Were you told as a child how cruel the whole world can be? Did Anybody ever tell you that?
ჩვენ აუცილებლად უნდა გავაფრთხილოთ ბავშვები, რომ ცხოვრება წლების მომატებასთან ერთად უფრო და უფრო რთულდება და მარტივი აღარაფერი რჩება. ის მზიანი და ვარდისფერი სამყარო, რომელსაც თავისი ფართო თვალებით ხედავენ ახლა, მალე რუხი გახდება. მათი პატარა, სუსტი მხრები უკვე გრძნობენ სიმძიმეს, რომელიც ნელ–ნელა აწვებათ.
ჩვენ ყველამ უნდა ვუთხრათ ბავშვებს, რომ ისინი არასდროს გაიზრდებიან. 25 წლის ასაკშიც ისევე მოუნდებათ დედის მკერდში თავჩარგულს გულამოსკვნილი ტირილი, როგორც 5 წლისას. მათ გაზრდილ ტვინებშიც ისეთივე სურვილები დარჩება, რაც პატარაობაში იყო, უბრალოდ გააცნობიერებენ, რომ ეს სურვილები არ ახდება.
წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ, რომ მერე თავად აირჩიონ, გაიზარდონ თუ მოკვდნენ.
უნდა იცოდნენ, რომ დიდებსაც ისევ მოუნდებათ წვიმაში სირბილი და გუბეებში ჭყაპუნი, თოვლში გუნდაობა, დამალობანას თამაში [ეს უკანასკნელი, პირიქით, განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც შეიძენს], ისევ მოუნდებათ, რომ ვიღაცასთან მიირბინონ და შესჩივლონ, რომ ჩაგრავენ.
ისევ მოგინდება, რომ შესჩივლო.
გარბიხარ, გარბიხარ და უცებ გახსენდება, რომ აღარავინ დარჩა გარშემო, ვინც დაგეხმარება და ჩერდები. აღარც მამაა ყოვლისშემძლე, ვეღარც ბებია იბრძოლებს შენს ღამეულ კოშმარებთან.
ყურადღების მისაქცევად მხოლოდ ტირილი აღარ იქნება საკმარისი. ხანდახან სასოწარკვეთილებისგან თმების გადაპარსვა ან ტუჩების შავად შეღებვა მოგიწევს, ამ ულმობელმა სამყარომ მოგაქციოს ყურადღება.
ყველაფერი ისევ ისეა, ყველაფერი ისევ ისე. უბრალოდ გარშემო შემოხვეული აქვს აბლაბუდასავით ათასი მაჯლაჯუნა, რომლებსაც ჰქვია პასუხისმგებლობა, სამსახური, ვალდებულება, "უკვე დიდი ხარ".. ამასობაში ეს 'ისევ ისე' ისე პატარავდება, ისეთი ერთი ბეწო ხდება, რომ ყოველდღე უნდა შეამოწმო, ხომ არ გაქრა, სადღაც შიგნით ხომ არ დაიკარგა.
თავი მტკივა.
ბედნიერი მაშინ ვარ, როცა ყავას ვსვამ. კიდევ მაშინ, როცა გადაბმულად 2 დღე ვისვენებ. ვინმეს უთქვამს ბავშვობაში, რომ ბედნიერება ასეთი სევდიანი იქნებოდა?
რომ თავის ტკივილი ყოველდღიური მოვლენა გახდებოდა?
და დღეებს ტკივილგამაყუჩებელი აბების გემო ექნებოდათ.
Soundtrack
ახლა ერთი–ათჯერ მეშინია, რადგან უკვე ეზრა მყავს და მისთვის ყოვლისშემძლე დედა ვიქნები :/ წარმოიდგინე, ოდესმე მომიწევს იმეების თქმა, რაც შენ დაწერე, ან არ მომიწევს და თვითონ მიხვდება და თავად მეტყვის.
ReplyDeleteროგორი მარტოსულები ვართ ყველანი, მნიშვნელობა არა აქვს არაფერს, მაინც მარტოები ვართ საკუთარ დემონებთან დარჩენილი და ვიბრძვით პატარა კალის ჯარისკაცებივით :|
ხო, მაგაზე მეც ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ როდესმე მეც ისეთი გულუბრყვილო და ცოტა მოუხერხებელი დედა გავხდები,როგორებიც ჩვენი დედები გახდნენ, ჩვენს გაზრდასთან ერთად და როცა მაგაზე ვფიქრობ ხოლმე, ყოველთვის ვსევდიანდები.
Deleteრაც შგეხება შენ, ნატალია, ცხოვრება ბევრი სხვადასხვა ეტაპისგან შედგება და შენც თუ დაიჯერებ, აუცილებლად შგეცვლება სევდიანი ბედნეირებები უფრო სავსე და მხიარული ბედნიერებებით :*
http://www.youtube.com/watch?v=5DeOSLNbhfg&feature=related amas usmendi?
ReplyDeleteსოფი, არა, აი ამას - https://www.youtube.com/watch?v=F3RYvO2X0Oo
Delete: )
ReplyDeleteუბრალოდ რომ იზრდები, ამ ყველაფერთან მარტო ბრძოლას სწავლობ..
უკვე იცი რომ ვერავინ დაგიცავს და ფეხზე წამოდგომა შენით მოგიწევს, შენით უნდა იპოვო იარაღი, რომლითაც ამ დემონებს გაყრი.
თუ გაყარე და მოახერხე, მერე ალბათ ისევ გამოჩნდება ის ბედნიერება : ) ან გზები რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებს : ) სულის მოსათქმელად მაინც. : ) ეს გზებიც და ასეთი ადგილებიც საპოვნელია..
ხოდა, რომ იზრდები და ამ ყველაფერს რომ ეჯახები, ბრძოლით იღლები, თან ისე იღლები რომ ბედნიერებას ტკივილგამაყუჩებელი წამლების გემო დაჰყვება.
ალბათ მთელი მუღამი იმაშია, რომ რისთვის იბრძვი არ დაგავიწყდეს და ძალასაც ეგ გვაძლევს. ალბათ ეგაა..
საერთოდ არ უნდა გავაჩინოთ ბავშვები : ))))))))
ReplyDelete:D:D:D
Deleteარ არის სწორი ეს პოსტი
ReplyDeleteბავშვობა კარგია და უდარდელი, სამაგიეროდ რომ იზრდები იმდენი ახალი რამე იშლება შენს თვალწინ, ბავშვობაში საერთოდ რომ ვერ დაუმუღამებდი
დიდურ თამაშებს თავისი კაიფი აქვთ
და ისე ჩივილს რაც შეეხება, რაც მეტს იწუწუნებ, მით უფრო დასუსტდები
პიტერ პენზე რო გიწერია ეგ ფრაზა აქ :)
ReplyDeleteძალიან კარგი პოსტია :)
ReplyDelete