Wednesday, December 5, 2012

დეკემბრობა

  დეკემბერი მოვიდა. რატომღაც, ადამიანები დიდ ყურადღებას ვაქცევთ თვეების ცვლილებას, მითუმეტეს თუ ეს სეზონის ცვლილებასაც ემთხვევა. მაგრამ მაინც, მინდა ვთქვა რომ დეკემბერი მოვიდა, წელიწადის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო თვე.

 პოსტის კითხვას სანამ გააგრძელებდეთ, ჩართეთ ეს სიმღერა. მერწმუნეთ, ძალიან კარგია.



  მე მგონია, რომ ეს გოგო საოცრად მგავს, ზუსტი მიზეზი არ ვიცი თუ რატომ, მაგრამ მგავს : ) მურაკამის ეს რომანი არ მაქვს წაკითხული, ოდესმე ალბათ წავიკითხავ, თუნდაც ამ პოსტერის გამო.

 
   მთელი დღეებია თავში მიტრიალებს როჯერ ვოტერსის ტურნე, რომელიც აგვისტოში სტამბულსაც მოიცავს. ისე ძალიან მინდა დასწრება, ისე, ისე, რომ მგონია არაფერი გამომივა.  იმდენად გაჟღენთილია ჩემი ტვინი ამაზე ფიქრით, რომ მგონი უკვე ვლოცულობ მუდმივად. აბა, სხვა რა უნდა დავარქვა, როცა თავისდაუნებურად ერთდროულად ვფიქრობ ღმერთსა და ტურნეზე. ლოცვაც ხომ ეგაა, ღმერთთან ლაპარაკი, და ჩემი ქვეცნობიერიც მთელი ძალით შეჰყვირის ზეცას, რომ უნდა ამ კონცერტზე დასწრება, უნდა!

 წავალ, კერუაკის კითხვას გავაგრძელებ და პარალელურად ვილოცებ.

1 comment:

  1. ოცნებები ხდება!
    აუცილებლად წა(მო)ხვალ ;)

    სულ რაღაც 1 თვის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ როჯერის ისეთ ქვეყანაში ჩამოსვლას ვეღირსებოდი სადაც ვიზა არ გვჭირდება:)
    ჩემი ლოცვა შესმენილია:)

    *ლურჯი ოქტომბერი*

    ReplyDelete