რა კარგი რამეა ინტერნეტი. აქ შეგიძლია იმოგზაურო სხვადასხვა ქვეყანაში, გქონდეს უამრავი სახლი [ძირითადად - ესპანეთში] და ტვიტერზე აედევნო დალაი ლამას.
მე მოგზაურობა მიყვარს და ჯერჯერობით ამ სიყვარულს რეალიზება არ უწერია. აქამდე არასდროს მითქვამს, მოგზაურობა მიყვარს-მეთქი. იმიტომ რომ, არსად არ ვყოფილვარ. საქართველოშიც კი, ბევრი ადგილია, რომელიც არ მინახავს. ამიტომ ძნელია იმის თქმა, მართლა მიყვარს თუ არა მოგზაურობა.
აქ, ბლოგზე ხშირად ვწერ არარეალურ რამეებს და ამით ერთგვარად, ოცნებებს ვისრულებ. ძველად, კომპიუტერი რომ არ იყო, ასე ადვილად ხომ ვერ მოხვდებოდი, მაგალითად, იტალიაში.
ასეთი ბლოგი მაქვს. ვერანდით, სადაც შეგიძლია მზის გულზე ჩამოჯდე და ხედით დატკბე.
პატარა და ფერადი სახლით, სადაც ზოგჯერ ხმაურიან საღამოებს მოაწყობდა ადამიანი.
ბუდუარით, მყუდროდ რომ მიჯდები და წიგნს წაიკითხავ.
და ლამაზი სკარლეტით.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ Wonderland-ს ფეისბუქზე თავის კუთხე გამოვუყავი და ვისაც გსურთ, შემოუერთდით :) http://www.facebook.com/BlogWonderland
<3<3<3
ReplyDelete<3
წვეულება გავმართოთ.. ნამცხვრით და ცხელი შოკოლადით..
ვერანდაზე დილაობით ახალმოწველილი რძე დავლიოთ და ფუნთუშები შევატანოთ, მერე ტყეში ვისეირნოთ, ცხენებით.
და..
და..
<3<3
აღარ ვიცი მეტი: გაბადრული ვზივარ.. :)
მეც სულ ვმოგზაურობ. ხან სად ვარ, ხან სად. მერე ისევ სახლში ვბრუნდები და იმ ადგილებზე ვფიქრობ, სადაც ვიმოგზაურე. ერთხელ ტოსკანაც დავათვალიერე. ძირითადად კუნძულ სიტეზე ვარ ხოლმე:) ჩემი მოგზაურობაც ისევე არარეალურია, როგორც შენი.ასე დავფრინავ ოცნებებით Google Earth-ში :D
ReplyDeleteმე უკვე შემოვდგი ფეხი :))
ReplyDeleteკარგია ინტერნეტი!:)
მართლა ეგეთი ბლოგი გაქვს, ზუსტი განსაზღვრებაა :)
ReplyDeleteფილმიც მიყვარს :))
მეც ინტერნეტით/ინტერნეტში ვმოგზაურობ, ფაქტიურად სულ ჩემოდანზე ვზივარ. ჭრელი სახლი მომეწონა და სკარლეტი.
ReplyDeleteNatalia, ra sayvareli xar :) roca ginda, Camodi BarcelonaSi, Cemi saxlis kari SenTvis farTod Riaa <3<3 arc iseTi "warmoudgenelia" mogzauroba, rogorc Sen aRwer :)
ReplyDeletevasasi, ყველაფერზე თანახმა ვარ, ცხელი რძის გარდა :/ :))
ReplyDeleteMarr, მე მხოლოდ ფოტოებს უნდა დავჯერდე, ჩემს კომპიუტერს სად შეუძლია Google Earth -მდე გაქაჩოს :D
როდრიგო, კარგად გარითმე :)) :P
Nina, მეც ძალიან მიყვარს ეს ფილმი, ზოგადად ისეთი ფილმები, სხვადასხვა ადგილის სილამაზეს რომ კარგად აჩვენებენ.
ჯორჯ პაიკი, სკარლეტი მართლა საოცარია ამ ფოტოზე :)
AnnA, ბარსელონაში რომ ჩამოვალ, პირველი შენ მოგადგები :) ზოგადად, ბარსელონასთან შენ ასოცირდები ხოლმე :))
gelodebi, icode! :)
ReplyDeleteაი, ჩემი ტოსკანა :)
ReplyDeletehttp://www.youtube.com/watch?v=FwiYQy-MVWI&feature=related
და, რა თქმა უნდა, ეს
http://www.youtube.com/watch?v=RnccuDIbvxY
რეალში მინდა ეგეთი სახლ-ბუდუარი,ჰაჰ. ამიშალე საღერღელი :)
ReplyDeleteთბილი ბლოგი გაქვს, ნატალია, რძიანი ყავის სუნი დგას ხოლმე, რომ შემოვდივარ და შენს ამბებს რომ ვუსმენ განაბული, ჩემი ოცნებები მახსენდება ხოლმე... :*
ReplyDeleteაუ მეც ხომ დამპატიჟებთ მაგ წვეულებაზე???
ReplyDeleteესპანეთში.
შოკოლადები, რძიანი ყავები და კიდევ ბევრი ბაუნტი, პეპსი და რაფაელო.
ReplyDeleteKate: aucileblad. gamoyevi Natalias :-)
ReplyDelete