Saturday, January 15, 2011

უსათაურო პოსტის სათაური

  ზურიუსი უკვე 1 კვირაა გესთ-პოსტს წერს აქ. მეც ველოდები მოთმინებით. ხან - მოუთმენლად. წინასწარ არ ვამბობ ხოლმე, ვინ იქნება სტუმარი, მაგრამ ეხლა გამონაკლისია. 

  ბლოგზე ვფიქრობდი ეს დღეები. მინდა, რომ რაღაც შევცვალო. წერის სტილი, თემები თუ სხვა რამ, ზუსტად არ ვიცი. განვითარება ბლოგსაც ჭირდება, ისევე როგორც ადამიანს; მერე რა, რომ გასართობია. უფრო სწორედ, არ ვიცი რა არის. ბლოგია რა, თავის ამბებით და დეტალებით.

   ხანდახან ისე მინდა, დავჯდე და ვწერო ჩემ შესახებ. მერე  უცებ წარმოვიდგენ, რომ მარტო მე არ ვარ, ეკრანის მიღმა სხვა ადამიანები არიან და ვჩერდები. ან, რა აზრი აქვს. შედეგს რომ ველოდე, აღსარებას ჩავაბარებდი აქაურობას. მოკლედ, შემდეგი პოსტი ზურიუსის იქნება, როგორც გითხარით. მე მანამდე კი ვიფიქრებ, რა მოვუხერხო აქაურობას და პირველ რიგში - საკუთარ თავს.

 აჰ, 12-ს გადაცდა; წავიდე, გულის დაწერის საზეიმო პროცედურა შევასრულო.

4 comments:

  1. გულის დაწერის საზეიმო პროცედურა შევასრულო.


    გულის დაწერა რას ნიშნავს? :)

    ReplyDelete
  2. ჩემო საყვარელო ნატალია, ჩემს თავს რამე მოვუხერხოო და ეგ ყველაზე ძნელია, მგონი :/ უფ, ამდენი ხანია ვერაფერი მომიხერხებია :))))
    ვნახოთ, ზურიუსი რას დაპოსტავს ერთი.

    მომენატრე! მალე გადაწყვიტე, რას დაწერ ამ ბლოგზე და როგორ.

    ReplyDelete
  3. ტკბილო ნატალია, შენი გულახდილური პოსტი მომნატრებია მე :)

    ReplyDelete
  4. taa, მაგის შესახებ მომდევნო პოსტებში დავწერ :P

    Sophie, გადაწყვეტილების მიღების პროცესში წერას მაინც გავაგრძელებ, ისე ვერ გავძლებ ალბათ :)

    babisa, ჰოდა, აი, მინდა რომ გულახდილი ვიყო, რაღაც დონემდე მხოლოდ :)

    ReplyDelete