Thursday, September 8, 2011

When I say "Natalia", I mean it.

   რამდენიმე დღის წინ მეგობარს ველაპარაკებოდი და ის იხსენებდა ჩვენი  ლექტორის ნათქვამს, რომ ასოთა გარკვეულ შეთანხმებას შეიძლება ისეთი ჟღერადობა ჰქონდეს, რომ მათი წარმოთქმით წამოსულმა ბგერათა ვიბრაციამ მომენტალურად დადებითი განწყობით დაგტვირთოს.

   ისედაც ხომ ცნობილი ფაქტია, რომ თუ გინდა ადამიანი 'შენს მხარეს გადმოიყვანო' და უბრალოდ, დადებითად განაწყო, ხშირად უნდა მიმართო საკუთარი სახელით.

 აი, მე პირადად, ჩემი სახელის ყველა ვარიაციაზე ინდივიდუალური ემოციები მაქვს. ამგვარი დაკვირვებები ძალიან მიყვარს და დიდი ხანია განვსაზღვრე, რომ რა სახელითაც მომმართავენ, ამის მიხედვით ტვინში შესაბამისი უბანი ირთვება.

   ნათესავები და ბავშვობის ნაცნობები მიცნობენ როგორც ნატო. ამ სახელზე პირველ რიგში მიჩნდება ისეთი შეგრძნება, თითქოს ყველა იმ შეცდომას და თვისებას მახსენებენ, რომელიც გამოვასწორე და მივივიწყე.

  ნატა–ს ზოგადად უცხო და ახალგაცნობილი ხალხი მეძახის. ამიტომ ამ სახელის მიმართ ყოველთვის გაუცხოებას ვგრძნობ.

  მეგობრები ხშირად მომმართავენ როგორც ნატ და ამიტომ ამ სახელზე დადებითი ემოციები მაქვს.

  მაგრამ  როცა მომმართავენ – ნატალია, ამ დროს ძალიან, ძალიან სასიამოვნო ტალღები მოდის და ტვინში მაშინვე დადებითი იმპულსები ჩნდება. მე ვხდები მწვანე და ბედნიერი :)  ყოველგვარი უარყოფითი ემოციების გარეშე. მართლა, ჯერ ნატალიაზე ცუდი არაფერი მახსენდება და ვთვლი, რომ როცა დავიბადე, სადღაც კოსმოსში, სწორედ ეს სახელი გადაწყდა, რომ ჩემი ყოფილიყო [პრინციპში, ასეც მქვია, დაბადების მოწმობაში :)].

   მაგრამ ადამიანები ხომ თავისებური არსებები ვართ. ვინმეს რომ ვეცნობი და ვეუბნები, რომ მქვია 'ნატალია', რატომღაც თვლიან, რომ მხოლოდ იმიტომ ვეუბნები ამ სახელს, რომ მერე სასურველ, უფრო მოკლე ვერსიად მოახდინონ მოდიფიკაცია და მაშინვე გადადიან ასეთ მიმართვაზე. უმეტესობისთვის წარმოუდგენელია, რომ შეიძლება სრული სახელი დატოვონ და ასევე დამიძახონ – ნატალია.

 
  ამიტომ, როცა გხვდებით და გეუბნებით, რომ  მქვია ნატალია [მითუმეტეს, თუ ეს ყოვლად არაოფიციალური შეხვედრაა] იცოდეთ, რომ ვგულისხმობ ზუსტად ნატალიას. გამიხარდება, თუ არ დამამოკლებთ :)

8 comments:

  1. მე სულ ნატალიას გიძახი ^^
    გიხდება თან :)

    ReplyDelete
  2. აუ, დედაჩემიც ეგრეა. ნატო ჰქვია და სულ მოსწონს, როცა ნატალიას ეძახიან :D
    მე კი სულ ზედმეტი სახელებით მომმართავენ. ყველა მეგობარს სხვადასხვა აქვს შერქმეული, მაგრამ ყველაზე მეტად მომწონს, როცა მარის მეძახიან :D "მარიამის" დაძახებაზე სულ მეშინია, მგონია უნდა დამტუქსონ :D

    ReplyDelete
  3. მე მიაც მითქვამს მგონი, ან მომიწერია, ისე კი -ნატალია ყველაზე კარგია.
    შენ უნდა გაუსწორო ხოლმე, როცა კი შეამოკლებენ - არა, ნატალია ვარ და ვსე :)))

    ReplyDelete
  4. მე ან მიას გეძახი და ან ნატალიას. ან იშვიათად ნატ-ს.

    ისე კი ნატალი პორტმანის გამო უფრო გაქვს შენ ეგ მომენტი გამძაფრებული. არა???

    ReplyDelete
  5. ქეით, არა, ნატალი რა შუაშია, ნატალია ხომ არ ქვია :))

    ReplyDelete
  6. ნუ ეგ ხო. მაგრამ მაშინ აბა ნატალის სურათი რა შუაში იყო :დდ

    ReplyDelete
  7. axla davfiqrdi magaze.... ^^
    mec xom SeiZleba, rom am Tematikis posti davwero? ^^

    ReplyDelete
  8. dandellions, კი, რა თქმა უნდა :)

    ქეით, რა ვიცი, მოუხდა პოსტს :)

    ReplyDelete