Wednesday, January 26, 2011

ლიმნის სუნს გრძნობთ?

   
   მგონი დღეს პოსტის დაწერა არ მიწერია. დღეს კი არა, საერთოდ. ალბათ, ვიღაც საბლოგეთის ჯადოქარმა დამწყევლა და რამდენჯერაც წერას დავიწყებ, ან ინტერნეტი და ტელეფონი გამეთიშება, ან კიდევ უფრო უარესი რამ მოხდება [ამაზე ჯადოქარმა იფიქროს, მე ხომ არ მივაწვდი იდეებს?].

    ადრე ყველაფერზე ვწერდი, რაზეც მინდოდა. ახლა თემები და იდეები ჯერ სელექციას გადის და მერე გადაიქცევა პოსტებად. ბოლო დროს იმდენი თემა დაგროვდა, მე კიდევ უსინდისოდ ვალოდინებ მათ. სელექციის აპარატი გამოვრთე და არხეინად ვზივარ.
    წეღან, როცა [სხვა] პოსტის წერა დავასრულე, ტელეფონი ზუსტად მაშინ გაითიშა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, როცა ყველაფერი მოგვარდა, გამოქვეყნება გადავიფიქრე. თუმცა, ეს დიდად არ უნდა გაინტერესებდეთ და მესმის კიდეც თქვენი.

  ჰო მართლა, ჩემი ახალი დიზაინი :) ეს ლიმნიანი ფონი რომ დავინახე, ვიფიქრე რომ სწორედ ჩემი ბლოგისთვის იყო. და თითქმის ამ ფონის გამო გადავწყვიტე დიზაინის შეცვლა. კმაყოფილი ვარ, წინა მომბეზრებია თურმე.

   გამოგიტყდებით და, ეს პოსტიც მხოლოდ ზედა აბზაცს ემსახურებოდა. თორემ მარტო წუწუნის გულისთვის არ დავიწყებდი წერას. ხოდა, ასე. შემდეგ პოსტს მალე დავწერ, ნორმალურს და ადამიანურს. 

   პ.ს  ლიმონი ადრე არ მიყვარდა, არც ჩაიში და არც სხვა ფორმით. ამ ბოლო დროს კი ძალიან შემიყვარდა. საოცარი სუნი აქვს, მზესთან და სიცოცხლესთან ასოცირდება. ახლა დავფიქრდი, რამდენი რამე/ვინმე შემიყვარდა ამ ბოლო დროს!

10 comments:

  1. არაფერი ჯობია ლიმონს :) იქაც ხო გითხარი, ლიმონიანი ჩაი მედგა წინ, როცა შენ იკითხე, სუნს თუ გრძნობთო :) რა უცნაური კავშირები გვაქვს მე და შენ, ისევ მიკვირს.

    ReplyDelete
  2. მეც როგორ მიყვარს ლიმონი <3

    პ.ს ეხლა მოვრჩი ლიმონიანი ჩაის ხვრეპას ^_^

    ReplyDelete
  3. ეე, მართლა რა ლამაზია აქაურობა <3

    ReplyDelete
  4. არის რაღაც მასეთი : )))

    :like:

    ReplyDelete
  5. კი ვგრძნობთ :)) დილით უნდა დამეწერა, მერე ლეპტოპი დავხურე და დამავიწყდა )))
    ძალიან უხდება შენ ბლოგს <3

    ReplyDelete
  6. mowmons, gaaxalisa, sunic igrznoba da ganwyobasac cvlis da sheizleba gemoc ki igrzno <3

    ReplyDelete
  7. ყნოსვასთან ცუდად ვარ, მაგრამ ლიმონზე გეთანხმები :)
    სპამად არ ჩამითვალო...
    http://bit.ly/gAjcCe

    ReplyDelete
  8. როგორ მიყვარს ლიმონი, ვაშლივით ვჭამ ხოლმე, მალე კბილებზე ემალი აღარ მექნება :(
    ნატ, ლიმნის კრემი გასწავლო? კექსებზე მიდის კარგად ^_^

    ReplyDelete
  9. ლიმონს ვერ ვჭამ, მაგრამ სუნი ძალიან მიყვარს, ლიმნის ყვავილებსაც ფანტასტიური სუნი აქვს. მომწონს ეს „შპალერი" :)

    ReplyDelete
  10. მადლობა რომ მოგეწონათ, ადამიანებო <3
    ნატ, მინდა ეგ კრემი მინდა! ზუსტად გუშინ ვფიქრობდი, ლიმნიან კრემზე, მართლა :))

    ReplyDelete