Monday, April 13, 2009

არდადეგები


ეს კვირა ვისვენებ, სააღდგომო არდადეგები მაქვს. ახალი წლის მერე ველოდები ამ დღეებს, როგორც იქნა მოვიდა, მაგრამ რა?

დილით 12 საათამდე მეძინა, პირველზე ძლივს ავდექი, შედეგი – მთელი დღეა თავი მტკივა. გადავწყვიტე მემკურნალა და უკვე 3 ჭიქა ყავა მაქვს მიღებული, ჯერ 7 საათია, ამიტომ ეს ციფრი ალბათ გაიზრდება, შედეგი – გულის ფრიალი.

მთელი დღეა საქმე ვერ გამოვნახე, ამიტომ იმას ვაკეთებ, რასაც ყველაზე ნაკლები ენერგია ჭირდება – ვჭამ. შედეგი – ვმძიმდები პროგრესულად.

ჰაუსის მე–17 სერიას ვუყურე წეღან. კაცზეა, რომელსაც მარცხენა ჰემისფერო აქვს დაზიანებული და ყველაფერს პირდაპირ ამბობს, რასაც ფიქრობს. სულ ვოცნებობდი ასეთი ვყოფილიყავი. მერე რა, რომ ბევრ ადამიანს ვისაც ვიცნობ, ჩემთან ურთიერთობის სურვილი აღარ ექნებოდა, სამაგიეროდ სულ სიმართლეს ვიტყოდი [თუმცა ზოგიერთი აზრი უნებურადაც მოდის თავში და იმათი გახმოვანება არ იქნებოდა მიზანშეწონილი მაინც :D]. ეს სურვილი უკუვაგდე ისევ, ძალიან ურცხვი ვიქნებოდი და ბევრ ადამიანს კი არა, ყველას დავკარგავდი.

ჰაუსის მერე მედიცინის სიყვარული მომეძალება ხოლმე. ხოდა შვარცს გადავხედე, კერძოდ ნეიროქირურგიას, ჩემს ალბათ განუხორციელებელ ოცნებას, მაგრამ მალევე გამიქრა ნებისყოფა და ჩავკეცე სასწრაფოდ.

დასკვნა გავაკეთე, რომ ისევ სწავლა ჯობია, ამიტომ ვიწყებ დღეების თვლას – სწავლის დაწყებამდე დარჩა 7 დღე : )

არადა, ვიცი რომ მერე მომენატრება ეს დრო :მო:

პ.ს მადლობა კუდას, რომელიც ჩემი ერთადერთი მკითხველია :*

4 comments:

  1. samedicinoze swavlob Tu ubralod mogfwons medicina?

    ReplyDelete
  2. -ntvare-

    samedicinoze vswavlob ki, V kursze var : )

    ReplyDelete
  3. -ntvare-

    ამ ბოლო დროს გავხდი :) ფორუმ.გე–ს ვგულისხმობ :)

    ReplyDelete