Sunday, September 25, 2011

Morning Glory

    ყველაფერი ასე იწყება: მაღვიძარა რეკავს, ნელ-ნელა ფხიზლდები. გამოფხიზლებამდე ასწრებ და ავტომატურ რეჟიმში აჭერ სნუზს. მერე კიდევ აჭერ. და კიდევ.

  ბოლოს თვალებს ახელ და  ღმერთს ემუდარები, რომ სასწაული მოახდინოს და კიდევ ერთი 5 წუთი გაჩუქოს.

  სასწაული არ ხდება და საწოლიდან ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე სხეულს ძალით აათრევ.

   შენელებული მოძრაობებით დადიხარ მარშრუტით აბაზანა - სამზარეულო - საძინებელი.

     მე სახლიდან გასვლამდე გარინდების 5 წუთი მაქვს. თქვენ გაქვთ გარინდების წუთები? 5 წუთით ვჯდები და სრულ სიჩუმეში ვფიქრობ. სხვათაშორის, ძალიან სასარგებლო რამ არის. გამოძინებას ჰგავს, სულ ცოტათი.


    სტანდარტული დილები ასეთია ყველასთვის. თუმცა, მე უფრო იმიტომ ვწერ პოსტს, რომ დილის პატარა დეტალებზე გიამბოთ.
 

   საბჭოს მოედანთან  ქუჩა ჩადის. ყოველდღე მიწევს ამ გზის ტრანსპორტით გავლა და ყოველდღე ვხედავ პატარა მაღაზიაში ჩინელ ბიჭს. მაგიდასთან ზის, დიდი ჭიქით ყავა უდგას და ლეპტოპს უყურებს მთელი გულისყურით. ხანდახან მაღაზია დაკეტილია და ის დილა არ მიყვარს.

    ერთ დილას, წინა სამსახურში რომ მივდიოდი, ქუჩაზე შევუხვიე და ოფისის წინ   ჩვენი  დაცვა იდგა, ყავის ჭიქით ხელში, დილის ყავის პროცედურა ჰქონდა და ქუჩას უყურებდა. ხომ უმნიშვნელო ამბავია, მაგრამ მე რაღაც ფილმის კადრივით დავინახე და სულ მახსოვს.  რამდენიმე წუთის შემდეგ მეც ყავის ჭიქით ხელში ვიდექი ვერანდაზე, თანამშრომლებთან ერთად, და დილის ყავა და სიგარეტის რიტუალს ვატარებდით [ნუ, მე მარტო ყავის].  იქიდან ვუყურებდი, ადამიანები როგორ მიდი-მოდიოდნენ სწრაფი ნაბიჯებით.

   ახლა უკვე მორიგეობის დილა მიყვარს, რომ ინათებს და ქუჩაში ხალხი კანტიკუნტად გამოჩნდება. ახალი დღის დაწყებას რომ ვხვდები, რაღაცნაირად მიხარია, რომ კიდევ ერთი დღე გათენდა.
   მერე ნელ-ნელა თანამშრომლები რომ მოდიან და ყველა მეკითხება, როგორი ღამე მქონდა.


  ჩემი მორიგეობის შემდგომი დილების განუყრელი სიმღერა

6 comments:

  1. მორიგეობის გარდა ყველაფერი თითქმის ეგრე მაქვს და რა კოშმარია. :(((

    ოხ ეს ყოველდღიური მარაზმები. :(((

    ReplyDelete
  2. კლდიაშვილის ქუჩაზე ხომ არ ამბობ? 135 რომ უხვევს და სულ საცობი რომაა? :))

    მეც მაქვს ეგეთი 5 წუთები. დილით რომ ვდგები, მაშინვე სააბაზანოში მივდივარ და 5 წუთი, სარკეში შევცქერი ჩემს თავს, სანამ არ მივხვდები, ვინ არის და რას მომშტერებია :)))

    ReplyDelete
  3. და მერე შენ იქნებოდი ვინმესთვის ფილმის კადრივით, ყავის ჭიქით ხელში, ვერანდაზე და დაამახსოვრდებოდა ვინმეს ეგ კადრი, მაგრამ ცუდია, რომ ისიც ბლოგზე არ წერს, თორემ უთუოდ გადავეყრებოდით სადმე და ეგ კარგი იქნებოდა :))

    ReplyDelete
  4. sad morigeob? anu gviambe shens axal samsaxurze

    ReplyDelete
  5. Seni blogis headeri zalian momwons

    ReplyDelete
  6. მარი, არა, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩაა, ზუსტად საბჭოს მოედნიდან არის ჩასახვევი :)) მაგრამ ამ ბოლო დროს სულ დაკეტილია ის მაღაზია :/

    ბაბისა, ვიქნებოდი, ჰო, ფილმის გმირივით გაბრწყინებული სახე მქონდა ნამდვილად :))

    თაკნატუნა, დიდი მადლობა ^^

    ReplyDelete