ადრე ჰიტ ლეჯერი საოცრად არ მომწონდა. იმდენად არ მომწონდა, რომ ფილმებს მისი მონაწილეობით კატეგორიულად არ ვუყურებდი. ვფიქრობდი, რომ რაღაცნაირი, უცნაური გარეგნობა ჰქონდა. ისეთი, როგორიც ჩემს გემოვნებაში არ ჯდებოდა.
ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ფილმს ძმები გრიმები ვუყურე. საერთოდ, მიყვარს ფილმი-ზღაპრები. ლამაზი გარემოა და სასიამოვნო საყურებელია. თუმცა, რა შუაშია აქ ზღაპრები, მე ხომ ჰიტ ლეჯერზე გიყვებით. ვუყურე ფილმს, და ისე შემიყვარდა ჩემი ავსტრალიელი ჰიტი, რომ იმის შემდეგ ფეისბუქის პროფილზე მისი სურათი მიყენია და ყოველდღე გულის დაწერის საზეიმო პროცედურას ვასრულებ - კომენტარში თითო გულს ვწერ.
კიდევ კარგი, როცა ცოცხალი იყო, მაშინ უკვე არ მიყვარდა, თორემ რა ძნელი იქნებოდა მისი სიკვდილის გადატანა. ამას სრული სერიოზულობით ვამბობ.
უამრავი სკრინშოტი მაქვს გაკეთებული ფილმიდან, სადაც ჰიტ ლეჯერთან ერთად მეტ დეიმონიც ძალიან კარგად ასრულებს თავის როლს. მეტ დეიმონს, ისევე როგორც ჰიტ ლეჯერს და კიდევ სხვებს, შემდეგ პოსტში კიდევ ერთხელ მოვიხსენებ, სადაც პერსონაჟებიდან მოწონებულ/შეყვარებულ მსახიობებზე დავწერ.
სოფი ამბობს ხოლმე, რომ წერილებს წერს სხვადასხვა ადამიანებს - ჩე გევარას და სხვებს [სამწუხაროდ, ზუსტი ლინკი არ ვიცი, სადაც ეს ფაქტებია დაფიქსირებული]. ყოველთვის მომწონდა მისი ეს ტრადიცია თუ თვისება, მაგრამ მე თვითონ არასდროს მიცდია. რამდენიმე დღის წინ კი, თავს ძალიან ცუდად რომ ვგრძნობდი, სწორედ ჰიტ ლეჯერს მივწერე წერილი, ფეისბუქზე. ოღონდ, საკუთარ თავს გავუგზავნე. მაგრამ ის ხომ გაიგებდა იქ, სადაც არის. ისე გულით ვწერდი, რომ აუცილებლად მიაღწევდა მასთან. სულ რაღაც 1 თვის წინ რომ ეთქვათ, შენ პირველ [ამ ტიპის] წერილს ჰიტ ლეჯერს მიწერო, ალბათ უნდობლად გავიცინებდი. ამ ბოლო დროს ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაზეც ადრე მეცინებოდა.
მოკლედ, ძალიან ჩემს თავში გადავედი. ამ პოსტს კი იმ სკრინშოტებით ვაფორმებ. ჯერჯერობით, ეს მისი ერთადერთი როლია, სადაც ნანახი მყავს. ვგეგმავ სხვა ფილმების ნახვასაც [სანამ ამ პოსტს გამოვაქვეყნებდი, კიდევ ერთი ფილმის ნახვა მოვასწარი - კაზანოვა].
სადაც არ უნდა იყო, მიყვარხარ ჰიტ :)
naxe, magar filmebSia heath!!! dzalian miyvars es msaxiobi, ra sainteresoa rom dzmebi grimebit daicke da mand mogecona, me kvelaze naklebad mand momdons :D
ReplyDeleteme mevaseba marad, genialurad tamashbs da garegnobac gansakutrebuli aqvs :D
ReplyDeletezmeb grimebze ki imdeni vixalise pirvelad rom vnaxe meti ar sheizleba : )
candy ar maqvs nanaxi misi monawielobit da ai sul vapireb
ReplyDeletedanarcheni vici ragaceebi da mowmons :) jockeris rolshi momewona kide, ucnaurad kargad ansaxierebs im gmirs :)
ჰიტ ლეჯერი აღარ არის? აი აზრზე არ ვიყავი : ))
ReplyDeleteგრიმებიც ნანახი არ მაქვს და უნდა ვნახო როგორც ჩანს )
Tjorven, ჰო, გრიმები მართლაც სახალისოა, განსაკუთრებით ჰიტი, სასწაულად თამაშობს :D
ReplyDeletebabisa, ქენდი მირჩიეს მეც და მინდა ვნახო :))
Nina Gorecki, აა, ნინაა :D ჰიტ ლეჯერი რომ მოკვდა, ეხლა გაიგე? :))
მე არ მიყვარს ცნობილი პირების გამოტირება, მაგრამ Heath-ის შემთხვევაში იმდენად გულწრფელად განვიცადე, დღეების განმავლობაში ვერ ვიჯერებდი.
ReplyDeleteპირველივე როლიდან (პაპსა 10 things I hate about you, მაგრამ ჩემთვის მისი ერთ-ერთი უსაყვარლესი როლი) ვიცი და როგორ მენანება, რომ სულ ეს იყო...
Candy ნახე, მაგრამ სულიერად მოემზადე ერთი 2 დღე.
brokeback mountain-იც ნახე.
მერე, ჩემსავით თუ შეგეყრება, youtube-ზე ყველა ინტერვიუს ნახავ და ა.შ. :D
mec exla gavige, rom momkvdara. oops :(
ReplyDeletehttp://26.media.tumblr.com/tumblr_le5q5dpopw1qfyncko1_500.jpg
ReplyDeleteპატარა ქერა პერთელი ბიჭი :/ ნატალია... როგორ მესმის შენი, იცი. რამდენი ხანია აღარავისთვის მიმიწერია წერილი. ჰითი ყოველთვის მიყვარდა, გარდა თავისი განსაკუთრებული აქცენტისა, გარეგნობაც ისეთი სახასიათო ჰქონდა. ყველა ფილმში მომწონს, ქრისტინამ რაც ახსენა, იქიდან დაწყებული და ბოლოს სადაც თამაშობდა. "ქენდი" ძალიან მძიმე ფილმია, ძალიან. მე ძლივს გავუძელი, მაგრამ ღირს ნახვად.
ReplyDeletedoctor parnassuss shi aris ganumeorebeli :) rogor momcons sheni axali siyvarulis ambav, da mixaria!
ReplyDeleteძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო :( სამწუხაროა რომ ასე ადრე დაიღუპა.
ReplyDeleteკაზანოვა ყველაზე სუსტი ფილმია მისი შემოქმედებიდან, თუ დამიჯერებ candy, Brokeback Mountain, A Knight's Tale ნახე აუცილებლად, ძმები გრიმები უკვე გინახავს :) და The Dark Knight-ში ჯოკერის როლში გენიალურია :)
მიყვარს კი არა, ძალიან მიყვარს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თუნდაც იმიტომ მიყვარს, რომ ჯეიკის ძმაკაცი იყო.
ReplyDeleteძმები გრიმები ზუსტადაც რომ არ მინახავს. დანარჩენი ყველაფერი. უყურე მის ფილმებს. a monster's ball ძალიან კარგი ფილმია. Candy ხომ საერთოდ. ჩემი ფილმია. A Knight's Tale ჩემი უსაყვარლესია. ძალიან მიყვარს. და რათქმაუნდა Brokeback Mountain, სადაც მისი ცოლის როლს მისი ნამდვილი მეუღლე ასრულებს.
დე ჟა ვუ მაქვს.
მგონია, რომ ეს ყველაფერი უკვე გითხარი. :დდ