Saturday, December 22, 2012

Lullaby For A Troubled Man

And no one sings me lullabies,
And no one makes me close my eyes,
So I throw the windows wide
And call to you across the sky..

  მე ვინ მიმღერებს იავნანას მაშინ, როცა უეცრად მივხვდები, რომ საოცრად მესმის იმ ადამიანების, ვინც საკუთარ თავს უშავებს რამეს, ბრიტვით იჭრის ხელებს, ფეხებზე ჩალურჯებები აქვს და ხელებზე ნაკაწრები?

   ფანჯარას რომ გამოაღებ და ცის გადაღმა მოგინდება ვიღაცას გასძახო და უთხრა, ჰეი, ამ ნაცრისფრად შედედებულ დღეს, წამოდი, სადმე ბინძურ ბარში ერთი ჭიქა ვისკი დავლიოთ, ან თუნდაც ქუჩაში დასხდეთ და ბოთლიდან მოვიყუდოთ იაფფასიანი არაყი [რომლის გახსენებაზეც  მსუბუქი გულისრევის შეგრძნება მეუფლება], ოღონდ დავლიოთ. მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ, ვინ არის ეს ცის გადაღამა მყოფი 'ვიღაც', ვის უნდა გავძახო ეს "ჰეი", ვინ მიმღერებს მე იავნანას?

Whatever helps you sleep at night, Natalia.



 არ არსებობენ ადამიანები, ვისთან ერთადაც დალევ ვისკის; ვინც გიმღერებს იავნანას და სიცხიან შუბლზე ცივ ხელს დაგადებს. ვერ დაინახავ ნაცნობ სახეს სიკვდილით დასჯის წინ, მხოლოდ ლიმონის სუნს იგრძნობ და მიხვდები, რომ ბაბუა არ ტყუოდა.

 ამასობაში მე–5 ჭიქა უგემურ ყავას დავისხამ, ჩამოვჯდები დივანზე, მივაშტერდები ერთ წერტილს და ასე ვიჯდები მანამ, სანამ ტელევიზორიდან ვიღაც შავკანიანი მომღერალი ქალის გულისმომკვლელ ხმაზე არ გამოვერკვევი, თუ სად ვარ.
 


Whatever helps you sleep at night. 

2 comments:

  1. mec minda xolme zogjer bindzur barshi viskis daleva ... (takome)

    ReplyDelete
  2. დიდი სურვილი მაქვს შენთან ერთად დავლიო სადმე ბარში ვისკი... ან არაყი სულმოუთქმელად და მერე ვიცინოთ ყბების ტკივილამდე უაზროდ :) ამ პოსტის წაკითხვამდე სიღნაღში მინდოდა მეც წამოსვლა, მარტინი უნდა წავიღო, საღამოობით ვსვა და აივნიდან მოციმციმე ქალაქის ხედით დავტკბეო რომ წერდი... მოკლედ ძალიან ჩემი ჭკუის მგონიხარ :)

    ReplyDelete