Tuesday, September 13, 2011

ლურჯი

   

   ვდგები სარკის წინ და ვუყურებ ჩემს თვალებს. მე არც თუ ისე კარგი ვარ.


    მერე ვფიქრობ, რომ ამ სამყაროში არაფერი არ არის მარტივად. მე არც კარგი ვარ და არც - ცუდი; ადამიანი ვარ. რაც თავისთავად გამორიცხავს ერთსაც და მეორესაც.

 
  როდემდე უნდა ვუყურო ჩემს თვალებს?

  კიდევ ერთი ყლუპი ტკბილი ყავა.

  თვალები, ცხვირი, ტუჩები. თმა. რამდენიც არ უნდა ვუყურო, მაინც არ შემიყვარდება.


    ვგრძნობ, ნელ-ნელა ჰორმონები როგორ იღებენ მართვის სადავეებს და მთლიანად მათ ვემორჩილები.

      მიყვარს ეს პერიოდი, ყველაზე მეტად სხეულს ამ დროს შევიგრძნობ.

   ვგრძნობ ორგანიზმის ერთიან შფოთვას, ქაოსს. ჰორმონები რომ გამოიყოფიან ერთ ადგილას და მიდიან მეორე ადგილზე, თავის რეცეპტორებთან; უერთდებიან, სხვა ნივთიერების გამოყოფას ასტიმულირებენ, რომელიც მსუბუქ თავბრუსხვევას ან გულისრევას იწვევს.  ყველაზე მეტად ამ დროს ვგრძნობ, რომ ქალი ვარ. გუშინ ვფიქრობდი ამაზე და ბედნიერი ვიყავი, რომ ქალად დავიბადე. საერთოდაც, პირველად ვუწოდე ეხლა ჩემს თავს ’ქალი’ და უცნაურია.

 
    ახლა არაფერი არ მინდა. ვზივარ და ვფიქრობ, იქნებ ესპანეთში ყოფნაზე ვოცნებობ, ან ტყისპირა ხის სახლზე?  მაგრამ არა. რაც არ უნდა ჩავუღრმავდე,  მხოლოდ ის მინდა, რაც ჩემს თავს ხდება, თავისთავად.

  ნატალია, მერე ინანებ ამ ჰორმონებით გაჯერებული პოსტის გამოქვეყნებისთვის.. 

8 comments:

  1. "ლურჯი" რომ დავინახე, მეგონა უკვე ზამთარი მოვიდა :))
    ისე, ახლა დავუკვირდი და არასოდეს მიწოდებია ჩემი თავისთვის "ქალი". მგონი 50 წლამდე ვერც ვიგრძნობ მასეთ რამეებს, რაც ახლა აღწერე :P

    ReplyDelete
  2. მარი, რას ამბობ, ჩემი ორგანიზმი მთლიანად იცვლება :)) მე თვითონ ვგრძნობ ცხადად :))

    ReplyDelete
  3. კადრები ჯეინიდან <3

    და პმს მარტო მე არ მაწუხებს მგონი : ))

    ReplyDelete
  4. nu tuqsav shen tavs gulaxdilobistvis, chveno tkbilo natalia :*
    hormonebi hoom, rtuli ambavia, me ar miyvars pmsuri ambebi, chem tavs ar vgavar da ec ar vici raze vshfotav xolme

    ReplyDelete
  5. ასეთი დახვეწილად გულახდილი პოსტი რატომ უნდა ინანო...

    ReplyDelete
  6. wellcome back ნატალია! აი ეს ხარ შენ, რამდენი ხანია ასეთი შენეული პოსტი მონატრებული მქონდა.. არ ინანებ, გადასარევად კარგი პოსტია : *

    ReplyDelete
  7. ნატალია ნატალია ძალიან ლამაზი თვალები გაქვს :) მე კიდევ პიემესი არასოდეს არ მაქვს, უფრო სწორად, ჰორმონებთან არ არის ხოლმე კავშირში ჩემი 'პიემესი' :)))

    ReplyDelete
  8. 'ქალი' რომ უწოდე შენს თავს, ისე ლამაზად ჟღერს, თითქოს ცოცხლად ვიგრძენი, თან ისე ნატიფად და მსუბუქად, ნატალი პორტმანი როგორც ცეკვავს ბოლო პოსტის ფოტოზე...

    მეც ისე მომწონს, ქალი რომ ვარ. ჩვენს სქესზე უკეთესი არაფერი მგონია, მიუხედავად თავისი ტკივილებით, სირთულეებით და მილიონი რამით.

    ReplyDelete