Monday, January 31, 2011

Stealing Beauty

   მე ძველმოდური ადამიანი ვარ. როცა საქმე გარეგნობას ეხება და ვფიქრობ, თუ როგორი მინდა ვიყო, ყოველთვის ბუნებრივ ნაკვთებსა და შინაგან შარმზე მეფიქრება ხოლმე. აქამდე სახელს ვერ ვარქმევდი, მაინც როგორი გარეგნობის ქალებს ვეძახდი ლამაზს. მახსოვს, თინეიჯერები რომ ვიყავით, მე და ჩემი მეგობრები, რა თქმა უნდა ბევრს ვლაპარაკობდით გარეგნობაზე, ვაფასებდით სხვადასხვა ადამიანებს - მსახიობებს, მოდელებს, მომღერლებს. მათ რომ მოეწონებოდათ ვინმე, მე არ მომწონდა ხოლმე. მეუბნებოდნენ, როგორ შეიძლება არავინ მოგწონდესო. მეც მართლა მაღელვებდა ეს ფაქტი, იქნებ მშურს და ამის ბრალია-მეთქი. მაგრამ დავრწმუნდი, რომ მართლა არ შეიძლება მომეწონოს [და მინდოდეს, მეც ასე გამოვიყურებოდე] ქალი, რომელსაც იმდენი მაკიაჟი აქვს, საკუთარ თავს ოდნავადაც აღარ ჰგავს და  საბოლოოდ მაღაზიის ვიტრინაში გამოკიდებულ მანეკენს უფრო ემსგავსება.
 
    ბუნებრიობა მომწონს. აი, ეს არის ჭეშმარიტება. როცა თმის შეჭრას ვაპირებ, არასდროს მდომებია რამე არაორდინალურის ცდა. ყოველთვის მომწონდა ბუნებრივი ხვეულები, ლამაზი, გრძელი თმა, შეუღებავი და მბზინავი, რომელზეც ერთი შეხედვით ვერც იფიქრებ, რომ 'პარიკმახერის მაშა' შეხებია :)  იგივე შემიძლია ვთქვა მაკიაჟზე - მან სახის ლამაზი ნაწილი უნდა გამოკვეთოს და უფრო მეტად გამოაჩინოს, ხოლო ნაკლი - დამალოს. 

   ჩემთვის ბუნებრიობა არის პრიორიტეტული. მაგრამ, მსოფლიო აშაკარად არ აზროვნებს ჩემსავით, ვინაიდან მეგან ფოქსია ამ ბოლო დროს პოპულარული :)

13 comments:

  1. +1

    კი არადა, თმების შეღებვა უკვე ჩვევაში მაქვს და ჩემი ფერი აღარ მახსოვს წესიერად, მაგრამ იმიტომ რომ ეს ფერი უფრო ჩემია.

    ხოდა, ძველმოდურობის გამო არა, ისედაც მგონია რომ უმაკიაჟოდ და მაღალი ქუსლების გარეშე უფრო ვგავარ ჩემ თავს, ვიდრე იმეებით.

    ReplyDelete
  2. ნასტა, მეც ეგრე ვარ, ქუსლებზე საკუთარ თავს არ ვგავარ :) თუმცა, ხანდახან საჭიროა და აი ეგეთ დროს ისე ვნატრობ, ნეტავ მაღალ ქუსლებზე სიარული შემეძლოს-მეთქი :D

    თმის შეღებვა ზოგჯერ მინდა, მაგრამ მერე ისევ ბუნებრიობას ვამჯობინებ ხოლმე. არადა, მოწითალო თმა მომწონს ძალიან. და ხნა არის არაჩვეულებრივი, ბუნებრივ მოწითალო ელფერს აძლევს, ისიც მზეზე :D აი, შენ გაქვს კარგი ფერი <3

    ReplyDelete
  3. ზუსტად ხნით ვიღებავდი და იმიტო ^^

    ხოოდა, ჩემი მეგობარი ამბობს ხოლმე, ერთადერთი ხარ, რომელსაც მაღალი ქუსლები არ უხდებაო :დ

    ReplyDelete
  4. ბუნებრიობა მხოლოდ მაშინ არ არის პრიორიტეტული, როცა ცხვირის ადგილას დინგი გაქვს და პირის ადგილას - ორმო :იმჰო:

    ReplyDelete
  5. ჩემი მეგობარი ძალიან დამაკიაჟებულ ქალებზე, ქლორიან წყალში მინდა ჩავალბოო :D

    ლამაზია მაკიაჟი, მაღალი ქუსლებიც, მაგრამ ვეთანხმები აქ გამოთქმულ აზრს სრულიად. სიტყვა ლამაზი მეც მაფრთხობს, სილამაზის რაღაც სტანდარტებით შეფასება შეუძლებელია.

    ReplyDelete
  6. რა საინტერესოა, ქუსლებზე ვერ დავდივართო რომ ამბობთ :) თვითონ ქუსლის ფაქტორი მეც მცვლის, ანუ კედებში ცოტა სხვანაირი ვხდები, მაგრამ მაღალი ქუსლი ჩემთვის რელიგიაა :)))

    მაკიაჟი ჰო, ბევრი და თან რომ გეტყობა უკვე ძალიან არაესთეტიკურია

    ReplyDelete
  7. ძველმოდური კი არა, ყველაზე საყვარელი და კარგი ადამიანი ხარ, ვინც ამ ბოლო დროს გავიცანი.

    არ ვიცი, უკვე არ ვიცი, ბუნებრივი სილამაზე რომელია. მერილინ მონრო როგორ მიყვარს, ხომ იცი? ჩემთვის ეგ ყველაზე ბუნებრივია და არ მაინტერესებს, რამდენი ოპერაცია აქვს გაკეთებული ან ვის როგორი იმიჯი აქვს. მთავარია, სულიერ სიახლოვეს ვგრძნობდე (აბა სხვა რას?) ადამიანებთან.

    მაღალი ქუსლები და ლამაზი მაკიაჟი მაინც აუცილებელია, რომ თავი განსაკუთრებულად იგრძნო. მეც წლების მანძილზე კედებით და ძველი მაისურებით დავდივარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ, მაგრამ არაფერი ჯობია იმას, როცა შაბათისთვის ვემზადები, მაკიაჟსაც გადავაცლი მთელი კვირის მტვერს და ქუსლიან ფეხსაცმელსაც :)

    ReplyDelete
  8. არა, არა გოგოებო, მაგაში გეთანხმებით, რომ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი და კარგი მაკიაჟი საოცრად მომხიბვლელს ხდის ქალს და მეც ძალიან მომწონს [და შესაბამისად ვწუხვარ, რომ სიარული არ ვიცი ქუსლებზე], უბრალოდ ჩემთვის პრიორიტეტული ბუნებრივობაა და მომწონს, როცა ქალი ყოველდღიურად ბუნებრივად ლამაზად გამოიყურება [თუნდაც ამაზე ბევრი შრომა ჰქონდეს ჩაყრილი, რომ თავის გარეგნობას ბუნებრივი ელფერი მისცეს - ესეც ხომ შეიძლება?].

    ReplyDelete
  9. მეც დაახლოებით შენნაირი სტანდარტები მაქვს, როცა ქალის სილამაზეს ვაფასებ. ზუსტად ასე იყო ჩემს ბავშვობაშიც, მე ვერასდროს ვხვდებოდი, რატომ ჰქონდა იმ ქალს ცუდი ფეხი,ცუდი წელი და ა.შ, როცა მე ძალიან მომწონდა. დღემდე ვერ შევაფასებ იმ კრიტერიუმით, რითაც სხვა გოგონები სხვა გოგონებს აფასებენ.
    ერთი ვარდიანი თმისსამაგრი მქონდა, რამდენჯერაც გავიკეთე, ქუჩაში გასულმა,ისევ მოვიხსენი და თმა მაინც კომფორტულად გავიკეთე,ასეა მაკიაჟზეც,მაღალ ქუსლებზეც და ზედმეტ გაპრანჭულობებზე, სულ მგონია სხვა დადის ჩემს მაგივრად:))

    ReplyDelete
  10. მე ვერ ვხვდები მაღალი ქუსლი რატომ ასოცირდება არაბუნებრივობასთან და გაპრანჭულობასთან. სულ მართლა მაინტერესებს :))))

    ReplyDelete
  11. Nina, არა, მე ვერ ავხსენი კარგად. მაღალი ქუსლებით მე ვარ არაბუნებრივი [იმიტომ რომ, ვერ დავდივარ], შენ ალბათ, არა :) მაგრამ თან მჭირდება კარგი მაკიაჟი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი [გარკვეულ შემთხვევებში], რომ თავდაჯერებული ვიყო. ურთიერთგამომრიცხავ რაღაცეებს ვამბობ, თითქოს, მაგრამ ასეა. სილამაზის კრიტერიუმი არ არის ჩემთვის ზედმეტი გადაპრანჭვა, ამის თქმა მინდოდა მხოლოდ :)

    ReplyDelete
  12. +500 ვეთანხმები მიას.

    ერთადერთი ის იყო, რომ თმები არაორდინალურად შევიჭერი. დანარჩენი კი მგონი იგივეა. ვერ ვიტან მაკიაჟს და ჩემი თმა ასეთი ბუნებრივი მიყვარს. არანაირი საღებავი და ასე შემდეგ რაღაცეები. ქიმი მქონდა 2005 წელს გაკეთებული, მაგრამ აწი აღარ ვიზამ (მგონი), თმა გამიფუჭა.

    ReplyDelete
  13. ადრე მეგონა, რომ მაკიაჟი ყველას არ უხდებოდა. რომ გავიზარდე ერთი-ორჯერ გამვლელის სახეზე შევამჩნიე, ტონალური ლაქებივით ეცხო, ფანქარი - წამწამებიდან ყურამდე იყო გადაჭიმული. საბოლოო დასკვნა - გემოვნებიანი მაკიაჟი ყველას უხდება. მერე არავინ იტყვის, ბუნებრივობა უკეთესიაო. სჯობს ცოტა და ნაზი.
    ჩაცმულობას რას შეეხება, თითოეულ დაწესებულებას აქვს შესაფერისი სტილი. ოპერაში ჯინსითა და მიკიმაუსიანი მაისურით ვერ მიხვალ, ფეხბურთის მოედანზე 11 სანტიმეტრიან შპილკებზე ამხედრებული ვერ მიჯლაგუნდები.

    ReplyDelete