ბლოგს ბექგრაუნდი შევუცვალე. აღარ მაქვს ლიმნიანი შპალერი. მუქი ლურჯი და ღია მწვანე არც თუ ისე უხდება ერთმანეთს. მაგრამ გადავწყვიტე, ფერთა შეხამებას ერთხელ და სამუდამოდ აღარ მივაქციო ესოდენ დიდი ყურადღება, ინტერნეტში მაინც.
საშობაო განწყობას ვქმნი. ხაზგასმით აღვნიშნავ სიტყვას 'საშობაო', რადგან სწორედ საშობაო განწყობა მაქვს და არა, მაგალითად, საახალწლო. შობაში კი 25 დეკემბერს ვგულისხმობ.
ცოტა ხნის წინ იმ წიგნს ვკითხულობდი, სულაკაურის გამომცემლობამ რომ მაჩუქა. დიანა იანსეს ავღანური დღიურები. ერთი ამოსუნთქვით იკითხება მართლა.
მაგრამ ამის სათქმელად არ მიხსენებია; კითხვისას კიდევ ერთხელ გამიჩნდა მოგზაურობის დაუოკებელი სურვილი, თავგადასავლების, დაუგეგმავი ამბების.
ისე ვლაპარაკობ, თითქოს რამე გამეგებოდეს ან მოგზაურობის ან თავგადასავლების. ერთი–ორი ექსკურსიის გარდა არაფერი გამოცდილება არ მაქვს.
ადამიანებო, ვინც ამას კითხულობთ, არ გინდათ ერთ მშვენიერ შაბათ–კვირას წავიდეთ ასე, თავგადასავლების საძებრად? ჩვეულებრივი ლაშქრობას არ ვგულისხმობ. ავდგეთ, საქართველოს რომელიმე კუთხეში ჩავიდეთ, ვიხეტიალოთ, ადგილობრივები გავიცნოთ და ღამე პროვინციულ სასტუმროში გავათიოთ, ან ვინმე კეთილი ადამიანის სახლში. როგორც დიანა იანსე იტყოდა, ისეთ ადგილას წავიდეთ, საიდან დაბრუნებულებიც, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას სხვა თვალით შევხედავთ.
აუცილებელი არ არის, ეს შაბათ–კვირა უახლოეს მომავალში იყოს. მითუმეტეს ზამთარია და თან, ახალი წლები მოგვიახლოვდა [ახალი წლები – ხაზგასმით მრავლობითში].
ჰოდა, ადექით და ერთ მშვენიერ დღეს მომწერეთ აქ, რომ გინდათ ასე, თავგადასავლების საძიებლად წასვლა. მერე უკვე ყველაფერი ადვილად გამოვა.
სულ მაგაზე ვოცნებობ, რომ მოვიკიდო ზურგჩანთა და დავიარო მთელი საქართველო, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა...
ReplyDeleteრა მაგარი დიზაინია :))) ^^
ReplyDeleteაი ახლა მომინდა ნაძვის ხის მორთვა, აქამდე რაღაც ხასიათზე არ ვიყავი <3
ნატალია,
ReplyDeleteეხლა შემოვიხედე შენს ბლოგზე, წავიკითხე რამდენიმე შენი ამბავი და გავიფიქრე, რომ ძალიან ჩემეულია:) სამწუხაროდ მე ასე სადად და გულშიჩამწვდომად წერა არ შემიძლია:( შენ არაჩვეულებრივად გამოგდის!
რაც შეეხება ხეტიალს, უდიდესი სიამოვნებით წავხეტიალდებოდი შენტან ერთად სადმე, თუნდაც უახლოეს ან ცოტა შორეულ რომელიმე შაბათკვირას :) იმედია გამოვა ამ ჩანაფიქრიდან რამე! :))
Anonymous, ძალიან დიდი მადლობა, ეს ყველაფერი რომ მითხარი :) ხეტიალს რაც შეეხება, ყველაფერი სერიოზულად დავწერე აქ, ვისაც ენდომება, აუცილებლად უნდა შემომიერთდეს კლუბში :)
ReplyDeleteმეც გულწრფელად და სერიოზულად მუდამ მზად ვარ ახალი თავგადასავლებისთვის, მითუმეტეს საინტერესო ადამიანებთან ერთად:) ფაცებუკში მოვიწონე შენი გვერდი და თუ რამე დაიგეგმა იმედია იქ ვნახავ:)
ReplyDeleteრა სასაცილო იქნებოდა ჩემი და შენი ერთობლივი თავგადასავალი.
ReplyDeleteრა საყვარელი დიზაინია და როგორ მომნატრებიხარ.
დანარჩენი ხვალ საღამოს :************