Sunday, November 18, 2012

Summer of Love, ანუ Don't you want somebody to love?

 People don't listen, they just wait for their turn to talk.

                                                               - Chuck Palahniuk

 


   რამდენიმე  დღის წინ ტამბლერზე შემხვდა სურათი  წარწერით:

  I always wonder why birds stay in the same place, when they can fly anywhere on the earth. Then I ask myself the same question.  [რომელიც ეკუთვნის ვინმე Harun Yahya-ს და გახლავთ თურქი მწერალი]

  მეც ავდექი და, იგივე კითხვა დავუსვი საკუთარ თავს - რომ ვდგავარ და დღე და ღამე ვოცნებობ მოგზაურობაზე, სამხრეთ ამერიკაში წასვლაზე,  ხომ შემიძლია,  ცოტაოდენი ფული მოვაგროვო, ავდგე და ქვეყნიდან ქვეყანაში ვიხეტიალო, ღამე ცის ქვეშ ან იაფფასიან სასტუმროში გავათიო და ნამდვილი თავგადასავლები ვნახო.  ერთი შეხედვით იტყვით, ძალიან რთულიაო, არადა ტექნიკურად საერთოდ არანაირი სირთულეს არ  წარმოადგენს, უბრალოდ თანამედროვე განათლებული ადამიანის ტვინში არ დევს ეგ, რომ უცებ ადგეს, ყველაფერი მიატოვოს და მომთაბარეობას მიჰყოს ხელი. სამაგიეროდ,  შეუძლია რომ დადგენილი ნორმებით იცხოვროს - ჰქონდეს სამსახური, გამოიმუშავოს ფული და შექმნას ოჯახი. ეს არის  ნორმალური ცხოვრება, ძალიან მარტივი და პროგნოზირებადი.


    მე ვერაფრით ვეგუები იმ ნორმებს და კანონებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბეს  ადამიანებმა.  რატომ ასეთი, როცა შეგვეძლო, სულ სხვანაირი მსოფლიო შეგვექმნა, შეგვეძლო სხვა ბევრი, უფრო საინტერესო ვარიანტები აგვერჩია? ჰიპების მოძრაობა ერთ-ერთი მცდელობა იყო, ეს ნორმები შეეცვალათ, მაგრამ არ გაამართლა,  რადგან უმცირესობაში იყვნენ. გამარჯვებული კი ყოველთვის უმრავლესობაა, რაც დიდი უსამართლობა მგონია,  უხშირესად  უმცირესობაში უფრო საღი აზრია, ძირითადად კი რაოდენობა  წყვეტს ყველაფერს.

 დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოთ, რომელ პერიოდში წახვიდოდით, ან რა მოვლენას დაესწრებოდით?  ამ ეტაპისთვის,  მე 60-იანი წლებში წავიდოდი და ჰიპი ვიქნებოდი, პინკ ფლოიდის ლაივს დავესწრებოდი და შეიძლება რომელიმე დამწყები როკ ჯგუფის წევრსაც შევყვარებოდი. მაშინდელი კაცობრიობა ბევრად უფრო თავისუფალი იყო. იმიტომ, რომ სწორედ ეს უნდოდათ - თავისუფლება.


   ჩემი გატაცებები პერიოდულად იცვლება, ახალი ემატება და ძველები ცოტა ქვედა საფეხურზე ინაცვლებს ხოლმე (მაგრამ რჩებიან). რა თქმა უნდა, მათ შესახებ ყველას არ ვუყვები (ამ საკითხს თავიდანვე ჭკვიანურად მივუდექი და ბავშვობიდან ვიცოდი, ვისთან რა მელაპარაკა),  მაგრამ მაინც, ეს გატაცებები ხშირად აღიქმება არასერიოზულად და ინფანტილურად.  აქვე დავამატებ, რომ მხედველობაში ის ადამიანები მყავს, ვისი აზრიც ჩემთვის ოდნავ მაინც მნიშვნელოვანია, თორემ ჩემთვის უინტერესო ტიპებს, როგორც ვთქვი, ჩემზე არც ვუყვები.

  ვაღიარებ,  რომ ინტერესების გარკვეული ნაწილი უფრო ადრეც  უნდა გამჩენოდა, მაგრამ დაგვიანებას თავის მიზეზები ჰქონდა და ამ მიზეზებზე არც ამ ადამიანებთან და მითუმეტეს არც აქ, ბლოგზე, არ ვილაპარაკებ. 

   ჩვენ ვერასდროს ვისწავლით სხვისი ინტერესების პატივისცემას. ვერასდროს. ეს ყოველთვის ძალიან მაწუხებდა, მითუმეტეს რომ საკუთარ თავს სულ ვაიძულებ,  გაგებით მოვეკიდო სხვა ადამიანების ინტერესებს. თუმცა, ამის გარდა იმდენი კიდევ  გარღვევაა კაცობრობიობის აზროვნებაში, რომ ეს პატარა დეტალი რა მოსატანია.

   ხოდა, ადამიანებო, მაპატიეთ, რომ სწავლისა და კარიერული წინსვლის სურვილით არ ვარ ანთებული და ცოტა სხვა მიმართულების ინტერესები  მაქვს  (:



  ბოლო დროს მუსიკა ძლიერ გავლენას ახდენს ჩემზე.  პოსტებიც კონკრეტული სიმღერის ზემოქმედების ქვეშ არის დაწერილი [შეგიძლიათ წინა პოსტებს გადახედოთ].

  ამ პოსტს რაც შეეხება, 2 დღის განმავლობაში ვწერდი და შესაბამისად, ბევრ სიმღერას ვუსმენდი.

  ეხლა დილაა და პლაცებოს ვუსმენ. ძალიან უხდება.

 პოსტის თემატურობიდან გამომდინარე კი, საუნდტრეკად დავასახელებდი ამ მშვენიერ სიმღერას, Jefferson Airplane-ის "Somebody to love". ორიგინალის დადებას ვაპირებდი, მაგრამ ეპიზოდი ფილმიდან, ჯიმ ქერის შესრულებით, იმდენად საინტერესო და კარგია, რომ ეს ვარიანტი შევარჩიე.



პ.ს   მითხარით რა, სად წახვიდოდით, დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოთ? ძალიან მაინტერესებს.



13 comments:

  1. kargad micnob shen me.
    ici, yvelaferi chemze am sakitxtan mimartebit.
    da azri ar shemicvlia...
    wavidodi... iq... da viqnebodi frankos momxre <3

    ReplyDelete
  2. მე წავიდოდი ძველ ინგლისში. ბაკენბარდები და შლაპა მექნებოდა.
    კიდევ პირბელ საუკუნეში, ქრისტეს მახლობლად, რომელიმე მევახშე ვიქნებოდი.
    კიდევ იაპონელი ნიძიოს ეპოქაში.
    კიდევ რომელიმე ამერიკულ ტომებში.

    ReplyDelete

  3. დროში მოგზაურობას ქვეყნებში მოგზაურობა მირჩევნია : )
    ერთადერთი რეალურად რაც ხელს მიშლის სავიზო რეჟიმი და უფულობაა
    თუმცა ორივე მოგვარებადია
    და ცხელი, ტემპერამენტიანი ქვეყნები მეც ძალიან მიზიდავს
    მინიმუმ ესპანეთამდე მაინც მივაღწევ : )

    ReplyDelete
    Replies
    1. ესპანეთში წადი რა : ) და მერე ბევრი პოსტი დაწერე : )

      Delete
  4. ამ წუთასაც რომ შემეძლოს წასვლა, მარტო მაინც არსად გავადგამდი ფეხს.

    ReplyDelete
  5. me me20 sks dasacyishi, rame gemze gavidodi, veneciidan inglisamde vikatavebdi :D

    ReplyDelete
    Replies
    1. ანუშკა, ეცადე ტიტანიკში არ მოხვდე : )) :დ

      Delete
  6. წავიდოდი პარიზში და ვიქნებოდი უბრალო მხატვარი, რომელსაც გაუმართლა და გაიცნო ვან გოგი. მიუხედავად იმისა, რომ დროში დაბრუნება არ შეგვიძლია, პარიზში მაინც წავალ. ალბათ ევა გრინისნაირი წითელბერეტიანი გოგო ვიქნები.

    ReplyDelete
  7. Into the wild ნახე ))

    ReplyDelete
    Replies
    1. ვაპირებ ნახვას რა ხანია და ვეღარ მოვახერხე : ))

      Delete
  8. დროში არ ვიცი, სხვა დასახლებულ პლანეტაზე წავიდოდი, განითარებული მაცხოვრებლები სადაც არიან, იქ : ) ან სხვა სამყაროში,
    დროს მაინცდამაინც მნიშვნელობა არ ექნებოდა : ))

    ახალი ჰედერი ძალიან მომწონს <3 ძალიან თან.

    ReplyDelete
  9. ორი ვარიანტია:
    1) 1945 წლის 9 აგვისტო, მანჯურიისკენ მიმავალი ეშელონი;
    2) 1984 წლის 19 მარტი, საღამოს სავარაუდოდ 8-9 საათი, მოსკოვი, малая грузинская და красная пресня-ს გადაკვეთა.

    ReplyDelete