ჩართეთ
დამიჭირე.. ჰაერში ვვარდები.
მესიზმრა, რომ ლურჯ და ლივლივა ზღვაში ვცურავდი. წყალში სუნთქვა შემეძლო და ტალღებს მივყვებოდი.
ჩემი სისუსტეები გვერდით გადავდე და ჰაერში მივფრინავ, მე წყალში სუნთქვა შემიძლია.
მე ღამე მიყვარს, როცა სიბნელეში უფრო თამამი ვარ, უფრო ხმამაღლა შემიძლია სუნთქვა და სიზმრები ნელ–ნელა ცხადდება.
მე წყალში სუნთქვა შემიძლია.
მესიზმრა, რომ ზღვაში ვცურავდი, ღამით მზე ანათებდა და ტალღებს მივყვებოდი.
მე წყალში სუნთქვა შემიძლია.
მესიზმრა, რომ ფრენა შემეძლო. მალე მივხვდი, რომ ეს ცხადშიც შეიძლება.
ნელ–ნელა ყველაფერი ლურჯდება. ლურჯი ყველაზე კარგი ფერია. ყველა ღამე ლურჯია.
შეწყვიტე სუნთქვა...
ღამით ყოვლისშემძლე ვარ. ღამით ბეტმენს და ჩე გევარას ვხვდები. ღამით საოცრად ვცეკვავ, ღამით ადამიანების მოკვლა შემიძლია.
შეწყვიტე სუნთქვა!
ღამით მზე ანათებს და ზღვაში ვლივლივებ.
შეწყვიტე სუნთქვა!
დილით ამოვყვინთავ, რომ განთიადი ვნახო.
ახალი მთვარის ბრალია ეს წყალში ცურვები და სუნთქვები რომ გვინდა და შეგვიძლია, ნატალია.
ReplyDeleteმომენატრე.
მომწერე რა შენი ამბები, უფრო კარგად.