ადრე, როდესაც ჰოლივუდურ (და არა-ჰოლივუდურ) ფილმებში ვუყურებდი, რომელიმე გმირს როგორ ეშინოდა ვინმეს შეყვარების, მეცინებოდა და ჰაერიდან მოტანილი სისულელე მეგონა - როგორ უნდა გეშინოდეს ვინმეს შეყვარების? ვფიქრობი მაშინ.
გამარჯობა, ნატალია, ეს მე ვარ - შენი თავი 29 წლის ასაკში და ძალიან მეცინება მაშინდელ შენს ფიქრებზე.
მეგობარი მწერდა დღეს, წელს ესა და ეს მინდაო, მათ შორის ერთ-ერთი სიყვარული იყო. დავფიქრდი, მე რატომ არ მაქვს არასდროს გეგმაში ეს სიყვარული, ნეტა არ მინდა-მეთქი? უცებ მივხვდი, რომ - არა. იმიტომ, რომ მეშინია (გამარჯობა, კიდევ ერთხელ, ნატალია). სიყვარული თავისი არსით და იდეით იმდენად რთულ, მრავალწახნაგოვან და დახლართულ რამედ იქცა ჩემს წარმოდგენაში, რომ ახლოს გაკარებაც არ მინდა.
თუმცა, არ იფიქროთ, რომ არასაჭიროდ მივიჩნევ, პირიქით, მჯერა, რომ სიყვარული სრულიად მშვენიერი რამაა. უბრალოდ, ადრე, სიყვარული, ჩემი მოსაზრებით იყო.. აი, სიყვარული, რომ გიყვარს, რა.
ახლა კი, იმდენი წახნაგი მოიბა - როგორ შეიძლება ერთი ადამიანი სულ გიყვარდეს? იმასაც ისევე ეყვარები? ერთმანეთი რაღაც მომენტში არ მოგბეზრდებათ? ერთ დღესაც რომ გაიღვიძო და აღმოაჩინო, რომ მას აღარ უყვარხარ? როგორ შეიძლება, სხვას მოსთხოვო მუდამ უყვარდე, როდესაც შენ თავადაც არ იცი, მომავალში გეყვარება თუ არა?
This is so hard!
აი, მოკლედ რომ აღვწერო, ჩემი სიყვარულისადმი დამოკიდებულება წყლის ფობიას ჰგავს. წყლის შიში მაქვს. მაგრამ ზღვა ისე ძალიან მიყვარს, ხშირად მესიზმრება, ხან ვლივლივებ, ხან საოცრად აღელვებული და ტალღებიანია, მაგრამ ყველა სიზმარი მშვენიერია. რეალობაში კი, ცურვა არ ვიცი, ამიტომ ზღვაში მხოლოდ წელამდე წყალში თუ შევდივარ, ხელებს ვურევ, ვუყურებ გამჭვირვალე წყალს, ჩემს თეთრ ხელებს და ვტკბები, ამ მცირედით ვკმაყოფილდები. თუმცა ვიცი, რომ ბევრად მეტი არსებობს.
ეს სიმღერა მიყვარს, პოსტის წერისას რამდენჯერმე მოვუსმინე.
აუჰ, როგორი პოსტი იყო...
ReplyDeleteძალიან გულახდილი, ძალიან <3
არაა საშიში–მეთქი ვეფ ვიტყოდი, მარა ღირს მაგ შიშების გადალახვად, უბრალოდ უნდა მოდუნდე და არც დაელოდო, მიიღო როცა მოვა
და როცა არ ელოდები ზუსტად მაშინ მოდის... :)
ჰო, მაგის მეც მჯერა ^_^
Delete