Wednesday, April 29, 2009

Added Reminders

   დღეს ახალი პუნქტი დაემატა ჩემს ლისტს, თან სრულიად მოულოდნელად, რაზეც ცოტა ქვემოთ დავწერ :)

   დილით გადავწყვიტე რომ ვარჯიშის პუნქტი სისრულეში მომეყვანა და რკინიგზის საავადმყოფოში ფეხით წავედი. ნახევარი საათით ადრე გავედი, მოღრუბლული კი იყო, მაგრამ არ ციოდა, სასიამოვნო იყო დილის სუფთა ჰაერი. ზუსტად 25 წუთში მივედი, თან გზად ქურთუკი გავიხადე ისე დამცხა, და ჩემი ჯგუფელის შეძრწუნება გამოვიწვიე. ლექციაზე ლექტორი რაღაცეებს გვეკითხებოდა, მეც ვუპასუხე და სე მითხრა, წაკითხული არ გაქვს, წინა ლექციაზე ყური მოგიკრავსო [არადა წაკითხული მქონდა], მე გავბრაზდი და მერე ხმა საერთოდ აღარ ამომიღია. სამაგიეროდ, ჩემს ცოდნაში ეჭვის შეტანა ყოველთვის დიდ სტიმულს მაძლევს ხოლმე და დღეს ვაპირებ კუჭის წყლულის გართულებები კარგად ვისწავლო :))


   სახლში ჯგუფელი გამოვიყოლე, ჭამა–[ყავის]სმის შემდეგ მეორე ჯგუფელმა დაგვირეკა, რუსთაველზე გამოდითო და გავედით, საჯაროში უნდა დავრეგისტრირებულიყავით. თავისუფლებაზე უამრავი სკანის დანახვამ ცოტა შემაშინა, ტვ–ში არ ჩანდა ამდენი თუ იყო, აი რაღაცნაირი გარემო და სიტუაციაა, დამთრგუნველი. 

   ბიბლიოთეკაში ფოტოების გადაღების და სხვა პროცედურების შემდეგ გადავედით გერმანულ ნაწილში. მე გერმანულის ანბანიც კი არ ვიცი და ისე გავყევი ბავშვებს. წიგნების შესარჩევად რომ ავედით, მოულოდნელად დამებადა გენიალური იდეა, რომ დამეწყო გერმანულის შესწავლა, ხოდა მივადექით ახალ პუნქტსაც – მე კიდევ ერთი ენის სწავლას ვიწყებ :)) მოკლედ, გამოვიტანეთ წიგნები ჩემთვისაც, უუმარტივესი, მაგრამ ჩემთვის სრულიად გაუგებარი ჯერჯერობით :D

   კვლავ ავიარეთ საკნების ქუჩა და მაკდონალდსში ავედით, ვინაიდან ფული არ გვქონდა, ჩამოსასხმელი ნაყინები ავიღეთ მხოლოდ, 2 წუთში შევჭამეთ და იქვე დავიწყეთ გერმანულში მეცადინეობა, მე წამაკითხეს რაღაც სიტყვები, სულ ინგლისურში მეშლებოდა და შეცდომით ვკითხულობდი :)) ხვალისთვის დავალებაც მომცეს და უცებ ერთ–ერთ ჯგუფელს გაახსენდა რომ დღეს მორიგე იყო, დავიშალეთ და ძალიან დაღლილი მოვედი სახლში, ფეხები მტკივა ბევრი სიარულისგან :D

Monday, April 27, 2009

Just a reminder

    ჩემი სიზარმაცე უკვე სასოწარკვეთილებაში მაგდებს.. მინდა დავინახო, რომ რაღაცას ვაკეთებ მომავლისთვის, ძალიან მინდა, მაგრამ ვერ ვხედავ, ვ ე რ ა ფ ე რ ს.

   ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს რომ დღის რეჟიმი არ მაქვს. არ ვგულისხმობ დილით ადრე გაღვიძებას და ღამით ასევე ადრე დაწოლას და ა.შ უბრალოდ მინდა, დაახლოებით მაინც ვიცოდე, რას გავაკეთებ მეორე დღეს, მხოლოდ და მხოლოდ მეორე დღეს. ამიტომ, ვითარების გამოსასწორებლად, გადავწყვიტე ჩამოვწერო კვირის განრიგი, იქნებ ნაწილობრიც მაინც მიშველოს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ რაც კი დამიგეგმავს ცხოვრებაში, თამამად შემიძლია ვთქვა რომ ჯერ არაფერი შემისრულებია. 

მაშ ასე, მინდა რომ:

 – ვიმეცადინო რეგულარულად [თან წიგნიც ვიყიდე ქირურგიის და ქსეროქსებთან შედარებით ესეც სტიმულია]. უკვე დროა გამოცდებისთვისაც დავიწყო მზადება. 
– კვირაში 3–ჯერ მაინც ვივარჯიშო [ნუ, გაზაფხული მოვიდა და თხელ ტანსაცმელში უკვე ყველაფერი ჩანს..]
– ვიმეცადინო ესპანურში კვირაში 4–ჯერ, დღეში 1 საათი მაინც.
– უფრო მეტი ვიზრუნო თვითგანვითარებაზე [აქ ბევრი ქვეპუნქტებია]
– მოვიშორო კომპლექსების ნაწილი მაინც [პრინციპში ეს ზედა პუნქტის ქვეპუნქტია]
– იქნებ მოვახერხო და კვების რაციონში სუულ ცოტათი მაინც შევზღუდო ტკბილეული. 
– უკვე დავფიქრდე მომავალ პროფესიაზე, იქნებ რამენაირად ჩამოვყალიბდე რა განხრით მინდა სწავლის გაგრძელება 
– კიდევ რა მინდოდა.. ა, ხო, ოჯახის წევრებს უფრო თბილად მოვექცე 
– მეძინოს დღე–ღამეში 8 საათი, რომ ამ ყველაფრის შესრულების თავი მქონდეს. 

პ.ს კვირის კი არა, წლის განრიგი გამომივიდა :D 

Saturday, April 25, 2009

Sweet Surrender

როგორც იქნა გრეის ახალი სერია გამოვიდა, სათაურში ხსენებული სახელწოდებით. ვუყურე და დავითრგუნე.

იზის ავადმყოფობა გულს მიკლავს, ძალიან მაინტერესებს რას უპირებენ სცენარისტები - რამე სასწაულს მოახდენენ, იზი კიბოსგან განიკურნება და მსახიობი დარჩება სერიალში, მოკვდება თუ უბრალოდ სერიალს დაამთავრებენ მანამდე?

ქართველი რომანტიკოსებივით წარსულს მივტირი სულ და ძველი სერიები და პერსონაჟები მენატრება, თან დღეს განწყობაც ისეთი მაქვს, რომ ყველაფერს მუქ ფერებში ვხედავ.

დღეს გამიჩნდა რამდენიმე კითხვა – რატომ გახდა ბეილი ასეთი მილაშკა? რატომ არის კელი ლესბიანკა? და რატომ გადაიწია ჯორჯმა მეორე პლანზე?

მინდა – ბეილი დაუბრუნდეს ისევ ზოგად ქირურგიას, კელი ჯობია თუ საერთოდ წავა სერიალიდან [არასდროს მომწონდა ეს პერსონაჟი], ჯორჯი კი რავიცი, მაგალითად გახდეს იმ მედდის BF ადრე რომ მოწონდა, ან უბრალოდ უფრო ხშირად ჩანდეს ეპიზოდებში.

ისეთი გაბრუებული ვარ მთელი დღე, მგონია ეს ესაა გადმოვედი საწოლიდან, გონების კონცენტრირებასაც ვერ ვახდენ, ყავაც აღარ არის მგონი, 1 ჭიქა კი დავლიე მაგრამ უშედეგოდ. 'ცისფერი მთები' გადის ტვ–ში, ზუსტად ჩემს ტვინშიც ასეთი გაუგებრობა და არეულობაა, ალბათ პახმელიაზე რომ არის ხალხი, ასე გრძნობს ხოლმე თავს.

დღეს მინდა ე.წ 'ხნა' დავიდო თავზე, მაგრამ ალბათ დამეზარება და ხვალისთვის გადავდე უკვე.

გაიტანეთ გრენლანდია!

Friday, April 24, 2009

წიგნის ფესტივალი

მოგეხსენებათ რომ 23 აპრილს წიგნის დღეა, და სამედიცინოში წიგნის ფესტივალი გაიმართა. მე წინასწარ ვიცოდი ჩემი მეგობრისგან, თან მითხრა შენც უნდა ჩაგრთოო და ამიხსნა მოკლედ რა იგეგმებოდა.

გუშინ დილით კი, ვიღვიძებ და მხვდება საშინელი წვიმა! [არადა სამედიცინოს ეზოში უნდა ყოფილიყო წიგნების გაყიდვა]. ჯერ ლექციებზე გავიქეცი, რკინიგზის საავადმყოფოში [თან სადღაც გულში ძალიან მეზარებოდა ასეთ ამინდში გარეთ გასვლა], ლექციას თავი წარმატებით გავართვით და ჯგუფელის ღვთისგან მოვლენილი მანქანით წავედით სამედიცინოზე.

მისვლისას მხოლოდ თვალი მოვკარი რომ შემაერთებელში ბევრი წიგნი იყო, მერე აღარ მინახავს საერთოდ, ვინაიდან გამოსვლის საშუალება აღარ მომეცა.

ბიბლიოთეკაში შევედი თუ არა, ზემოთხსენებული მეგობარი მეცა და ქურთუკს მხდიდა, მაისური ჩაიცვიო, რომელზეც 'ვიტამინის' [ვისი ორგანიზებულიც იყო ფესტივალი] ლოგოა გამოსახული. მოკლედ, მე მევალებოდა სიების შედგენა ცოცხალი წიგნების მკითხველების ['წიგნების' შესახებ უფრო ვრცლად ქვემოთ მოგახსენებთ].

'წიგნები' იყვნენ ადამიანები, რომლებთანაც დაჯდებოდი და 'კითხულობდი'; ანუ ის გიყვებოდა თავის წიგნს, მაგალითად დეფი გოგიბედაშვილი კითხულობდა თავის ლექსებს, ცაგარელი ასტროლოგიაზე საუბრობდა და ა.შ

როგორც საქართველოში ხდება ხოლმე, წესრიგმა და სიის მიხედვით ასვლამ 15 წუთს გასტანა, მერე უკვე ერთ 'წიგნთან' 10 კაცი იჯდა და 'კითხვამ' გლობალური სახე მიიღო.

თავიდან ზევით რა ხდებოდა აზრზე არ ვიყავი, ვიჯექი ჩემთვის და სიებს ვადგენდი, მაგრამ სურვილი გამიჩნდა მეც ამეხედა და რომ ავედი აღარც ჩამოვსულვარ. თუმცა ჩემს ქვემოთ ჯდომას აზრი აღაც ქონდა.

ცაგარელთან სრული ანშლაგი იყო, ყველაზე ბევრი ხალხი მასთან და დეფისთან ისხდნენ და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გივი სიხარულიძესთან.

მე ზალიკო სულაკაურს მივუჯექი, ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანია, ბევრი გველაპარაკა, ადგომა აღარ მინდოდა :)

მერე ჯუმბერ ლეჟავასთან გადავინაცვლე, ცოტახნით მარტო მომიწია ჯდომა და მომიყვა რა უნდა გააკეთოს დამწყებმა მოგზაურმა, ერთგვარი ტუტორიალი იყო ჩემთვის. მერე სხვებიც შემოგვიერთდნენ. ძალიან საინტერესო ადამიანია და კარგი მოსაუბრე. 40 000 გვერდიანი ნაშრომი მაქვსო [ყოველდღიური ჩანაწერები მოგზაურობისას] და უფულობის გამო ვერ გამოცემს. [და 70 000 ფოტო აქვს კიდევ :O]

მე მეტი არავისთან ვყოფილვარ სამწუხაროდ, ერთადერთი ამის გამო მწყდება გული.

ძალიან პოპულარული იყო ასევე სანდრო ლორთქიფანიძე, ახალგაზრდა პოეტი, იგივე 'ჩე'

ცოცხალი წიგნების შემდეგ იყო პოეზიის საღამო, სადაც ძალიან მშიერი ვიჯექი და მხოლოდ რამდენიმე პოეტს მოვუსმინე, ვინც ხმამაღლა კითხულობდა იმათ :ლოლ:

მიუხედავად შიმშილისა, ჩემი ტვინი მაინც მუშაობდა და რამდენიმე პოეტი 'აღმოვაჩინე' – ზემოთხსენებული 'ჩე', რომელსაც მართლა კარგი ლექსები აქვს, ზურა რთველიაშვილი, რომლის ლექსებზეც მბურძგლავდა [ძალიან კარგად კითხულობდა] და შოთა იათაშვილი, რომლის 'წაკითხვაც' არ მეღირსა :D

მერე იყო ალაფურშეტი, [ოღონდ პოეტები გაისტუმრეს ჯერ] მხოლოდ ორგანიზატორების და დამხმარეებისთვის, სადაც ძალიან ბევრი ვჭამე, მთელი დღის მშიერმა და დაღლილმა :D

სამწუხაროდ ფოტოები არ მაქვს, ალბათ დავა–update–ებ და დავდებ მერე.

Friday, April 17, 2009

Stars Without Make Up

ინტერნეტში ვიპოვე რამდენიმე დღის წინ - ჟურნალმა ELLE გარეკანისთვის გადაიღო რამდენიმე ვარსკვლავი მაკიაჟის გარეშე.

enjoy :)

სოფი მარსო

ევა ჰერციგოვა

მონიკა ბელუჩი

მე სამივე ძალიან მომწონს : )

Tuesday, April 14, 2009

Artificial Love

სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ეს სიმღერა [უფრო სწორედ, აღმომაჩენინეს].

ჯერ ის გამიკვირდა რომ ქართული იყო, მერე ის რომ სერგი გვარჯალაძე ასრულებდა. საოცარი ხმა აქვს, აი მოაქვს რაღაც, ემოცია..

მმ.. ძალიან მაგარია, აღმოჩნდა რომ მე სერგის შესახებ არაფერი მცოდნია, ვაფასებ დღეიდან : )

Artificial Love

Seriously?

მე და ჩემი მეგობარი ხშირად ვოცნებობთ, ძირითადად ჩვენს მომავალ პროფესიაზე. რაც, ალბათ ჩეულებრივი ამბავია – სად ვიმუშავებთ, ვინ რა სფეროში წავალთ და ა.შ მაგრამ ზოგჯერ ძალიან ირეალურ სამყაროში გადავიჭრებით ხოლმე და პარალელებს გრეის ანატომიასთან ვავლებთ, კერძო, ვოცნებობთ რომ –

– რეზიდენტურა გავიაროთ ისეთ კლინიკაში როგორიც არის SGH [Seattle grace hospital].

– ვიცხოვროთ ერთ სახლში, როგორც მერედიტი, იზი და ჯორჯი ცხოვრობდნენ.

– ისეთივე სიმპატიური ლექტორი თუ მასწავლებელი გვყავდეს როგორიც მარკ სლოუნია :))

– დავესწროთ იმდენ ოპერაციას, რამდენსაც გრეის ინტერნები ესწრებიან

– ჰოსპიტალთან გვქონდეს ჯოს ბარის მსგავსი დაწესებულება

და მერე წარმოვიდგენთ, თუ რა მაგარია დილით რომ გაიღვიძებ, სწრაფად ჩაიცვამ, ჩაირბენ სამზარეულოში, აიღებ ჭიქა ყავას [დიდი მეტალის ჭიქები რომაა ისეთი ] და გაიქცევი კლინიკაში.

ან, 48 საათის მორიგეობის მერე რომ გამოხვალ კლინიკიდან და დაღლილი წახვალ სახლში [home, sweet home] სადაც მეგობრები ჩიფსებს და ლუდს მიირთმევენ და შენც შეუერთდები..

რაც გრეის ყურება დავიწყე, დაავადებული ვარ ამ სერიალით, თავიდან ჩემს გარშემო არავინ უყურებდა, მაგრამ მერე როგორც იქნა დაიწყო ჩემმა მეგობარმა და ოცნებაში მეწყვილეც გამომიჩნდა :)

გავარჩიეთ ვინ რომელ პერსონაჟს გავს. ქრისტინას მაგონებო მე სე მითხრა. ნუ რავიცი, თავიდან ძალიან შევიცხადე, მერე რომ დავაკვირდი მართლა ვგავარ [გარეგნობით არა]. მეგობარი იზის გავს. როგორც გავარკვიეთ. მართლა ასეთია, რაღაცა სულ happy და ხალხის გაღიმებას რომ ცდილობს და მისთანანი :)

ქრისტინა კარგი ვარიანტია ჩემთვის –ჭკვიანია, ნიჭიერი და თუ მთლად ბერკივით მაგარ ქირურგს შევუყვარდები, როგორც იტყვიან, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს :D

და ბოლოს – მაისურიც კი გამოუშვეს, გრეის ამ ყველაზე ცნობილი ფრაზის –

Monday, April 13, 2009

არდადეგები


ეს კვირა ვისვენებ, სააღდგომო არდადეგები მაქვს. ახალი წლის მერე ველოდები ამ დღეებს, როგორც იქნა მოვიდა, მაგრამ რა?

დილით 12 საათამდე მეძინა, პირველზე ძლივს ავდექი, შედეგი – მთელი დღეა თავი მტკივა. გადავწყვიტე მემკურნალა და უკვე 3 ჭიქა ყავა მაქვს მიღებული, ჯერ 7 საათია, ამიტომ ეს ციფრი ალბათ გაიზრდება, შედეგი – გულის ფრიალი.

მთელი დღეა საქმე ვერ გამოვნახე, ამიტომ იმას ვაკეთებ, რასაც ყველაზე ნაკლები ენერგია ჭირდება – ვჭამ. შედეგი – ვმძიმდები პროგრესულად.

ჰაუსის მე–17 სერიას ვუყურე წეღან. კაცზეა, რომელსაც მარცხენა ჰემისფერო აქვს დაზიანებული და ყველაფერს პირდაპირ ამბობს, რასაც ფიქრობს. სულ ვოცნებობდი ასეთი ვყოფილიყავი. მერე რა, რომ ბევრ ადამიანს ვისაც ვიცნობ, ჩემთან ურთიერთობის სურვილი აღარ ექნებოდა, სამაგიეროდ სულ სიმართლეს ვიტყოდი [თუმცა ზოგიერთი აზრი უნებურადაც მოდის თავში და იმათი გახმოვანება არ იქნებოდა მიზანშეწონილი მაინც :D]. ეს სურვილი უკუვაგდე ისევ, ძალიან ურცხვი ვიქნებოდი და ბევრ ადამიანს კი არა, ყველას დავკარგავდი.

ჰაუსის მერე მედიცინის სიყვარული მომეძალება ხოლმე. ხოდა შვარცს გადავხედე, კერძოდ ნეიროქირურგიას, ჩემს ალბათ განუხორციელებელ ოცნებას, მაგრამ მალევე გამიქრა ნებისყოფა და ჩავკეცე სასწრაფოდ.

დასკვნა გავაკეთე, რომ ისევ სწავლა ჯობია, ამიტომ ვიწყებ დღეების თვლას – სწავლის დაწყებამდე დარჩა 7 დღე : )

არადა, ვიცი რომ მერე მომენატრება ეს დრო :მო:

პ.ს მადლობა კუდას, რომელიც ჩემი ერთადერთი მკითხველია :*

Tuesday, April 7, 2009

Another Sunday

ჩემი ერთერთი ოცნება ასრულდა, და ერთგვარ ლაშქრობაზე ვიყავი კვირას. მარშრუტი მოკლე იყო, მაგრამ დასაწყისისთვის ესეც საკმარისია.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ორიოდე კვირის წინ ჯგუფელმა შემოგვთავაზა, ჩემი დაბ.დღე მცხეთაში გასეირნებით აღვნიშნოთო. იდეა ყველას მოგვეწონა და კვირას დილით დიდუბეში შევიკრიბეთ, ავიღეთ ბილეთები და გავემგზავრეთ მცხეთისკენ. სვეტიცხოველი–სამთავროს მოვლის შემდეგ, ტაქსით ავედით ჯვარზე და აქედან დაიწყო ყველაზე საინტერესო ნაწილი – ფეხით წამოვედით თბილისისკენ, ტრასით :D

ნუ, გზაზე იყო გაოცებული სახეები საჭეებთან, ალბათ მანამდე არავის შეხვედრია მცხეთის ტრასაზე 8 გოგო ერთად მიმავალი და თან ძალიან ბედნიერები :D

დაღლილობის მიუხედავად, ყველა ძალიან კმაყოფილი იყო და არ ვიმჩნევდით :P თან, ქვემოთ ლობიანები, შებოლილი სულგუნი და კიდევ სხვა რაღაც–რუღაცეები გველოდებოდა და სტიმული დიდი იყო :D

ჩამოვაღწიეთ ძალიან დაღლილებმა და დამშეულებმა, მერე იყო სმა–ჭამა დიდად შესარგი, სადღეგრძელოები და რაღა თქმა უნდა ბევრი სიცილი :)

როგორ არ გავდა ეს კვირა წინა პოსტში აღწერილ კვირას :user: