Monday, November 5, 2012

ორშაბათის პოსტი

     ვუსმენ იუტუბზე შემთხვევით, საჯესთიდ ვიდეოებიდან შეხვედრილ სიმღერას, მეტალთა ჟანრიდან : ) რომელიც საკმაოდ კარგია, მაგრამ დაღლილ გონებაზე ალბათ რამე უფრო მსუბუქს, პაროვ სტელარისეულს, უნდა ვუსმენდე, მაგრამ ვის აქვს მაგის თავი, ამიტომ refresh. თან საკაიფოდ იწყება.

  დიოგენეში 1 კვირის წინ მწვანე შაბათობაზე 5 წიგნი შევიძინე [აქედან ერთი საჩუქარი იყო] და მას შემდეგ ყოველ საღამოს შევხარი. ჯერ საღი გონებით ვერ დავიჭირე ჩემი თავი, რომ კითხვა დავიწყო. თუმცა არა, სელინჯერი დავიწყე რამდენიმე ფურცელი და ნუ აი, ძალიან მიყვარს. ძალიან ცოტა მწერალია, რომელიც ასე მიტაცებს.

 მგონი მაინც ჯობია, გადავიდე პაროვ სტელარზე. 

 გუშინ დავიწყე პოსტის წერა მოსანახულებელ ადგილებზე, რომელიც იდეაში უნდა გამოვიდეს კარგი, თუ მოვინდომებ და სათანადოდ გადმოვცემ ჩემს ემოციებს და კარგი სურათებით გავაფორმებ. "პოსტის დაწყებაში" იგულისხმება, რომ ნიუ პოსტის ფანჯარაში ჩამოვწერე ადგილები და დავდრაფტე. დანარჩენს სხვა დროს მოვიფიქრებ.

 პაროვ სტელარიდან მივედი კილერსამდე. მგონი, ყველაზე კარგია.

 მაგრამ მაინც ვერ მოვახდინე ამ საღამოს. რა უგერგილო ორშაბათია, სიმღერაც კი ვერ შევურჩიე. 

  ხვალ ღამით სახლში მარტო ვრჩები, პირველად! წარმოგიდგენიათ? პიირველად! დედა ძალიან წუხს და უკვე მოიფიქრა ათასი ვარიანტი, თუ ვინ უნდა დარჩეს ჩემთან. როცა ვეუბნები, რომ არავინ მინდა, ჰგონია რომ უბრალოდ არ ვიმჩნევ და ვატყუებ, რომ არ ინერვიულოს. 
 არადა, ღმერთო ჩემო, მე უკვე მოვიფიქრე რომ ხვალ ამ დროს ოთახებში ვირბენ და მთელი ხმით ვიმღერებ –  

Well somebody told me
You had a boyfriend
Who looked like a girlfriend
That I had in February of last year
It's not confidential
I've got potential


 მოკლედ, შემოდგომის ბოლო თვეა. მე მიყვარს შემოდგომა. მიყვარს ეს შემოდგომა და აი, ეს ორშაბათიც კი მიყვარს.  


4 comments:

  1. mec miyvars da eg simgherac miyvars... : ))
    bevri ar igijo Home Alone-obis jams : )

    ReplyDelete
  2. აქ მე იმის დასაწერად შემოვედი რომ ძალიან მიყვარს ეს ბლოგი.
    ფართო ფანჯრებიანი ბლოგია სადაც ყოველთვის არის დიდი სივრცე და ბევრი სუფთა ჰაერი

    ReplyDelete
    Replies
    1. ჰექსე, ძალიან დიდი მადლობა რომ გიყვარს ეს ბლოგი : ) ძალიან მამხნევებს ეს სიტყვები : )

      Delete