კონკრეტული არაფერი, რაღაც ემოციები მოდიან, უამრავი დადებითი და მეღიმება, თვალებს ვხუჭავ ისე მეღიმება, მიუხედავად იმისა, რომ პლაცებოს ერთერთი ყველაზე დეპრესიული სიმღერაა ფონად : )
    ვცვლი სიმღერას http://www.youtube.com/watch?v=WUWbMRl_GHg და ვხვდები, რომ როცა შინაგანად გეღიმება, შეუძლებელია პლაცებომ დაგანაღვლიანოს
    სახლში თბილად მოკალათების და მთელი დღეების ფილმების ყურებაში გასატარებელი დღეა, მარტო შენ საკუთარ თავთან გასატარებელი დღეა, მარტო საკუთარი თავისთვის დასათმობი დღეა

    ეს შეიძლებოდა ცალკე პოსტად დაწერილიყო, მაგრამ კომენტარად უფრო გულთბილად დაიწერა : )

    ReplyDelete
    Replies
    1. მარ <3 რა კარგია, რომ აქ დაწერე : ))
      პ.ს პლაცებოზე გეთანხმები, თავს კარგად ვგრძნობ და საერთოდ არ მანაღვლიანებს : )

      Delete
  4. ნატალია, მომენატრე :* :* მაგრამ ბოლო დროს სულ დეპრესიული პოსტები გაქვს და ეს არ მომწონს ძალიან არ მომწონს...:// წერე რა უფრო ხშირად და უფრო მზიანი, ნათელი და "ესპანური" პოსტები, აი შენებური :)
    ხოდა , კიდევ, როდის უნდა მეწვიო ბოლოს და ბოლოს, მოვიდა უკვე 2012 და აგერ გადის კიდევაც, 2013-ში გადავიტანოთ? :P

    რაც შეეხება ტკბილ პრინცს.... ორიოლ ელკაჩო ფორევერრრრრრრრრრრრრრრ <3 sorry II vote for national product :)

    ReplyDelete
  5. კარგი პოსტიაა :) კომენტარების ნაკლებობა კიდე, ეჰ, ეგ მგონი რაღაც საერთოა

    ReplyDelete
  6. კარგია, მომეწონა :) ჩემთან ახლოსაა რაღაცნაირად :)

    ReplyDelete