ნატალიას კარგი 2011 წელი ჰქონდა.
მგონი პირველად მოხდა, რომ შარშან ახალი წლისათვის არანაირი პასუხისმგებლობა არ დაუკისრებია და არ დაუვალებია, ასეთი და ასეთი იყავიო, ჩემი ცხოვრება უკეთესი გახადეო და მისთანანი.
მაშინ ნატალია უბრალოდ ადგა, და შეხვდა ახალ წელს.
მერე თავისთავად მოხდა რაღაცები, და ნატალია მიხვდა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივადაა –
თუ ცხოვრებას კარგი თვალით შეხედავ, ისიც ასევე აღგიქვამს.
თუ ამ სამყაროს მთელი ხმით დაუყვირებ, რომ შენ კარგი გოგო ხარ, აუცილებლად შეგამჩნევს და დაგიჯერებს.
სამყაროს მოეწონა ნატალია.
[ეს არის ძალიან კარგი სიმღერა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ მოვისმინე პირველად და შემიყვარდა. ალბათ, მომავალში ამ წლის ბოლო დღეებს გამახსენებს]
2011 წელი ნატალიას წელი იყო. ასტროლოგიის მიხედვით, და ისეც (:
მაშ, ამ კარგი წლის გაგრძელებას გისურვებ :)
ReplyDelete2012 წელიც საშენო და ტკბილი ყოფილიყოს :*
ReplyDeletemash madloba am karg 2011 wels da ghimilianad vegebebit axal 2012-s :)
ReplyDeleteეს არის ერთერთი ყველაზე მაგარი სიმღერა, რომელიც ყოველთვის შველის... წარმატებულ 2012-ს გისურვებ :)
ReplyDelete