Monday, December 5, 2011

სამხრეთ ამერიკაში ვიყავი

    სამხრეთ ამერიკაში ვიყავი.

  სადაც ყველაფერი აუტანელი ოქროსფერია და დანაშაულის სუნი დგას.


  შევასწორებ – სამხრეთ ამერიკაში ვიყავი.

  მას ინდიელი წინაპრები ყავდა და ტანს ფერადი საღებავებით იხატავდა.

 ის მარიხუანას აღმერთებდა, მე – მას.


  ჩვენ ერთად ვეწეოდით, ვსვამდით ტეკილას და ვთვრებოდით.

    ღამეებს იაფფასიან ოტელებში ვათევდით, გათიშული ვიძინებდი და დილით მეზიზღებოდა ის თეთრეული, რომელშიც  მთელი ღამე  გახვეული ვიყავი.
  ხანდახან ღია ცის ქვეშ, მიწაზე ვიწექით, ვეწეოდით და ვარსკვლავებს ვუყურებდით. კვამლს მიღმა ჩანდა უამრავი, ხელის ერთ გაწვდენაზე. მინდოდა დამეჭირა, მაგრამ არ გამომდიოდა.

   დილაობით თავის ტკივილი მკლავდა. წინა დღის ტეკილა ჯერ კიდევ არ გამოსულიყო ორგანიზმიდან, რომ ახალს ვამატებდით. 


  ერთ ღამით, მისი წინაპრებივით მოვიხატეთ ტანი და კოცონის გარშემო ვცეკვავდით, თან ბობ მარლის ვმღეროდით.

  
    უკიდეგანო გზებზე დავდიოდით, ქვიშა სახეში გვეყრებოდა და მცხუნვარე, ბლანტი სიცხე თავის ქალას ძვლებს ალღობდა.  ხელჩაკიდებული მიმათრევდა, ოფლის წვეთები მოგორავდა მთელ სხეულზე და მისი მკლავიდან ჩემზე გადმოდიოდა. თმა გამიხუნდა და კანი გამიმუქდა.

  მის ბრინჯაოსფერ კანთან ჩემი მაინც ფერმკრთალი ჩანდა.

   მერე ის თავზეხელაღებული ჩე  შეგვხვდა, ხაკისფერი პერანგი ეცვა. ჩვენთან ერთად მოწია და ბევრი გველაპარაკა. ჩვენ ფეხებზე გვეკიდა, მე – განსაკუთრებით. წასვლისას ხელი გულიანად ჩამოგვართვა.

   კიდევ  ცხელ შოკოლადს ვსვამდი, წიწაკით. მკლავზე რომ დამეწვეთებოდა, ხარბად ვილოკავდი, იმიტომ რომ ვიცოდი, ასეთს ვეღარ დავლევდი.


   სამხრეთ ამერიკაში ვიყავი.

   ჯანდაბა, ეს მთელი თავგადასავალი იყო.

7 comments:

  1. აააააააააააააააა!!!!! <3 ნატა!!!

    ReplyDelete
  2. ვიცი, თქვენ რომ წახვედით, მერე ჩემ თქვა, ძალიან ახალგაზრდები არიან და ფეხებზე კიდიათ ყველაფერი, დრო გავა და ძალიან ბევრ რამეზე ჩაფიქრდებიანო...

    :)

    ReplyDelete
  3. გიჟობაა ჩემო მეგობარო : )
    თავგადასავლების მოახლოების სუნი მცემს : )) <3

    ReplyDelete
  4. გავგიჟდი

    ReplyDelete
  5. მაგარია :) ემოციური :)

    ReplyDelete
  6. ნატალია რა დღეშია :|

    ჩე მეტის ღირსი არც არის :)

    ReplyDelete