ნატალიას კარგი 2011 წელი ჰქონდა.
მგონი პირველად მოხდა, რომ შარშან ახალი წლისათვის არანაირი პასუხისმგებლობა არ დაუკისრებია და არ დაუვალებია, ასეთი და ასეთი იყავიო, ჩემი ცხოვრება უკეთესი გახადეო და მისთანანი.
მაშინ ნატალია უბრალოდ ადგა, და შეხვდა ახალ წელს.
მერე თავისთავად მოხდა რაღაცები, და ნატალია მიხვდა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივადაა –
თუ ცხოვრებას კარგი თვალით შეხედავ, ისიც ასევე აღგიქვამს.
თუ ამ სამყაროს მთელი ხმით დაუყვირებ, რომ შენ კარგი გოგო ხარ, აუცილებლად შეგამჩნევს და დაგიჯერებს.
სამყაროს მოეწონა ნატალია.
[ეს არის ძალიან კარგი სიმღერა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ მოვისმინე პირველად და შემიყვარდა. ალბათ, მომავალში ამ წლის ბოლო დღეებს გამახსენებს]
2011 წელი ნატალიას წელი იყო. ასტროლოგიის მიხედვით, და ისეც (:
Saturday, December 31, 2011
Sunday, December 18, 2011
თავგადასავლების მაძიებელთა კლუბი
ბლოგს ბექგრაუნდი შევუცვალე. აღარ მაქვს ლიმნიანი შპალერი. მუქი ლურჯი და ღია მწვანე არც თუ ისე უხდება ერთმანეთს. მაგრამ გადავწყვიტე, ფერთა შეხამებას ერთხელ და სამუდამოდ აღარ მივაქციო ესოდენ დიდი ყურადღება, ინტერნეტში მაინც.
საშობაო განწყობას ვქმნი. ხაზგასმით აღვნიშნავ სიტყვას 'საშობაო', რადგან სწორედ საშობაო განწყობა მაქვს და არა, მაგალითად, საახალწლო. შობაში კი 25 დეკემბერს ვგულისხმობ.
ცოტა ხნის წინ იმ წიგნს ვკითხულობდი, სულაკაურის გამომცემლობამ რომ მაჩუქა. დიანა იანსეს ავღანური დღიურები. ერთი ამოსუნთქვით იკითხება მართლა.
მაგრამ ამის სათქმელად არ მიხსენებია; კითხვისას კიდევ ერთხელ გამიჩნდა მოგზაურობის დაუოკებელი სურვილი, თავგადასავლების, დაუგეგმავი ამბების.
ისე ვლაპარაკობ, თითქოს რამე გამეგებოდეს ან მოგზაურობის ან თავგადასავლების. ერთი–ორი ექსკურსიის გარდა არაფერი გამოცდილება არ მაქვს.
ადამიანებო, ვინც ამას კითხულობთ, არ გინდათ ერთ მშვენიერ შაბათ–კვირას წავიდეთ ასე, თავგადასავლების საძებრად? ჩვეულებრივი ლაშქრობას არ ვგულისხმობ. ავდგეთ, საქართველოს რომელიმე კუთხეში ჩავიდეთ, ვიხეტიალოთ, ადგილობრივები გავიცნოთ და ღამე პროვინციულ სასტუმროში გავათიოთ, ან ვინმე კეთილი ადამიანის სახლში. როგორც დიანა იანსე იტყოდა, ისეთ ადგილას წავიდეთ, საიდან დაბრუნებულებიც, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას სხვა თვალით შევხედავთ.
აუცილებელი არ არის, ეს შაბათ–კვირა უახლოეს მომავალში იყოს. მითუმეტეს ზამთარია და თან, ახალი წლები მოგვიახლოვდა [ახალი წლები – ხაზგასმით მრავლობითში].
ჰოდა, ადექით და ერთ მშვენიერ დღეს მომწერეთ აქ, რომ გინდათ ასე, თავგადასავლების საძიებლად წასვლა. მერე უკვე ყველაფერი ადვილად გამოვა.

Friday, December 16, 2011
სიჩუმე, რომელიც მშვენიერია
გუშინ, როცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან დამირეკეს და ორი წიგნის პრეზენტაციაზე მიმიწვიეს, ხეირიანად არც კი გამიგია, რა წიგნებზე იყო საუბარი, წინასწარ დამწყდა გული, რომ ვერ მივიდოდი.
ვინაიდან ძალიან მინდოდა, რომ ამ პრეზენტაციაზე დავსწრებოდი, გადავწყვიტე ყველაფერი გამეკეთებინა ამისათვის და შევბრძოლებოდი იმ მონსტრს, რომელსაც სამსახური ჰქვია.
ყველაფერი საკმაოდ იოლად გამოვიდა და დღეს 4 საათზე კულტურის სამინისტროს მივაკითხე.
უკვე პრეზენტაციის დაწყებისას აღმოვაჩინე, რომ ზემოთხსენებული ორი წიგნი ინგმარ ბერგმანის "ლატერნა მაგიკა" და შედეთის ელჩის, დიანა იანსეს, "ავღანური დღიურები" იყო.
დიანა იანსე
დიანა ქერათმიანი და ძალიან ლამაზია. ის 2 წელი ავღანეთში მუშაობდა. სწორედ იქ გატარებულ წლებია აღწერილი წიგნში. ჯერ მხოლოდ ორი ფურცელი წავიკითხე, მაგრამ უკვე ძალიან დამაინტერესა. ახლა, როცა ამ პოსტს ვწერ, ერთი სული მაქვს დავამთავრო და საწოლში მოხერხებულად მოვეწყო, რომ კითხვა განვაგრძო.
ინგმარ ბერგმანი
არ ვიცი, სირცხვილია თუ არა, მე რომ მისი არც ერთი ფილმი არ მინახავს. ალბათ არის. ან არ არის, არ ვიცი. დღეს ინტერვიუს ვუყურეთ, რომელიც მის სახლში იყო გადაღებული, პატარა კუნძულზე, სადაც ის სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა. ის ამბობს, რომ ზოგჯერ რამდენიმე დღე ისე გაივლის, არავის ველაპარაკები და ამის შემდეგ ლაპარაკი უფრო სასიამოვნო არისო. თან დასძინა, სიჩუმე მაინც მშვენიერიაო.
მე ამ ეტაპზე არ მესმის, როგორ უნდა იცხოვრო სახლში სრულიად მარტო ისე, რომ ადამიანებთან მინიმალური კონტაქტი გქონდეს და ამით ბედნიერი იყო. ალბათ შარშან ძალიან გავუგებდი ბერგმანს ამ საკითხში.
პ.ს აუცილებლად უნდა ვთქვა აქ, სხვა ბლოგერების დანახვისას როგორ ბედნიერად ვიგრძენი თავი. მაშინ მივხვდი, როგორ მიყვარს ეს ადამიანები. გადაჭარბების გარეშე ვამბობ. წარმოიდგინეთ, ყველა მათგანის ცხოვრებას ვადევნებ თვალყურს ბლოგების და სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით, რეალურად ათასში ერთხელ ვნახულობ, შემთხვევით თუ გამიზნულად, და მაინც, როგორ ბევრი ინფორმაცია ვიცი მათზე.
პ.პ.ს ფოტოაპარატი, რომელიც წაღებული მქონდა, აღმოჩნდა, რომ არც თუ ისე კარგ ფოტოებს იღებდა. ამიტომ, მხოლოდ ერთი სურათი მაქვს, ისიც პერწკლის გადაღებული.

Sunday, December 11, 2011
იასამანში შემწვარი ყარყატი
ერთ–ერთ საინფორმაციო გამოშვებაში ვიღაც ქალი საქართველოს დროშას იქნევს და ყვირის: "მიშა, შენს გამზრდელს ვენაცვალე!"
მე Artificial Love-ს ვრთავ და ვფიქრობ, რომ 90–იანი წლები ბევრად ჯობდა დღევანდელს. მაშინ არ იქმნებოდა სიმღერები [და შესაბამისად კლიპები] საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე და მერე ყოველდღე ტელევიზორში არ ტრიალებდა. ჩვენამდე არ მოდიოდა ხმები, ამერიკის ერთ–ერთ შტატში შეშლილმა ქალმა როგორ მოკლა 2 შვილი.
თუმცა მერე მახსენდება, რომ მაშინაც ვიღაც, შეიძლება ზუსტად იგივე ქალები, ასევე ყვიროდნენ, ოღონდ მიშას ნაცვლად ზვიადის.
რაღაცები შეიცვალა, ბევრი რაღაც. ხალხი იგივე დარჩა. ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული კი სწორედ ხალხის შეცვლა იქნება.
როგორ უნდა შევცვალოთ ხალხი?
მე მინდა სულ ვუსმინო ამ სიმღერას, მაგრამ მეშინია არ მომბეზრდეს. 2 დღის წინ ღამით, სამსახურში მარტო ვიყავი, ვსვამდი მარტინის და თან ხმამაღლა ვმღეროდი –
'ეს უნ ამორ, არტიფისიალ, კე მედისტე'
ძალიან გულით და დრამატულად, რაც ალბათ ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ ვერავინ მხედავდა.
ახლაც ჯიუტად ვუსმენ და ვუსმენ, ვუსმენ და ვუსმენ.
მერე ალბათ იასამანში შემწვარ ყარყატს მოვისმენ, ბეწვით და სისხლით.

Monday, December 5, 2011
სამხრეთ ამერიკაში ვიყავი
სამხრეთ ამერიკაში ვიყავი.
სადაც ყველაფერი აუტანელი ოქროსფერია და დანაშაულის სუნი დგას.
შევასწორებ – სამხრეთ ამერიკაში ვიყავით.
მას ინდიელი წინაპრები ყავდა და ტანს ფერადი საღებავებით იხატავდა.
ის მარიხუანას აღმერთებდა, მე – მას.
ჩვენ ერთად ვეწეოდით, ვსვამდით ტეკილას და ვთვრებოდით.
ღამეებს იაფფასიან ოტელებში ვათევდით, გათიშული ვიძინებდი და დილით მეზიზღებოდა ის თეთრეული, რომელშიც მთელი ღამე გახვეული ვიყავი.
ხანდახან ღია ცის ქვეშ, მიწაზე ვიწექით, ვეწეოდით და ვარსკვლავებს ვუყურებდით. კვამლს მიღმა ჩანდა უამრავი, ხელის ერთ გაწვდენაზე. მინდოდა დამეჭირა, მაგრამ არ გამომდიოდა.
დილაობით თავის ტკივილი მკლავდა. წინა დღის ტეკილა ჯერ კიდევ არ გამოსულიყო ორგანიზმიდან, რომ ახალს ვამატებდით.
ერთ ღამით, მისი წინაპრებივით მოვიხატეთ ტანი და კოცონის გარშემო ვცეკვავდით, თან ბობ მარლის ვმღეროდით.
უკიდეგანო გზებზე დავდიოდით, ქვიშა სახეში გვეყრებოდა და მცხუნვარე, ბლანტი სიცხე თავის ქალას ძვლებს ალღობდა. ხელჩაკიდებული მიმათრევდა, ოფლის წვეთები მოგორავდა მთელ სხეულზე და მისი მკლავიდან ჩემზე გადმოდიოდა. თმა გამიხუნდა და კანი გამიმუქდა.
მის ბრინჯაოსფერ კანთან ჩემი მაინც ფერმკრთალი ჩანდა.
მერე ის თავზეხელაღებული ჩე შეგვხვდა, ხაკისფერი პერანგი ეცვა. ჩვენთან ერთად მოწია და ბევრი გველაპარაკა. ჩვენ ფეხებზე გვეკიდა, მე – განსაკუთრებით. წასვლისას ხელი გულიანად ჩამოგვართვა.
კიდევ ცხელ შოკოლადს ვსვამდი, წიწაკით. მკლავზე რომ დამეწვეთებოდა, ხარბად ვილოკავდი, იმიტომ რომ ვიცოდი, ასეთს ვეღარ დავლევდი.
სამხრეთ ამერიკაში ვიყავი.
ჯანდაბა, ეს მთელი თავგადასავალი იყო.

Subscribe to:
Posts (Atom)