Saturday, May 21, 2011

Do it like a Dude!

  არ მიყვარს ძალიან ჭკვიანი და რადიკალური ხალხი. ისინი საოცრად სწორხაზოვნები და მოსაწყენები არიან.

  დიდი დოზით ყველაფერი მოსაწყენია.

   არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჰიპ-ჰოპს არასდროს მოუსმენენ. მათთვის მხოლოდ მუსიკის გარკვეული მიმდინარეობები არსებობს, რომელთა იქით არ იხედებიან. არადა არ იციან, რა მაგარია, როცა ხმამაღლა ჩართავ ამ ბინძურ და ცუდი ბიჭების მუსიკას და ცეკვავ..

    რომლებიც მხოლოდ ’მაღალ კინოს’ უყურებენ, რომელიმე რეჟისორზე ამბობენ - ’გენიალურია’ და მისი ყველა ფილმი აქვთ ნანახი. ასეთებს მინდა ვუთხრა - ჰეი, თქვენ ვერასდროს გაიგებთ იდიოტური ჰოლივუდური მელოდრამის გემოს, სადაც ყველაფერი კარგად მთვარდება, იმიტომ, რომ სულ დამთგრუნველ ევროპულ ფილმებს უყურებთ და გგონიათ, რომ ამით განსაკუთრებულები ხდებით.

  ან ისინი, სერიოზული სახით რომ ლაპარაკობენ წიგნებზე, თითქოს მხოლოდ კითხვაში იყოს ცხოვრების აზრი. ათასი უცნაური მწერლის გვარს  დაასახელებენ, ისე, სხვათაშორის, ინტონაცია კი გეუბნება: ’აჰ, დიახ, მე ესეც წაკითხული მაქვს’. ღმერთო ჩემო,  წიგნს ხომ იმიტომ ვკითხულობთ, რომ შემდეგ ცხოვრებაში გამოვიყენოთ მიღებული გამოცდილება, ცოტა უფრო გავიზარდოთ შინაგანად და უბრალოდ, უკეთესები გავხდეთ. თქვენ კი იმიტომ კითხულობთ, რომ მერე ავტორების საშუალებით საზოგადოებაში თავი  წარმოაჩინოთ.

   იმათზე აღარ მაქვს ლაპარაკი, მოდას რომ მისდევენ უკან ქოშინით, იცვამენ ყველაფერს, რაც კი უახლესი და მოდურია, იმას კი არ დაგიდევენ, რამდენად უხდებათ. სხვა ყველაფერზე კი უბრალოდ, წარმოდგენა არ აქვთ. სპორტი - მხოლოდ დევიდ ბექჰემია, კინო - წითელი ხალიჩა და ა.შ და ა.შ მათაც მინდა ვუთხრა - ჰეი, მოდა არ არის ყველაფრის განმსაზღვრელი, დიზაინერები უბრალოდ გთავაზობენ საკუთარ კოლექციას და შენ უნდა გადაწყვიტო, რას ჩაიცვამ და რას - არა.

   მე სულ არ მადარდებს, თქვენ რას კითხულობთ ან იცვამთ, თუ ჩემთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში წინ დიდ კედელს აღმართავთ და ვერაფერზე დაგელაპარაკებით. გაიღიმეთ და იყავით ჩვეულებრივები, mon dieu!

[იმ საკითხზე, რომ სხვის ინტერესებს პატიცი უნდა სცე, ცალკე პოსტის დაწერა შეიძლება კიდევ]

 თქვენ გგონიათ, მე ჩემ მხრივ ვაშენებ კედელს და აქედან გადმოგძახით ქედმაღლურად?

  ყოველთვის იყვნენ ადამიანები, ვინც გავლენას ახდენდნენ ჩემზე. ისინი მართლა ჭკვიანები და წარმატებულები არიან. აქ ყველა სფერო შეგიძლიათ იგულისხმოთ და ყველა ადამიანი - ცნობილები, მეგობრები, ნათესავები..  სულ  მაგალითად მომყავდა რომელიმე მათგანი, გააჩნია სად და რაში დამჭირდებოდა. შესაბამისად, სულ ვიტანჯებოდი. ძნელია, როცა საკუთარ თავს ვიღაც, შენზე უკეთესს ადარებ. არ მითხრათ, რომ განვითარებაში გეხმარება. არაფერშიც არ გეხმარება, მხოლოდ თავს აწვალებ.

  სულ ცოტა ხნის წინ კი ჩემს თავს ვუთხარი - ნატალია, მართალია ყველა ადამიანი დასაფასებელია, მაგრამ ისინი ახლა შენს ადგილზე არ არიან, ამიტომ, ვერავინ გახდება შენთვის მაგალითი. ყველა გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო, თუ რას გააკეთებ ამ კონკრეტულ მდგომარეობაში. შენ უნდა გადაწყვიტო, როგორ შეიჭრი თმას და არა ენ ჰეტევეიმ.
დაივიწყე ყველა, იმიტომ რომ შენ განსაკუთრებული ხარ. ზუსტად შენნაირი არავინ არის, არავინ.  ვიღაცას შეიძლება უყვარს ჩოგბურთი და რაფაელ ნადალი, მაგრამ  არ ეყვარება გრეის ანატომია.
შენ განსაკუთრებული ხარ.

ყველა განსაკუთრებულია.

  რატომ არ აღიარებთ ამას? რა საჭიროა ამდენი ძალისხმევის დახარჯვა, რის შედეგადაც უფრო ემსგავსებით სხვას და ინდივიდუალიზმს კარგავთ?

  ჯანდაბა, ჩვენ ვერასდროს მივიღებთ ერთმანეთს ისეთს, როგორებიც სინამდვილეში ვართ.

9 comments:

  1. ყველაფერში გეთანხმები, გარდა მუსიკისა. წიგნის კითხვა კი ჩემთვის უბრალოდ გასართობია და რამდენიც არ უნდა მქონდეს წაკითხული, ამის გამო თავს ინტელექტუალად არასოდეს ჩავთვლი, არადა ზოგი მაგით ზომავს ჭკუა-გონებას.
    ზოგადად, უბრალო ადამიანები მიყვარს, რომლებიც არასოდეს არაფრის დამტკიცებას არ ცდილობენ და მათთან სრულიად თავისუფალი ხარ, ისევე როგორც ბავშვობის მეგობართან :)

    ReplyDelete
  2. კარგი ხანია არაფერი გადამიფურცლია არ მინდება :|
    რეპს რაც შეეხება ხარისხიან რეპის მოსმენა შეიძლება თუმცა განწყობასაც გააჩნია. მოდას რაც შეეხება მოდა როგორც სხვა დანარჩენი ადამიანებმა სიამოვნებისთვის შექმნეს, თვალი სვამს და თვალი ჭამს.
    ზედმეტი არაფერი ვარგა ზომიერების პოვნა ყველას არ ძალუძს.
    ღრმა აზროვანი პოსტი გამოგივიდა ნატალია :*:*:*:*:*

    ReplyDelete
  3. 'ჩვენ ვერასდროს მივიღებთ ერთმანეთს ისეთს, როგორებიც სინამდვილეში ვართ' rogori simartlea da rogor getanxmebi :)
    swori gadawyvetileba migigia, shen gasakutrebuli xar da miuxedavad imisa, rom cnobili ar xar da xval shens shechril tmas witel xalichaze ar achveneben da mere mimdevrebic ar gagichndeba, mainc gansakutrebuli xar, sheni stili gaqvs da mainc ise unda sheichra tma, rogorc mxolod natalia gadawyvets :))))

    ReplyDelete
  4. upasuxismgeblo adamianis dacerili naweria, adamianis, romelsac sheudzlia dajdes da tawshi rac mouva azrad uceb daceros :))

    ReplyDelete
  5. ვანილიანი, მადლობა, მადლობა! :)

    ბაბისა, აი, შენი კომენტარი ხშირად უნდა წავიკითხო ხოლმე, თუ ოდესმე მაგალითების ძიებას ისევ დავიწყებ :)

    Anonymous, შენი გადასაწყევტია, როგორ ადამიანად ჩამთვლი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სინამდვილეში ვიქნები ასეთ :) მადლობა კომენტარისთვის.

    ReplyDelete
  6. ჰეი, ნატალია, მე შენ მიყვარხარ! :)

    ხუმრობა იქით იყოს და ზუსტად ახლა დავბრუნდი ლექციიდან, რომელიც მსგავს თემას ეხებოდა: მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი ადამსა და ევას ჰგავს, განსაკუთრებულები ვართ და ბოლომდე არავინაა ერთმანეთის იდენტურიო, ლექტორმა თქვა.

    ხოდა, უცნაურად დაემთხვა ამ პოსტს.
    თმის შეჭრაზე, იცი, როგორ მესმის შენი? მე მქონდა ადრე ასეთი პრობლემა, ბოლოს მივხვდი, რომ დრიუ ბერიმორი რამდენჯერაც თმის ფერს შეიცვლიდა, იმას არ ნიშნავდა, მეც უნდა გადამეღება, ან ის თუ სასწაულად გახდებოდა, მეც დიეტით მომეკლა თავი, ხო ხვდები?

    ReplyDelete
  7. P.S. ხუმრობა იქით იყოსო, რომ დავწერე, ხუმრობა "ჰეი"–ში იყო, პოსტში ბევრჯერ გაქვს გამოყენებული და არა "მიყვარხრა"–ში – უნდა დავაზუსტო, თორემ კომენტარი გადავიკითხე და არც ისე კარგად ჟღერს.

    ReplyDelete
  8. სოფი, სოფი, მივხვდი თავიდანვე, ხომ იცი როგორი გონებამახვილი ვარ :დ :დ :))

    რა საინტერესო ლექციები გაქვს, პოსტებშიც რომ წერ ხოლმე, ხშირად მინდება დასწრება :)

    დრიუს და ენს რაც შეეხება, ჯობია უბრალოდ გვიყვარდეს და მათი წარმატებით გავიხაროთ, ვიდრე ვეცადოთ, მათ დავემსგავსოთ. თუმცა ეს უკანასკნელიც ბუნებრივი მოვლენაა, ვფიქრობ :)

    ReplyDelete