Wednesday, March 1, 2017

Old school rising

გუშინ დღის მიწურულს, სამსახურში მარტო ვიჯექი და მას შემდეგ რაც თმა ავიკეცე, სანტისიმოს მარწყვის იოგურტს ვსვამდი, "ლოვე"-ს კევს ვაღლაჭუნებდი, ბუშტებს ვბერავდი და უძველეს პოსტებს ვკითხულობდი, გადავწყვიტე, რომ ბლოგს მტვერი გადავწმინდო და აქტიურად ვწერო ასეთი, საყოფაცხოვრებო პოსტები (კევის ღლაჭუნი და stuff). უფრო რთული და ფილოსოფიური პოსტები, რომლებსაც ისედაც გადატვირთული გონების კიდევ უფრო დაძაბვა ჭირდება, არ მაინტერესებს. ასეთი პოსტები კი სემიჩკასავით მიდის (ან ყავასავით, როგორც გენებოთ).

დღეს გაზაფხული მოვიდა, yaay! მართლა ძალიან მიხარია. დილით თვალები რომ გავახილე, ჩიტების ჭიკჭიკი მომესმა. სამზარეულოში გავბარბაცდი, მზით განათებული დამხვდა და სინათლემ ცოტა დამაბრმავა (ჩემს ოთახში მუდმივი სიბნელეა). მოკლედ, კარგია გაზაფხული.
 (ალბათ მარტი თავს მოიგიჟიანებს და ამ მზიან დღეებს ცხვირში ამოგვადენს, მაგრამ მაინც)

ჰოდა, სულ ესაა. ბლოგერებმა (თუ ასეთები კიდევ არსებობთ) გთხოვთ, მომბაძეთ. ჩემი პოსტების კითხვაზე მეტად სხვისი პოსტების კითხვა მსიამოვნებს :)

5 comments:

  1. ძალიან პოზიტიური პოსტი იყო :) არაფერი მნიშვნელოვანი მაგრამ მხიარული :) მეც მომინდა "სემიჩკასავით" პოსტების წერა :) :) :) ლამაზი გაზაფხული გქონოდეს :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა, ასევე კარგ გაზაფხულს გისურვებ ^_^

      Delete
  2. მეც ეგრე ვარ ზუსტად :) რო მიყვარს ვინმეს ბლოგი და ახალი პოსტი რო მხვდება–ხოლმე ისე მიხარია ^_^ <3

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰო, ხოდა ვწეროთ ხშირად ამიერიდან ^_^ პრინციპში, შენ კი წერ ხოლმე და იცოდე, რომ მე გკითხულობ :დ

      Delete
  3. აუცილებლად მოგბაძავ. თურმე როგორ მომნატრებია კითხვაც და წერაც ❤
    მარტს ვინმე რომ ერჩის, მგონია, რომ პირადად მე მერჩის. ჰოდა ესეც ასე მიილია და დადგა აპრილი.

    ReplyDelete