Wednesday, October 3, 2012

ისტერია.. ისტერია everywhere

   სანამ სრულიად საქართველოში, თბილისის ქუჩებსა და ინტერნეტ სივრცეში მასობრივი საგიჟეთია, მე ჰორმონების აჯანყება მაქვს და ასე, ორ ისტერიას ვებრძვი – პოლიტიკურს და ჰორმონალურს.

   არადა, ჩემი ფეისბუქის ქავერ ფოტოზე მინდა ყოფნა, შეშის ღუმლიან სახლში; მაგიდაზე ლანგრით ახლადგამომცხვარი ფენქეიქების გროვა რომ მელოდებოდეს, მარწყვის ჯემით ან შოკოლადმოსხმული; გრძელი წინდები და გაწელილი ჯემპრი მეცვას; ამ წინდებიან ფეხებს მაგიდაზე შემოვაწყობდი, სიჩუმით და მთებით დავტკბებოდი. ან – ფეხებით და მთებით.

   მაგრამ სადაა მთები და ფენქეიქები, გარშემო მხოლოდ ციფრები და დროშებია. სიჩუმის ნაცვლად მანქანების სიგნალი და რუპორში გამოძახილი ხმები ისმის – გილოცავთ, გილოცავთ..  რას მილოცავენ ნეტავ? 

   რაც დავიბადე, ამ ქვეყანაში რუპორიდან გამოძახილი ხმები ისმის. რაც დავიბადე, ამ ქვეყანაში ხალხი მესიას ელოდება, რომელიც უკვე რამდენჯერმე მოვიდა/მოიყვანეს და მერე უცებ – უპს, ეს არ ყოფილა მესია.

  მუდმივად გოდოს მოლოდინში არიან, მოვა და ყველაფერს მათ მაგივრად გააკეთებს – მათ ნაცვლად იმუშავებს, ფულს იშოვის, შეჭამს, დალევს, მოისაქმებს..

  ადამიანებო, მესია არასდროს არ მოვა, იცით?! ყოველ შემთხვევაში, საქართველოში.


 


 დავიღალე რა.

2 comments:

  1. :(((
    ეს ამბები რომ მესმის, ისე განვიცდი შენნაირი ადამიანები რომ იჭყლიტებიან ბრბოში და მსგავსი რუპორების მოსმენა უწევთ.
    არა, როდემდე უნდა იყოს მართლა ასე?
    :/

    ReplyDelete
  2. mec ase var zustad :( gadavigalle am davidarabit da gamopolitikurebuli xalxit (takome)

    ReplyDelete