გუშინ, როცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან დამირეკეს და ორი წიგნის პრეზენტაციაზე მიმიწვიეს, ხეირიანად არც კი გამიგია, რა წიგნებზე იყო საუბარი, წინასწარ დამწყდა გული, რომ ვერ მივიდოდი.
ვინაიდან ძალიან მინდოდა, რომ ამ პრეზენტაციაზე დავსწრებოდი, გადავწყვიტე ყველაფერი გამეკეთებინა ამისათვის და შევბრძოლებოდი იმ მონსტრს, რომელსაც სამსახური ჰქვია.
ყველაფერი საკმაოდ იოლად გამოვიდა და დღეს 4 საათზე კულტურის სამინისტროს მივაკითხე.
უკვე პრეზენტაციის დაწყებისას აღმოვაჩინე, რომ ზემოთხსენებული ორი წიგნი ინგმარ ბერგმანის "ლატერნა მაგიკა" და შედეთის ელჩის, დიანა იანსეს, "ავღანური დღიურები" იყო.
დიანა იანსე
დიანა ქერათმიანი და ძალიან ლამაზია. ის 2 წელი ავღანეთში მუშაობდა. სწორედ იქ გატარებულ წლებია აღწერილი წიგნში. ჯერ მხოლოდ ორი ფურცელი წავიკითხე, მაგრამ უკვე ძალიან დამაინტერესა. ახლა, როცა ამ პოსტს ვწერ, ერთი სული მაქვს დავამთავრო და საწოლში მოხერხებულად მოვეწყო, რომ კითხვა განვაგრძო.
ინგმარ ბერგმანი
არ ვიცი, სირცხვილია თუ არა, მე რომ მისი არც ერთი ფილმი არ მინახავს. ალბათ არის. ან არ არის, არ ვიცი. დღეს ინტერვიუს ვუყურეთ, რომელიც მის სახლში იყო გადაღებული, პატარა კუნძულზე, სადაც ის სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა. ის ამბობს, რომ ზოგჯერ რამდენიმე დღე ისე გაივლის, არავის ველაპარაკები და ამის შემდეგ ლაპარაკი უფრო სასიამოვნო არისო. თან დასძინა, სიჩუმე მაინც მშვენიერიაო.
მე ამ ეტაპზე არ მესმის, როგორ უნდა იცხოვრო სახლში სრულიად მარტო ისე, რომ ადამიანებთან მინიმალური კონტაქტი გქონდეს და ამით ბედნიერი იყო. ალბათ შარშან ძალიან გავუგებდი ბერგმანს ამ საკითხში.
პ.ს აუცილებლად უნდა ვთქვა აქ, სხვა ბლოგერების დანახვისას როგორ ბედნიერად ვიგრძენი თავი. მაშინ მივხვდი, როგორ მიყვარს ეს ადამიანები. გადაჭარბების გარეშე ვამბობ. წარმოიდგინეთ, ყველა მათგანის ცხოვრებას ვადევნებ თვალყურს ბლოგების და სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით, რეალურად ათასში ერთხელ ვნახულობ, შემთხვევით თუ გამიზნულად, და მაინც, როგორ ბევრი ინფორმაცია ვიცი მათზე.
პ.პ.ს ფოტოაპარატი, რომელიც წაღებული მქონდა, აღმოჩნდა, რომ არც თუ ისე კარგ ფოტოებს იღებდა. ამიტომ, მხოლოდ ერთი სურათი მაქვს, ისიც პერწკლის გადაღებული.
ბერგმანის კითქვა დავიწყე.. ჯერ მხოლოდ პირველი თავი დავამთავრე, მაგრამ უკვე მომეწონა. ვგიჟდები, ბავშვობის ისტორიების კითქვაზე/მოსმენაზე. ზუსტად კირჩხიბი ავტორის შესაფერისი დასაწყისი იყო. :D
ReplyDeleteჰო, კიდევ შენი ნახვა ძალიან გამიხარდა, არ მეგონა თუ უნდა მოდიოდი. ერთი სული მაქვს, როდის დავამთავრებ ორივე წიგნს, რომ მეც დავწერო ამ თემაზე პოსტი.
ბერგმანის წიგნი გადავშალე თუ არა, პირველივე წინადადებაში ესპანური ვირუსი ეწერა... :/ რაღაცა არსებობს! : ))))
ReplyDeleteრა კარგად დაწერე, მეკიდე ძალიან "პრესულად" და გაბრაზებულად ;დ
ReplyDeleteსულაც არაა სირცხვილი ფილმები რომ არ გაქ ნანახი ;) დარწმუნებული ვარ, წიგნის წაკითხვის შემდეგ, გაცილებით საინტერესოდ უყურებ და სხვანაირად გაიგებ მის კინოს ;)