თავიდან ვგეგმავდი, რომ აქ იქნებოდა ბევრი ტკბილი გოგონა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მათგან ჩემი მხოლოდ ორია.
ამიტომ მე მხოლოდ ორზე დავწერ.
ნატალი
ნატალი პირველად რომ გავიცანი, მატილდა მქვიაო, მგონი ასე მითხრა. ჰო, ნამდვილად ასე იქნებოდა, ლეონთან ერთად იყო, მახსოვს.
ხანდახან, რომ ვუყურებ, მგონია ჩემი ოჯახის წევრია. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემს ერთ-ერთ დეიდას წააგავს [ისიც ძალიან ლამაზია, სხვათაშორის] და მასთან ვაიგივებ.
პენელოპე
პენელოპესთან პირველად შეხვედრას კი ვერაფრით ვიხსენებ. ალბათ იმიტომ, რომ თავიდან ასე ძალიან არ მომწონებია. ნელ-ნელა და თავისთავად მოხდა.
ბევრი ვიფიქრე, რა ჰქონდა მას ისეთი, რაც ყველასგან გამორჩეულს ხდიდა. ალბათ ის, რომ ძალიან ბუნებრივია. აი, თავისთავად არის ასეთი - ქალური და მიმზიდველი. ყველა მანერა სექსუალური რომ აქვს და ამისათვის არანაირი ძალისხმევა არ სჭირდება.
1997 წელი |
ნატალის თინეიჯერობის ფოტოები მიყვარს განსაკუთრებით, ბავშვური სილამაზე რომ აქვს, მოხულიგნო ელემენტებით.
ამ ფოტოზე გაზაფხულივით ლამაზია :)
პენელოპეს.. პენელოპეს ყველა ფოტო მიყვარს :) ზოგიერთ სურათში საერთოდ არ არის ლამაზი, მაგრამ მთავარია თვალებში შეხედო და სულ გავიწყდება, რამდენიმე წამის წინ რას ფიქრობდი.
ზოგჯერ კი თვალებში შეხედვა საერთოდ არ არის საჭირო : )
ბოლოს კი, ჩემი ყველა დროის, ყველაზე საყვარელი ფოტო [წინა პოსტებშიც არაერთხელ მაქვს გამოყენებული] -
ნატალის ახლაც მობავშვურო სახე აქვს.
ReplyDeleteმე ლივ ტაილერი მყავს ასე "მითვისებული" და მგონია, ყველას ასეთი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მის მიმართ :))
ნატალი ძალიან მიყვარს. ძალიან, ძალიან.
ReplyDeleteალბათ ჩემთვისაც ერთადერთია.
მეც ეგრე გამეცნო, მატილდა მქვიაო. ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა ჩვენი გაცნობა და მას შემდეგ ისე მიყვარს. <3<3
პენე მხოლოდ მარია-ელენას სახელით მიყვარს. აი ისეთი, ბრაზიანი, სექსუალური, მიმზიდველი, ავი და მაინც უსაყვარლესი.
თუმცა ზოგადად პენე არ მიყვარს.
მარი, ლივ ტაილერი ჩემი მეგობრისაა :)) მეც ძალიან მომწონს, სასწაულად ლამაზია, მაგრამ ჩემი არ არის :)
ReplyDeleteქეით, შენ რომ ბოლოს ცუდად არ დაამთავრო ხომ არ შეიძლება :პ
უი მართლა??? არ დავკვირვებივარ.
ReplyDeleteყველა დროის ყველაზე საყვარელი ფოტო, იმავდროულად, ყველაზე ლამაზიც არის და ბუნებრივიც :)
ReplyDeletekide gamaxsendnen sheni lamazi gogoebi, shen wina spotshi romlebzec yvebodi <3
ReplyDelete