Monday, December 28, 2009

Bad Romance

   ბოლო დღეები არ ვფიქრობ დიდად, არც წერის სურვილი მაქვს.. უფრო სწორედ, წერის სურვილი მაქვს, მაგრამ რა დავწერო არ ვიცი. 

  გუშინ ბლოგერები მიწვეული იყვნენ ’რუსთაველში’ ფილმის სანახავად. მეც მომივიდა მოწვევა, მაგრამ ვერ წავედი. მაინც ბედნიერი ვარ; აი,  იმიტომ კი არა, რომ ბლოგერები დააფასეს და ა.შ  უბრალოდ ბედნიერი ვარ. 

  ახალი წელი მოდის, მე ყოველდღე ვგეგმავ ნაძვის ხის მორთვას, მეორე დღისათვის. ერთადერთი რაზეც  დიდ სიხარულს გამოვხატავ, რუსთავი 2-ზე სანტა კლაუსი რომ გაირბენს ხოლმე ქვევით ხანდახან, ის არის. ძალიან საყვარელია და დედა რომ ხედავს, ასე მიხარია, როცა დაინახავს ყოველთვის მეძახის. 

  დღეს უცებ ფეისბუქზე გაჩნდა სტატუსები, რომ ნატალი პორტმანი მოკვდა. არ ვიცი, თქვენ იცით თუ არა, რომ ნატალი ჩემი საყვარელი მსახიობია - ერთადერთი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. მიზეზსაც გეტყვით - კარგი მსახიობი რომ არის, ლამაზი და ა.შ ამათ გარდა, რატომღაც ძალიან მაგონებს ჩემს დეიდას, გარეგნობითაც და ისედაც. შეიძლება თქვენც გქონიათ ასეთი შემთხვევა, უცნობ ადამიანში [მსახიობი, მომღერალი, etc.] ნაცნობ ადამიანს რომ ხედავთ. და უცებ, ვხედავ ასეთ ნიუსებს, რომ ის მოკვდა. თავი ცუდად ვიგრძენი. გადატანითი მნიშვნელობით კი არა - ფიზიკურად გავხდი ცუდად, მერე ნაცნობი ბურთი ყელში და..  გაოგნებული და სახეზე ხელებ აფარებული ცრემლებს რომ ვყლაპავდი, ახალი სტატუსები გაჩნდა - ტყუილი ყოფილა.  

 ახლა კი ვზივარ სტრესისგან დასუსტებული და ხელებაკანკალებული, მაისფეისზე ვუსმენ მუსიკას - მსუბუქს, ძალიან მსუბუქს.. ისეთი, როგორიცაა David Guetta, Lady Gaga, Black eyed peas და ვუყურებ ნატალის ლამაზ, ყავისფერ თვალებს.. She is  a l i v e.

 ვინაიდან ძირითადად ამ სიმღერის ფონზე დავწერე პოსტი, გაგიზიარებთ..

8 comments:

  1. ზუსტად იგივე დამემართა როდესაც ეგ ნიკოლ კიდმანზე გავიგე. მთელი რუსული მედია აჭრელებული იყო მსგავსი სტატიებით, თუმცა მერე გავიგე რომ მხოლოდ ავარიაში მოყოლილა და მეტი არაფერი... მესმის შენი.

    სხვათაშორის მეც ეგეთი სიმღერები მშველის განტვირთვისთვის:) ლედი გაგა მომწონს, თავისი ექსტრავაგანტულობით და კრეტინობებით ;)

    აბა არ შეშინდე! ნატალი ჯერ კიდევ დიდხან იქნება ცოცხალი!! მას ოსკარი ელის წინ ;)

    ReplyDelete
  2. რა საყვარელი ხარ.

    კარგია, რომ დაპოსტე და უკეთესი იქნებოდა, გუშინ კინოში რომ წამოსულიყავი.

    ბედნიერ და ზუსტად ისეთ ახალ წელს/დღესასწაულებს გისურვებ, როგორიც შენ წარმოგიდგენია... საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენს თავშია, როგორ წარმოვიდგენთ და ვიზეიმებთ :)

    ReplyDelete
  3. მის სიყვარულსჰი მეც გეცილები :)))
    გული მიგრძნობდა სიცრუე იქნებოდა, მაგრამ მეც წამით განვიცადე და ცუდი იყო :|

    ReplyDelete
  4. როდრიგო, ნატალის ოსკარი ელის, მართალი ხარ :))

    სოფი, აი, მართლა, მთავარია განწყობა, თორემ გაჩახჩახებული რუსთაველი ვერაფერს გიშველის კაცს :(

    ბაბისა, ორივეს გვიყვარდეს, მე მიხარია : ))

    ReplyDelete
  5. რას აღარ იგონებენ ეს ჟურნალისტები... სადმე თვითმფრინავი თუ არ ჩამოვარდა ისე ახალი ამბავი ხომ არ არის.

    ReplyDelete
  6. naat meti pozitivi ra :) da saaxalwlo ganckoba shen :*
    iset sisuleleebs ki jurnalistebi kiara kompiuters mimkvdari usaqmurebi igoneben :-S

    ReplyDelete
  7. martla amse imiqmeda portmanze infom? me arc ki maxsovs romeli msaxiobia :)

    sascrafod gamoikete xasiati da mxiaruli rameebi daposte!!!

    ReplyDelete
  8. ეგ ამბავი მეც და დედაჩემმაც თითქმის ერთდროულად გავიგეთ, 60 მეტრიანი სიმაღლიდან ჩამოვარდნილაო ავსტრალიაში გადაღებების დროს...

    რა კარგია თუ მართლა ტყუილია :(((

    და უცხო პოპულარულ სახეში ნაცნობის დანახვა ჩემი სენია :)

    ReplyDelete