დღეს ვფიქრობდი, რომ ადამიანები ერთმანეთს ძირითადად რაღაც სტანდარტული კომპონენტებით ვიცნობთ. პირველადი ინფორმაცია ახალგაცნობილზე, ან საერთოდაც უნახავ ადამიანზე, ყოველთვის ერთი და იგივეა.
აი, მაგალითს მოგიყვებით. შარშან სოფელში წყლის მზიდავის ფუნქცია მქონდა და ნათესავ/მეზობელ ქალთან ერთად დავდიოდი წყაროზე. გზად რა სახლსაც გავივლიდით, მიხსნიდა - აქ ეს და ეს ცხოვრობს, სკოლა წელს დაამთავრა, უნივერსიტეტში მოეწყო ამა და ამ ფაკულტეტზე. ან - ამათ საბურთალოზე აქვთ სახლი. [ყველაფერ ამას თავის ინიციატივით აკეთებდა. ღმერთი, რჯული, მე იოტისოდენა ინტერესიც არ გამომიხატავს რომელიმე მაცხოვრებლის მიმართ]
ზოგადად ხომ ასეა, როცა ვინმეზე გიყვებიან, აუცილებლად გაწვდიან ინფორმაციას მის განათლებასა და დასაქმებაზე, ხშირ შემთხვევაში მატერიალურ სტატუსზეც.
ხომ შეიძლება, რომ ადამიანებზე სულ სხვა ტიპის ცნობებს ვიღებდე - რა უყვარს, რა საქმიანობა იტაცებს. მაგალითად, აქ ცხოვრობს ეს და ეს, უყვარს კალათბურთი და ფორთოხალი. ის ადამიანი გატაცებულია კინოლოგიით, ასევე ცოტა გულჩათხრობილია. ამას ალპინიზმი და ლაშქრობები იტაცებს და ა.შ და ა.შ
ხომ ისედაც ვიცით, რომ ყველა სკოლაში დადიოდა, ყველამ დაამთავრა, მერე სადღაც ჩააბარა და ბოლოს მუშაობა დაიწყო. რას ვიზამთ, ასე სწორხაზოვნად ვცხოვრობთ ადამიანები.
მერე გამახსენდა ჩემი ახირება, ყველას რომ არ ვუყვები ჩემს სიყვარულებზე. ახალგაცნობილ ადამიანს, მითუმეტეს ისეთს, რომელიც არ მომწონს, სულ არ ვეტყვი რომ ჩოგბურთი მიყვარს, ბლოგზე ხომ სიტყვას ვერ დამაცდენინებს ვერავინ. ამიტომ სხვა რა დარჩენიათ ჩემი მეზობლის მსგავს ქალებს, ასე უნდა გააცნონ ჩემი თავი, რომ სამედიცინო მაქვს დამთავრებული და ახლა ვმუშაობ.
ერთი ისტორია გამახსენდა. შარშან მე და სანდრო ვიყავით ზოოპარკში. საქანელასთან ერთი ბიჭი იდგა (თანამშრომელი), გამომხედა და მეკითხება: "ავლაბარში ცხოვრობ, ხო? ზემოთ, კორპუსებში, 79 ნომერით დადიხარ და შეყვარებული გაცილებს ხოლმე."
ReplyDeleteნუ, ცემი სახე ადვილი წარმოსადგენია :))) მერე დაგვსვა მე და სანდრო საქანელაზე და 3 წუთის მაგივრად იმდენი გვაბზრიალა, სანამ ხვეწნა არ დავუწყე, არ გათიშა.
მე ვიყავი ეგრე. ძალიან ახლო მეგობრებმაც არ იცოდნენ ჩემზე რაღაცები. თუ თვითონ არ მკითხავდნენ, ისე არაფერს ვამბობდი.
ReplyDeleteრა ცუდია.. მთელი წელი შეიძლება იჯდე ადამიანის გვერდით და აზრზეც არ იყო, რომ ზუსტად ერთნაირი ინტერესები გაქვთ.
აუ ზუსტად. :(((((
ReplyDeleteმეც ეგრე ვარ და მართლა რა საშინელებაა. არადა სულ არ მაინტერესებს ხოლმე იმ ადამიანის სივი :((
აი, უცხოეთში, სადაც დიდად არ იკლავენ ერთმანეთის სიყვარულით თავს (სუფრაზე გულზე მჯიღის ცემას თუ შევადარებთ), მაგრამ ძალიან ხშირადაა, როცა ეცნობი ადამიანს და ის გეკითხება, რომელია შენი საყვარელი ფერი ან საჭმელი, და არა ტიპიური სივი, როდის და რა დაამთავრე, ან ახლა სად მუშაობ. მეზიზღება ასეთი კითხვები და არც მაინტერესებს, სიმართლე ვთქვა. ის უფრო მეტს მეუბნება ადამიანზე, რა ფერები უყვარს ან რა საჭმელი, ვიდრე მისი კარიერული წარმატებები.
ReplyDeleteაუ რა მაგარია ეს უცხოეთი... ყოველმხრივ :(((
ReplyDelete