Sunday, December 11, 2011

იასამანში შემწვარი ყარყატი

    ერთ–ერთ საინფორმაციო გამოშვებაში ვიღაც ქალი საქართველოს დროშას იქნევს და ყვირის: "მიშა, შენს გამზრდელს ვენაცვალე!"

   მე Artificial Love-ს  ვრთავ და ვფიქრობ, რომ 90–იანი წლები ბევრად ჯობდა დღევანდელს. მაშინ არ იქმნებოდა სიმღერები [და შესაბამისად კლიპები] საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე და მერე ყოველდღე ტელევიზორში არ ტრიალებდა. ჩვენამდე არ მოდიოდა ხმები, ამერიკის ერთ–ერთ შტატში შეშლილმა ქალმა როგორ მოკლა 2 შვილი.
   თუმცა მერე მახსენდება, რომ მაშინაც ვიღაც, შეიძლება ზუსტად იგივე ქალები, ასევე ყვიროდნენ, ოღონდ მიშას ნაცვლად ზვიადის.
   რაღაცები შეიცვალა, ბევრი რაღაც. ხალხი იგივე დარჩა. ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული კი სწორედ ხალხის შეცვლა იქნება.

  როგორ უნდა შევცვალოთ ხალხი?

    მე მინდა სულ ვუსმინო ამ სიმღერას, მაგრამ მეშინია არ მომბეზრდეს. 2 დღის წინ ღამით, სამსახურში მარტო ვიყავი, ვსვამდი მარტინის  და თან ხმამაღლა ვმღეროდი –

 'ეს უნ ამორ, არტიფისიალ, კე მედისტე' 

    ძალიან გულით და დრამატულად, რაც ალბათ ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ ვერავინ მხედავდა.

ახლაც ჯიუტად ვუსმენ და ვუსმენ, ვუსმენ და ვუსმენ.

  მერე ალბათ იასამანში შემწვარ ყარყატს მოვისმენ, ბეწვით და სისხლით.

5 comments:

  1. რა კარგი ხარ :D
    შენი არ ვიცი,მაგრამ არ მჯერა, რომ მაგ ხალხს რამე შეცვლის.
    არ მოგბეზრდება ეგ სიმღერა. მე არ მბეზრდება ხოლმე და რავიცი... ძალიან მიყვარს დრამატულად სიმღერა, როცა ვერავინ მხედავს და ვცდილობ დავიჯერო, რომ მეზობლებსაც არ ესმით :D

    ReplyDelete
  2. არც მე მჯერა :)
    მარტო სიმღერა ძაან მაგარია, მთელი ემოციებით :))

    ReplyDelete
  3. მეც ძალიან ბევრს ვუსმენდი და ახლა იმ პერიოდს მახსენებს.
    არადა, არ მიყვარს როცა სიმღერები პერიოდებს უკავშირდება, მარა სულ ასეა :)

    ReplyDelete
  4. ეს ბევრად მაგარია http://www.youtube.com/watch?v=NoHI28hd65k


    ხოდა " მე Artificial Love-ს ვრთავ და ვფიქრობ, რომ 90–იანი წლები ბევრად ჯობდა დღევანდელს. მაშინ არ იქმნებოდა სიმღერები [და შესაბამისად კლიპები] საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე და მერე ყოველდღე ტელევიზორში არ ტრიალებდა." გეთანხმები. ვერ ვიტან მაგ კლიპებს.

    ReplyDelete
  5. მე მეორე უფრო მომწონს რატომღაც :) სტუდიური ჩანაწერი.

    ReplyDelete