Monday, September 10, 2012

წინ, ბათუმისკენ! ანუ – Let the journey begin

   კვირა დილაა, სამსახურში ვარ, ფინჯან ყავას ვსვამ და ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო.

 5 დღეში ბათუმში მივდივარ.

   ამ ქალაქს ყავის და ზღვის სურნელი აქვს. არ ვიცი, შეიძლება საერთოდაც არ არის ასე და მე შორიდან, ჩემს ფანტაზიებში წარმოვიდგინე, მაგრამ მაინც ჯიუტად მჯერა, რომ ჩავალ, სწორედ ასეთი იქნება. 
 
  თან, სექტემბერი მოვიდა, მთელი თავის დიდებულებით.

   ის დროა, როცა ჩანთაში ერთი ბოთლი მარტინი უნდა ჩააგდო და გზას გაუდგე. თუნდაც ეს მოგზაურობა მხოლოდ 2 დღეს გაგრძელდეს, ბათუმი ამად ღირს. უფრო იღბლიან ადამიანებს შეუძლიათ მთელი ერთი კვირის განმავლობაში დარჩნენ და შესანიშნავ კინოფესტივალს დაესწრონ (მე თქვენი წინასწარ მშურს).

    აქამდე კინოფესტივალზე არასდროს ვყოფილვარ. ახლაც, მხოლოდ გახსნას დავესწრები და ის ჯადოსნური ერთი კვირა, როცა ყველაზე საინტერესო მოხდება, ჩემ გარეშე ჩაივლის. და როცა ამას ვაცნობიერებ, მიჩნდება სურვილი, რომ ავიდე კადრების განყოფილებაში და მუხლებზე დავუდგე ხელმძღვანელობას, ვემუდარო, რომ კიდევ ერთკვირიანი შვებულება გაიმეტონ ჩემთვის. რა თქმა უნდა, ამას არ გავაკეთებ, მხოლოდ ერთს ამოვიოხრებ და გავაგრძელებ ინტერნეტში ბათუმიდან უკან დასაბრუნებელი გზების მოძიებას.

   16 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. ვისაც შესაძლებლობა გაქვთ, ჩაალაგეთ ჩანთები და სასწრაფოდ გაეშურეთ ამ ძალიან კარგ მოვლენაზე დასასწრებად.

 მე კი იმედი მაქვს, რომ ჩემი ორ დღიანი მოგზაურობა საინტერესოდ ჩაივლის : )



5 comments:

  1. მარტინი ბათუმშიც არის ;)
    საინტერესო დღეები გველოდება :)

    ReplyDelete
  2. ნათია, რა თქმა უნდა, არის : )) უბრალოდ, გზაშიც ხომ გინდა ცოტა მოწრუპო კაცმა : )

    ReplyDelete
  3. გამარჯობა, იცი რა მაინტერესებს? კინოფესტივალზე როგორ უნდა მოხვდე ბლოგერის სტატუსით.

    ReplyDelete
    Replies
    1. წინასწარ ცხადდება ხოლმე და მეილზე უნდა გადაუგზავნო მონაცემები : )) შემდეგ წელს როცა იქნება, გამცნობ შენც : )

      Delete
  4. დიდი მადლობა, გავაგზავნი და იქნებ მოვხვდე :)

    ReplyDelete