Wednesday, January 4, 2012

And please, sir, make it whiskey. I have no head for wine

    წინასწარ შევთანხმდეთ, რომ ყოველი მცდელობა, რამე ჩვეულებრივი პოსტი დავწერო და ელემენტარული ამბავი მოვყვე, ყოველთვის კრახით მთავრდება და სადღაც გადავდივარ. ვიწყებ საუბარს იმაზე, თუ როგორ ვიგრძენი თავი ამ ამბის მსვლელობისას.

ჰორმონები.

   აი ეხლაც, ვზივარ, ვუსმენ მუსიკას და ვფიქრობ. კონკრეტულად არაფერზე.

მინდა მანქანაში ვიჯდე და ღამის თბილისში მივდიოდე.



   მანქანაში სასიამოვნოდ თბილა, თავი მაქვს მიდებული საზურგეზე, გვერდულად ვზივარ და გარეთ ვიყურები. გარეთ ბევრი სინათლეა და ერთმანეთს ცვლიან შუქ–ჩრდილები. საუნდტრეკი ეს სიმღერაა [რომელიც აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენც, ახლავე].

   შეიძლება სადმე პაბში ვიჯდე და ვისკის ვსვამდე. [ჯანდაბა, ვისკი კარგი იდეაა]. ალბათ სიგარეტის სუნი იდგება და ჩემს თმას გაჟღინთავს.

    გიორგი პირველი იდეალური კაცია, გეუბნებით. რა ჯანდაბად უნდოდა ის უმადური შორენა. დავსხდებოდით და ერთად მოვწევდით თრიაქს, თან ნიკ ქეივს მოვუსმენდით.

  მერე ჩავიცვამ ლურჯ შარვალს, ყვითელ ფრიალა პერანგს და შუა ქუჩაში ვიცეკვებ.

 მანამდე კი, I smile and sip my opium tea.
 

5 comments:

  1. როგორ მაინტერესებს, რისი ზემოქმედების ქვეშ წერ ამ პოსტებს :D მხოლოდ ჰორმონებს ტყუილად ნუ დააბრალებ, არ მჯერა! :))

    ReplyDelete
  2. მაგალითად ეს პოსტი, ზემოთმოყვანილი სიმღერის ზემოქმედების ქვეშ დაიწერა :)) :დ

    ReplyDelete
  3. გიორგი იდეალური მაჩოა, ცუდი ბიჭი, ძუძუებზე რომ იკბინება და შორენა კიდევ არ იყო ეგეთი გოგო :))) ყოველ შემთხვევაში, აშკარად გამოსული იყო იმ ასაკიდან, ცუდი ბიჭები და კბენები რომ მოსწონთ გოგოებს.

    ძალიან მაგარი პოსტია და არც ეცადო, ჩვეულებრივი რამე დაწერო.

    :*

    ReplyDelete
  4. ნატ გიორგი კი არის იდეალური, მაგრამ არაიდეალურ დროს დაიბადა, ან უბრალოდ რამოდენიმე საუკუნით ავცდით :)

    ReplyDelete
  5. Anonymous, მაგას ვჩივი მეც :))

    ReplyDelete