Saturday, August 27, 2011

Every Summer Has a Story

შარშან Wonderland-ში ვიყავი.

როცა განვლილ დროს გადახედავ, მაშინ ხვდები, როგორ იცვლები. ხვდები, რომ უფრო მიუახლოვდი სასურველ მე-ს.

არ ვიცი, თქვენ გყავთ სასურველი მე?

გადახედავ ცხოვრებას და ხვდები, რომ ხშირად შემთხვევითობა წყვეტს ადამიანების ბედს.  ის, რასაც გუშინ ვერ აკეთებდი, დღეს გააკეთე, იმიტომ, რომ ასე გახდა საჭირო. როგორი ადამიანიც არ უნდა იყო, რა ადგილიც არ უნდა გეკავოს საზოგადოებაში, შენი წილი ცხოვრება გაქვს, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის.


შარშან Wonderland-ში ვიყავი.

იქ ყველაფერს თავის დატვირთვა ჰქონდა. დღეები ძალიან გავდა ერთმანეთს, მაგრამ ყველა დღე კარგად მახსოვს. მახსოვს, რომ 19 აგვისტოს საღამოს ტყეში ვიყავით და დაბინდებისას წამოვედით.  ქარი ამოვარდა და თითქმის სირბილით მოვდიოდით, რომ დროზე შეგვეფარებინა სახლისთვის თავი. გზაში ბებო შემოგხვდა, ჩვენ საძებნელად წამოსულიყო. სახლში რომ ავედით, ცხელი ჩაი დავლიე.
24 აგვისტოს კი მეზობელთან კარტოფილის ხინკალი გავაკეთეთ. ზუსტად ასეთი ამინდი იყო, როგორც დღეს - მოღრუბლული, მზე ხანდახან გამოანათებდა. აივანზე ვისხედით, გოგოები სოფლის ძველ ამბებს იხსენებდნენ და თან ხინკალს ახვევდნენ.

მაშინ ძალდაუტანებლად მომწონდა ჩემი მე. ზოგადად, მძულს ისეთი მომენტები, სადაც საკუთარი თავის მართვა მიწევს. იქ არ მიწევდა.

თქვენც ფიქრობთ, რომ არსებობს იდეალური გარემო ერთ კონკრეტულ ადგილზე, ოღონდ გარკვეული დროით? ანუ, მერე ყველაფერი ისევ ისე რომ გხვდება, მაგრამ you just don't feel that way anymore.
  
მივხვდი, რომ არაფერი მეორდება.



პ.ს  ეხლა ის შეგრძნება მაქვს, პოსტს რომ დაწერ, გადახედავ და გაიფიქრებ "ჯანდაბა, ეს როგორ დავაპაბლიშო?"

8 comments:

  1. თქვენც ფიქრობთ, რომ არსებობს იდეალური გარემო ერთ კონკრეტულ ადგილზე, ოღონდ გარკვეული დროით?
    კი ვფქირობ, ნატალია, ზუსტად მასეა. და ჩემდა საბედნიეროდ, ასეთი რამდენიმე ადგილი იყო ჩემს ცხოვრებაში.

    ჩვენ დღეს ამინდებზე დავწერეთ პოსტები :)

    ReplyDelete
  2. მიყვარს წვიმები და შენი, როდრიგოს წვიმიანი პოსტები.


    ალბათ მეც ვარ სადმე ეგრე ბუნებრივად. ოღონდ რათქმაუნდა ეს "სადმე" თბილისი არ არის.

    ReplyDelete
  3. არაფერი მეორდება, მაგრამ ახლა სხვაგან შეგიძლია იპოვნო ისეთი შენი თავი, როგორიც მაშინ მოგწონდა.

    ReplyDelete
  4. ki, myavs me sasurveli me
    axlos var, mara jer bolomde iseti ver var :)

    ReplyDelete
  5. მე არ მყავს სასურველი მე :))) :/// თუ მყავს?

    ამ პოსტში მე სულ სხვა თემამ მიმიზიდა:

    ნატალია, კარტოფილის ხინკალს მერე ერბოთი ჭამთ თუ კარაქით???? აააა, იცი, როგორ მიყვარს? სოფელში, ზაფხულობით ვახვევდით ხოლმე მე და ლილუ, მერე ნამდვილ სოფლის ერბოს გავადნობდით და იმაში ვაწებდით კარტოფილის ხინკალს, რომელსაც არანაირი სხვა ხინკალი შეედრება მსოფლიოში.

    ReplyDelete
  6. ბაბისა, მეც ეგრე ვარ ზუსტად. პრინიცპში, ბოლომდე სასურველი მე ვერც გახდები ალბათ :) დროთა განმავლობაში ახალ მოთხოვნებს ვუყენებთ საკუთარ თავს და ამიტომ :)

    სოფი, არც კარაქით და არც ერბოთი :პ დაჩით :პ და ძალიან, ძალიან მიყვარს. თან ბებო ძალიან გემრიელს აკეთებს, პაწაწუნა და ლამაზი ხინკლებია :))

    ReplyDelete
  7. მე ბევრნაირი სასურველი მე მყავს, სასურველიც არ ქვია, ვარ ხოლმე ხან ისეთი, ხან ასეთი :) კი არ ვთამაშობ, უბრალოდ არ შემიძლია სულ ერთნაირი ჩემი თავის ატანა :დ
    როგორც შენ წერ, ძალდატანების გარეშე მხოლოდ ასე მომწონს ხოლმე ჩემი მე )

    ReplyDelete
  8. ვეთანხმები ფრეიას.

    ReplyDelete