Sunday, September 18, 2011

18

"What is life? It is the flash of a firefly in the night. It is the breath of a buffalo in the wintertime. It is the little shadow which runs across the grass and loses itself in the sunset.”


   
    ასე მომილოცა სოფიმ დაბადების დღე და ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო მილოცვა, რაც კი მიმიღია ჩემი ცხოვრების [აწ უკვე] 24 წლის მანძილზე.


 სიტყვები ერთ ინდიელს ეკუთვნის.

    რა ძნელია, ციცინათელას ერთ გაელვებაში მოასწრო ყველაფერი, რის გაკეთებაც გინდა. მითუმეტეს, როცა 24 წლის ისე ხდები, რომ 23 წლისად ყოფნა ვერ მოასწარი.


ზუსტად არც კი ვიცი, ეს დღე მიყვარს, თუ მძულს.

  ალბათ იმიტომ, რომ ხან მიყვარს და ხან - მძულს.


    რაც არ უნდა იყოს, 18 ყოველთვის ჩემი რიცხვი იქნება.

    შემოდგომა - ჩემი სეზონი [დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული მიყვარს ყველაზე ძალიან].

   არც ჩემი ზოდიაქო შეიცვლება და სულ ვიქნები წვრილმანებზე და დეტალებზე ჩაკირკიტებული პედანტი.


 
 ასე, ნატალი პორტმანივით ვიცეკვებ ჩემი ცხოვრების ცეკვას.


პ.ს  ძალიან მარილიანი დაბადების დღე კი გამომივიდა წელს :)

6 comments:

  1. გილოცავ მია კიდევ ერთხელ. ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებ. ძალიან მიყვარხარ მართლა. უბრალოდ დღეს ჯანდაბა მეტაკა :((((

    ReplyDelete
  2. მაგრამ შენ გული არ გაიტეხო, მე კარგი გეგმა მაქვს შენს დაბადების დღესთან დაკავშირებით. :**

    ReplyDelete
  3. gilocav!!! gisurveb Seni ocnebebis asrulebas da male espaneTSi gadagexados dabadebis dRE :)

    ReplyDelete
  4. ქეით, ჩემი დაბადების დღე უკვე იყო, გუშინ :დ

    ReplyDelete
  5. ვიცი კაცო :დდ

    ReplyDelete
  6. რამდენი ხანია, რაც აქ არ ვყოფილვარ.. ^^

    მოგვიანებით გილოცავ დაბ.დღეს... :*

    ReplyDelete