დღეს ორშაბათია, შესაბამისად ყველა ცუდ ხასიათზეა. თუ არ ხართ, უნდა იყოთ. დღეს ბედნიერი ადამიანები მძულს.
დავიღალე.
დავიღალე შოკოლადთან მეგობრობით.
დავიღალე ოცნებით.
არც სამხრეთ ამერიკაში წავალ არასდროს, ლაშქრობა და კარავში დაძინებაც არ მეღირსება. არც პარაპლანით გავფრინდები და ტატუს გაკეთებასაც ვერ გადავწყვეტ ვერასდროს.
ჯეიმს ფრანკოს გმირივით, ხელი მაქვს ორ ქვას შუა მოყოლილი და სულ ასე ვიქნები – ვიჯდები და ინტერნეტით ავიხდენ ოცნებებს. მერე შემოვალ ბლოგზე, რომელსაც არავინ კითხულობს, და დავწერ, რომ დავიღალე.
ყვირილი მინდა.
აი, ასე მინდა დავდგე ჩანჩქერთან, ცივი შხეფები მეწუწებოდეს, სიცივისგან ვკანკალებდე, დიაფრაგმა შევკუმშო და ალვეოლების დახეთქვამდე ხმამაღლა ვიყვირო – გღრრრრააააააა!!
რაღაც უნდა შეცვალო, რ ა ღ ა ც.
მაგრამ დღეს ორშაბათია, ყველა ცუდ ხასიათზეა, ამიტომ თამამად შევცვლი პლეილისტს, პლაცებოს ჩავრთავ და ხმამაღლა ვიტყვი – Natalia, fuck u anyway.
mevasebi, gogo <3
ReplyDeleteho, da kide!
Deletevin gitxra, rom ar gkitxulob?! :|
ვინ გითხრა რომ არავინ გკითხულობს ? :)) რამდენი ოცნება და სურვილია რომელიც ალბათ არ ახდება არასდროს... და რა უსუსურობას გრძნობ როცა ამას აცნობიერებ :(
ReplyDeleteჰაიტ! არავინ კითხულობსო :*
ReplyDeleteჯერ ეს ერთი გკითხულობთ და მეორეც კი! უნდა შეცვალო : )
ReplyDeletehttp://www.youtube.com/watch?v=8v9yUVgrmPY
ReplyDeleteIsn't it ironic? My father-in-law's funeral was yesterday :|
სოფი :/
Deleteუნდა შეცვალო, კი. შეცვლი კიდეც, არ არის ყველაფერი ეგრე რთული. მაგალითად, ტატუს გაკეთება. ან ლაშქრობაში წასვლა. ახლა რაღა დროსია და რომ გაზაფხულდება გპირდები წავალთ ლაშქრობაში, მეც მინდა :)
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDelete