რომ გამახსენდა, დღეს ზაფხულის ბოლო დღეა, საშინლად დამწყდა გული, რომ ასე, გამოუძინებელი და დაღლილი, კომპიუტერის წინ ვატარებდი საღამოს. მერე ვიფიქრე, ჯანდაბა, რა მნიშვნელობა აქვს, სეზონი ერთ დღეში მაინც არ იცვლება. სულაც არ არის დღევანდელი დღე ზაფხულის დასასრული და არც ხვალინდელია შემოდგომის დასაწყისი.
მაინცდამაინც თუ გავჯიუტდები და მოვინდომებ, რომ კონკრეტული დღით დავასრულო ზაფხული, მაშინ ჯობია გუშინდელ საღამოს მივანიჭო ეს საპატიო სტატუსი.
ეს იყო ძალიან ჩვეულებრივი საღამო - სასიამოვნოდ გრილოდა, ბავშვები საქანელებზე ქანაობდნენ, ჭრიჭინების ხმა ისმოდა და ჰაერში ახალგამომცხვარი ფუნთუშების სურნელი ტრიალებდა.
და ქეითმა მითხრა, post about it-ო.
ამ (არა)ჩვეულებრივ საღამოს ქეითის სახლში შევხვდი სიბელს, ქემალ ბეის და ფუსუნს. ისე მიმიზიდეს, რომ ვეღარ ვშორდებოდი და ღამის 3 საათზე, ნახევრად მძინარე, არაფრით ვუშვებდი ხელს.
ახლა ძალიან მენატრებიან. მინდა, რომ ყველა დილა ისეთი მზიანი იყოს, როგორც დღეს იყო. სამზარეულოში ყავას ვსვამდე და იმ ფუნთუშებს ვაყოლებდე, წინა საღამოს სპეციალურად რომ შევიძინეთ დილისთვის.
ასე გავიდა ზაფხული, რომელმაც გვერდით ჩამიარა.
რა გაეწყობა, სეზონები მუდამ ერთმანეთს ენაცვლებიან.
მთავარია გვერდით სულ იყვნენ ადამიანები, რომლებიც კალენდარს, ამინდებს და სხვა სისულელეებს უმნიშვნელოს გახდიან.
<3<3<3<3<3<3<3<3<3<3<3
ReplyDeleteშეიძლება ფუნთუშა დიდი არაფერი იყოს, მაგრამ თვითონ სიტყვა ისე ჟღერს, მოგინდება ყოველ დილით კაკაოს მიატანო და ისეთ ადამიანებთან იჯდე, რომ გსიამოვნებს.
ReplyDeleteდასრულდა ზაფხული :/ მეც კი მასევდიანებს ეს ამბავი.
ფუსუნი არსებაა რამე ალბათ ხო, ვიფიქრე ძაღლი ან კატა
ReplyDeleteზაფხულის დამთავრება მეც უეცრად აღმოვაჩინე და ისიც, რომ ასე თამამად ვეღარ ჩავიცვამ მოკლესახელოებიან მაისურებს და საღამოს თუ ვისეირნებ მითუმეტეს თან უნდა ვიქონიო ჟაკეტი. ეს კიდე არ მომწონს მე :)
მარა ტავის მხრივ შემოდგომაც მიყვარს და ძამთარსაც ველი :)
შარშან, ზაფხულის წასვლა ძლივს გადავიტანე. ახლა მეც შენსავით ვფიქრობ. ზაფხული ყოველთვის მოვა და ყოველთვის წავა. მთავარია კარგად იყო.
ReplyDelete:ლოოოოოოოოოოლ:
ReplyDeleteპოსტი რაზეა და ხალხს თურმე როგორ გაუგია. :))))))
ბაბისა - ფუსუნი არის ქალის სახელი.