Saturday, January 1, 2011

That's It.

  მე არასდროს მიყვარდა ასეთი გრანდიოზული დღესასწაულების მილოცვები, მგონია რომ ყოველთვის პათეტიკურად და ბანალურად გამომდის. მაგრამ ახლა მინდა ვცადო, ისე ვთქვა, როგორც ვფიქრობ.

  ახალ წელს გილოცავთ, და ისეთ დღესასწაულს გისურვებთ, როგორიც ფილმებშია - როცა  ბოლო წუთზე ოცნებები სრულდება და ყველა ბედნიერია. სულა ცოტა ხნით ირწმუნეთ სასწაულების, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ათასგვარ ჩარჩოებს და კლიშეეებს, ან იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ახალი წელი არ უყვართ და რომ ის მოსაწყენია. თქვენებურად მოიქეცით, დაიჯერეთ რომ ყველაზე სასურველი ოცნება აგისრულდებათ. გაუღიმეთ თქვენს ადამიანებს. დაელოდეთ სასწაულს და როცა ის მოხდება, თქვენ რწმენა დაგიბრუნდებათ, საკუთარი თავის რწმენა - რომ რასაც მოისურვებ, ყველაფერი გამოგივა. ის შეხედულებაც დაივიწყეთ, რომ დღესასწაულები იმისთვის არის შექმნილი, რომ ადამიანებმა თავი მარტო არ იგრძნონ და ა.შ და ა.შ ყველაფერი განწყობებზეა, და რატომ უნდა გამოტოვოთ დღე, როცა შეგიძლიათ იყოთ ბედნიერი და სხვებსაც უწილადოთ ეს ბედნიერება. და ეს გაცემული სითბო, აუცილებლად დაგიბრუნდებათ უკან, იმიტომ რომ სამყაროში არაფერი იკარგება. ერთი ენერგია მეორედ გარდაიქმნება და ასე.

   ყველა ხომ რაღაც ბიძგს ველოდებით, რომ ახალი რამე წამოვიწყოთ - ცხოვრება, საქმე თუ სხვა რამ. ჰოდა, აი ის რაღაც - ახალი წელი. გამოიყენეთ სასარგებლოდ, სტიმულისათვის.

  ეს სიტყვები პირველ რიგში ჩემთვისაა. ყოველთვის მინდა მახსოვდეს, რომ არც ერთი მცდელობაა ფუჭი და მას ყოველთვის მოჰყვება შედეგი. დრო ყველაზე ძვირფასი რამ არის, და არ უნდა დაიხარჯოს ამაოდ და თუ ხარჯავ, ის ამაო არასდროს არის. ხვალ ახალი დღეა, და ახალი წელი.

   ყოველ წელს ახალ-ახალ სურვილებს ვიფიქრებდი ხოლმე. ხან რას და ხან რას. ზოგჯერ მატერიალურს, ზოგჯერ აბსტრაქტულს. წელს კი, როცა ვფიქრობდი, რა მინდოდა ყველაზე მეტად, ისევ უამრავი სურვილი გამახსენდა და ბოლოს ყველაფერი ერთ, მარტივ ჭეშმარიტებამდე დავიდა - ბედნიერება. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ და რა  იქნები, ვისთან ერთად და სად. მთავარია, ბედნიერი იყო. წინასწარ ვერასდროს მიხვდები, რა და როგორ გაგაბედნიერებს.. [უკვე] გასულ წელს დავრწმუნდი ამაში. ისეთი მარტივი რაღაცეები მაბედნიერებდა, რომ საერთოდ აღარ მახსოვდა ჩემი შფოთვები პროფესიასთან და სხვა ამბებთან დაკავშირებით.  ვიქნები მე ბედნიერი, თუ წარმატებული ექიმი გამოვალ? არავინ იცის. მე არ ვოცნებობ ექიმობაზე, ან რაიმე სხვა პროფესიაზე. უბრალოდ მინდა, ბედნიერი ვიყო.


 ყველას თქვენ წილ ბედნიერებას გისურვებთ.

7 comments:

  1. :)
    მადლობა ნატალია, შენც ასევე. :)
    (მე რომ ჩემს თავზე მივიღე)

    ReplyDelete
  2. საოცრად თბილი პოსტი იყო და ვეთანხმები შენს დასკვნებს
    მთავარია გჯეროდეს, განწყობა შეიქმნა და ყველაფერი კარგად იქნება
    დაე 2011 წელი მართლაც ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ყველასთვის

    გილოცააააააააავ

    ReplyDelete
  3. მეც გილოცავ ნატალია!!!
    გუშინ "მამა მიას" ვუყურე, დღეს აბბას ვუსმენ, მეტი რაღა მინდა ბედნიერებისთვის? :))

    ReplyDelete
  4. ABSOLUTELY. მეც მეტი არაფერი მინდა ბედნიერების გარდა.
    არა, კიდევ, ჯანმრთელობა.

    @ანდან, მართლა რა ცოტა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის :) მიყვარს ეგ მიუზიკლები სასწაულად.

    ReplyDelete
  5. gilocav mia, iseti weli gqonodes, rogorzec sul ocnebobdi, tavis espanetit da ambebit :)))

    ReplyDelete
  6. ყველაზე დიდი სურვილების ასრულებას გისურვებ...

    ReplyDelete
  7. მე საახალწლო ფილმები მახსენდება ხოლმე და მშურს.
    მაგალითად სიუზან სარანდონის, პენელოპა კრუსის და პოლ უოკერის მონაწილეობით. ისე მიყვარს ეგ ფილმი. <3

    ნეტავ ჩვენთანაც იყოს მსგავსი რამე ოდესმე.

    ReplyDelete